მთავარი » ქრისტიანობა

სომხების მიერ მართლმადიდებლური ტაძრების დატაცება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2013 2 კომენტარი | 3,050 ნახვა

ქართული მართლმადიდებლური ტაძრების დატაცება სომხების მიერ საუკუნეების წინ დაიწყო. სომხები და სომეხი კათოლიკეები ანგრევდნენ და ითვისებდნენ ქართულ ეკლესიებს.
საქართველოს ეროვნულ საისტორიო არქივში ინახება დოკუმენტური მასალა, რაც სომხების უკანონო ქმედებებს ასახავს და ადასტურებს.

„საქართველოს ეგზარხოსის, ევსევის წერილი საქართველო–იმერეთის სინოდალურ კანტორას.
კუმურდო სინოდალურ კანტორამ განიხილა საქმეები დატაცებაზე მართლმადიდებლური ეკლესიებისა (შემცირებული) სომხებისა და სომეხი კათოლიკეების მიერ. 1874 წელი, 19 იანვარი #332/53 .
(ახალციხის რაიონში)
2. №303 1852 წელი. 25 ოქტომბერი
ეკლესიების დატაცებასა და დანგრევაზე სომეხი კათოლიკეების მიერ
ეგზარხოს ისიდორეს წერს მოხსენებას ახალციხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი დიმიტრი იმნაძე.

„ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ეპარქიაში მცხოვრებლები მთხოვდნენ თქვენამდე მომეტანა მათი თხოვნა, რომ ამ ოლქში მცხოვრებმა სომხებმა და სომეხ კათოლიკეებმა თვითნებურად დაიტაცეს ძველი ეკლესიები, რომლებიც თლილი ქვებით იყო აშენებული. ზოგიერთი დაანგრიეს საძირკვლამდე ადგილობრივი მმართველების დაუკითხავად. აღნიშნული ტაძრები დავათვალიერე, რომლებიც ახალქალაქის ოლქში მდებარეობენ, სოფელ კუმურდოში ძველი ეკლესია „კუმურდო“.

კუმურდოს ირგვლივ მცხოვრებლებს ტაძრის გალავნის შიგნით და გარეთა მიდამო ჩაკეტილი და საცხოვრებელ ტერიტორიად აქვთ გამოყენებული. ახალციხის არქიეპისკოპოსმა ტაძრის შიგნით ახალი ეკლესია ჩააშენა და წირვას ატარებენ.
კუმურდოს მოპირკეთების ძვირფასი ქვები დღითიდღე გააქვთ…

სოფელთან ახლოს კიდევ ერთი ტაძარი დგას და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა (თათრები) მარწმუნებენ წმინდა მოციქულ თომას სახელობისაა. სომხებმა არქიეპისკოპოსის ბრძანებით საძირკვლამდე დაანგრიეს და მოპირკეთების ქვები სხვა სოფელში გადაიტანეს, სადაც თავისი ტაძარი ააშენეს.

ასეთი მეთოდით დაიკავეს სხვა ეკლესიებიც:

სოფელ ბურნაშეთში, აზავრეთი, ხანდო, აბული.

სომეხმა კათოლიკეებმა ასევე დაიკავეს ასეთივე მეთოდით მართლმადიდებლური ეკლესიები სოფელ ბავრასა და ალასტანში. ამასთანავე საძირკვლამდე დაანგრიეს შემდეგი შემცირებული ტაძრები: ვარძია, ციხისეკლესია, ოლდა, არაგვა, ოკამის, ლეკნარი, კარის, ალთუბანი, ხუბრიკი.
დატაცებული მართლმადიდებლური ეკლესიები სხვადასხვა სოფლებში:
აბული, ბურნაშეთი, ხტილი, მერენი, ალასტანი, კუმურდო, ბავრა.
დანგრეული და დატაცებულია სულ 16 ეკლესია.

„ევსევი ილინსკის
1866 წელი 3 ნოემბერი
უგზავნიან კოპიო წერილს, რომელიც გამოგზავნილია ახალციხის ეკლესიების მთავარხუცესის გამრეკელის მიერ. რომელსაც ევალებოდა ეცნობებინა ჩვენთვის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიების ახალციხის ოლქში დატაცებაზე სხვა სარწმუნოების მიმდევრების მიერ“.
მთავარხუცესი გამრეკელი.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ
საისტორიო არქივის მასალებზე დაყრდნობით


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი