მთავარი » საზოგადოება

სოფლის მეურნეობის 1 მილიარდიანი ფონდი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.03.2013 26 კომენტარი | 16,590 ნახვა

ქართული სოფლისკენ მიპყრობილი იმედის თვალი

ზოგადად, სოფლის მეურნეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი დარგია. მაგრამ საქართველოში ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან სწორედ სოფელმა განსაზღვრა შალვა ფიფია უხსოვარი დროიდან ქართული ცხოვრების წესი, უძველესი კულტურა და მდიდარი ტრადიციები.

სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემო პირობებზე: ნიადაგზე, კლიმატზე, სეზონებზე, მდებარეობაზე; ქართული მიწა ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ამ სფეროში აუცილებელია.

მაგრამ, სამწუხაროდ, წლების მანძილზე ქვეყნისათვის ეს უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი დიდწილად გამოუყენებელი რჩებოდა, თუმცა ქართველთა იმედის თვალი ყოველთვის ქართული სოფლისკენ იყო მიპყრობილი. ჩვენდა საბედნიეროდ, ამჟამინდელი ხელისუფლების წინა საარჩევნო ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა გახლდათ, რაზეც ქართული სოფელი დიდ იმედს ამყარებს. კერძოდ, უნდა შექმნილიყო სოფლის მეურნეობის 1 მილიარდიანი ფონდი, რომელიც დააფინანსებდა ამ სფეროში მრავალ პროექტს და ასევე, უზრუნველყოფდა შეღავათიანი კრედიტების გაცემას გლეხებისა და ფერმერებისთვის. გარკვეული ძვრები ამ კუთხით შეინიშნება. მეტიც, რეგიონების დიდ ნაწილში გლეხებს უკვე დაურიგდათ ხვნა–თესვისთვის განკუთვნილი ბარათები, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევს მათ სამეურნეო სამუშაოებში.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერესებს: რამდენია ამ დროისათვის სოფლის მეურნეობის ფონდის ბიუჯეტი და რა სიახლეებია ამ სფეროში? ამ და სხვა თემებზე ჩვენ გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი შალვა ფიფია:

“პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატვით, დაახლოებით ერთი თვეა დაფუძნდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომელიც იქნება მთავარი ინსტრუმენტი საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისა” და “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” განსახორციელებლად. ამჟამად ფონდში საკმარისი თანხაა აკუმულირებული მიმდინარე სამუშაოების დასაფინანსებლად. დღეისათვის ფონდის შემომწირველია ორი კერძო სამართლის იურიდიული პირი: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და საერთაშორისო საქველმოქმედო “ფონდი ქართუ”. ფონდში თანხების აკუმულირება ხდება განსახორციელებელი პროექტების საჭიროებიდან გამომდინარე და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენი მიზანია, მრავალი პროექტის განხორციელებით განვავითაროთ სოფლის მეურნეობა”.

• როგორ ხდება ფონდიდან თანხების გაცემა კერძო პირებზე (გლეხებზე, ფერმერებზე) და ამჟამად ძირითადად რა ტიპის პროექტები დაფინანსდება?

ყველა ის კრიტერიუმი და პირობა, რომლის დაკმაყოფილება მოეთხოვება პროექტში მონაწილეობის მსურველებს, ცნობილი გახდება აღნიშნული პროექტის ოფიციალურად დაწყების გამოცხადების შემდეგ. ბანკების საკრედიტო ოფიცრები დაეხმარებიან ფერმერებსა და გლეხებს აუცილებელი ფორმების შევსებაში. ჩვენ, აგრეთვე, შეგვიძლია მივაწოდოთ პროექტში მონაწილეობის მსურველებს იმ პირთა სია, ვისაც შეუძლიათ, მათ დახმარება აღმოუჩინონ ბიზნეს გეგმის შედგენაში, თუმცა ფონდი ამ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი, თუ პროექტში მონაწილეობის მსურველი მიმართავს ამ პირებს და შემდგომში ბანკი მათ მაინც უარს ეტყვის კრედიტის გამოყოფაზე.

• როდიდან დაიწყება იაფი კრედიტების გაცემა?

შეღავათიანი კრედიტების თემა სოფლის მეურნეობაში – შემუშავდა 3 სახის საკრედიტო პროდუქტი:

1. 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის 5 000 ლარამდე, უზრუნველყოფის გარეშე

საჭიროების შემთხვევაში, მცირე ფერმერები მიიღებენ 6 თვიან უპროცენტო სასაქონლო კრედიტს (განვადებას, რაც გულისხმობს, რომ ისინი მიიღებენ მათთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს (გარდა სასუქისა) და არა თანხას) საწარმოო სეზონის დასაწყისში და დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.

2. საშუალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უზრუნველყოფა 5 000-დან 100 000 ლარამდე, წლიური – არაუმეტეს 7-8%-სა

დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით, ვისაც 2 წელზე ნაკლები ვადით ესაჭიროება 5,000 ლარიდან 100,000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალისა და რიგ შემთხვევებში, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება 7-8%-მდე.

3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება -გრძელვადიანი და მოქნილი კრედიტი, არაუმეტეს 600 000 აშშ დოლარისა, საშუალოდ – წლიური 3%.

დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა) იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით დაფინანსდება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%.

