“შოვის ტრაგედია ეროვნული ტრაგედიაა”
გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი:

კურორტი შოვი ჩემთვის ყველაფერი იყო… პირველად მეოცე საუკენეში ვესტუმრე. იმ დროს თსუ-ს ასპირანტი ვიყავი. კურორტ შოვის კოტეჯებში 2002 წელს 1 კვირა ვცხოვრობდით, თსუ-ს გეომორფოლოგიური ექსპედიციის ეგიდით. სხვანაირი გეოგრაფიული გარემო იყო მუდამ.
2000 წლიდან 2023 წლამდე ფაქტობრივად, არც ერთი წელი არ გამიცდენია შოვის ნახვის გარეშე. გამიმართლა, დიდ გეოგრაფ, რაჭის მყინვარების მკვლევარ, უფროს მეგობარ, პროფესორ რამინ გიბეჯიშვილთან ერთად ბევრჯერ მოვხვდით შოვის მიმდებარე ტერიტორიებზე. მათ შორის მყინვარ ,,თბილისასთან” ადგილ ,,ტბაუკებში” რამდენიმე დღე ვცხოვრობდით. მყინვართან მისვლა ჯერ კიდევ ადვილად შეიძლებოდა. უკან დახევის კატასტროფულ ნიშნულთან შორს იყო. მორენების დიდ ლოდებს ხშირად ვარჩევდით მყინვარის მარკების მოსანიშნად. ფაქტობრივად, გლაციალოგიური ნათლობაც ჩემი და ჩემი მეგობრების თბილისას მყინვარზე შედგა მეოთხედი საუკუნის წინ. …….. მყინვარ თბილისისა და ბუბას პერიგლაციალური, რამდენიმე საუკუნის წინათ ჩამოტანილ უზარმაზარ მყინვარულ მორენებზე. მეოცე საუკუნეში გაშენებულ უნიკალურ კურორტ შოვში.
ბოლოს 55 დღის წინ ვიყავი. ძალიან მიმზიდველი ადგილი იყო კორორტი. ჩემი გეოგრაფად ჩამოყალიბების ერთ-ერთი პირველი ადგილი… დღეს კი ამ საუკუნეში უდიდესი ტრაგედიის ადგილად გადაიქცა, რომელმაც ბევრი ქართველი ერთმანეთს დააშორა. ზოგი სამუდამოდ, ზოგი – გეოგრაფიულად, სამწუხაროდ, ზოგი – პოლიტიკურად. შოვის მოყვარული ხალხისათვის, შოვი აპოკალიფსის ადგილად იქცა.
ნახვამდის კურორტო. ყოველთვის ყველას გვიყვარდი… შოვის ტრაგედია ეროვნული ტრაგედიაა. ბუნების და საზოგადოების თანაცხოვრების ჩატეხილი ხიდია. გატეხილი იმედია. დაკარგული სიცოცხლეებია. შესანდობარი მოგონებაა… სამწუხარო მუზაა, რომელიც ძნელად გასარითმი ემოციების თანხვედრაა. დაუმთავრებელი სტრიქონებია…
#მშვიდობითშოვო
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.