სოფლის მეურნეობა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის მარტიდან. 21 მარტს ოფიციალურად გაცხადდება ინფორმაცია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყების შესახებ და გაიმართება ბანკებთან ხელშეკრულებების მოწერის ოფიციალური ცერემონია. ამის შემდეგ გახდება ცნობილი იმ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახელები, რომლებმაც განაცხადეს თანხმობა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

• გარდა ხვნა–თესვისთვის განკუთვნილი ბარათებისა, რომელიც დაურიგდა გლეხებს, მიმდინარე სეზონზე არის თუ არა დაგეგმილი კიდევ რაიმე სახის დახმარება სასუქის ან ფულადი ვაუჩერის სახით?

მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატვით, დაიწყო უპრეცედენტო საგაზაფხულო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 640 ათასი მცირემიწიანი ფერმერისა და გლეხისთვის ხვნისა და მიწის სხვა სამუშაოებს. მხოლოდ საგაზაფხულო პროგრამის ბიუჯეტი 190 მილიონი ლარია. გლეხებს, ასევე, საშუალება მიეცემათ, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, თესლი და სასუქი. მოგეხსენებათ, ეს არის ქართული სოფლისთვის უდიდესი დახმარება, რომელიც საშუალებას მისცემს მცირემიწიან ფერმერებს, დაუბრუნდნენ მიწას, სოფელს და გაუჩნდეთ შანსი, მიიღონ დამატებითი შემოსავლები წარმოების გასაგრძელებლად. 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გადაწყდა შემდეგი კონკრეტული პროექტების განხორციელება:

საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესი, აგროვადების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პარალელურად მიმდინარეობს. ეს ბარათები ორი სახისაა: ნომინალური და კომბინირებული. ჯერ კომბინირებულს ვარიგებთ, რომელსაც მიიღებს 610 ათასი კაცი, რომელიც 0,25 და 1,25 ჰა მიწას ფლობს. ამ ბარათით გლეხებს შეუძლიათ ნიადაგის დამუშავების – ხვნისა და გაფხვიერების (დადისკვის) სერვისი მიიღონ. ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით სასოფლო-სამეურნეო ბარათი 510 ლარის ეკვივალენტი გამოდის. 1 ჰა-ზე, ასევე, მიიღებენ 300 ლარის ეკვივალენტ ნომინალურ ბარათს ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით მოვაჭრე დარეგისტრირებულ მაღაზიაში. ვისაც აქვს 0,25 ჰა-ზე ნაკლები მიწა, სადაც ტექნიკა ვერ შედის, 100 ლარის ეკვივალენტი უნიფიცირებული ბარათები დაურიგდებათ ნედლეულის შესაძენად.მარტო საგაზაფხულო ხვნის პროგრამა 200 მლნ ლარამდე დაჯდება და 640 ათას კაცს მოიცავს. ამ პროგრამას, პრემიერის ინიციატივით, შექმნილი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს, სადაც თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდისგან შემოვიდა, ნაწილი კი – ფონდ “ქართუსგან”. ამ ყველაფერს სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების სააგენტო უდგას სათავეში.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 11 თებერვლიდან კომბინირებული ბარათების გაცემა ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო. დღეის მდგომარეობით კომბინირებული ბარათები უკვე დარიგდა ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკა), კახეთის რეგიონში (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა), შიდა ქართლის რეგიონში (კასპი, ქარელი, გორი, ხაშური), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (მცხეთა, დუშეთი, თიანეთი) და იმერეთის რეგიონში (საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია). ამჟამად კომბინირებული ბარათების დარიგება მიმდინარეობს ხარაგაულისა და ხონის რაიონებში, ასევე, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).

5 მარტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკა) ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებაც დაიწყო. ეტაპობრივად ნომინალური ბარათები მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.

0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისa და ინვენტარის შეძენა;

0.25 ჰა.-დან 1.25 ჰა.-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება 2 კომპონენტისგან: 1. ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება;

2.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი – 300 ლარის ღირებულებით.

ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან; 0.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;

• წელს თუ იგეგმება რაიონებში სასაწყობე მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა?

ამ წელს დაგეგმილია სოფლის მეურნეობის მინიმუმ 60-მდე გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა. გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად მსურველს შეუძლია სესხად აიღოს 1 მლნ ლარამდე (უფრო მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროექტებს საინვესტიციო ფონდი განახორციელებს). ეს არის გრძელვადიანი, 5-7-წლიანი მაქსიმუმ 15%-იანი სესხი. თუ 15%-იანი სესხი დამტკიცდა, ფონდი შედის თანადაფინანსებაში და ეს პროცენტი 3%-მდე ჩამოჰყავს. ამით მსურველი იღებს იაფ, გრძელვადიან რესურსს, მაგრამ სესხი გაიცემა მხოლოდ ბიზნესორიენტირებულ და მდგრად პროექტებზე. ამ პროექტებმა სოფლის მეურნეობის გრძელვადიან განვითარებას უნდა დაუდოს საფუძველი.

• ზოგ რაიონში არის სარწყავი სისტემების პრობლემა. თუ იგეგმება ამ სფეროში რაიმე ცვლილება?

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ, საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ახალი, 3 მლნ 600 ათასი ლარის ღირებულების სამელიორაციო ტექნიკა შეიძინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ქვეყანაში საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით რწყვის პერიოდისთვის სრულად აღდგება 50-მდე სარწყავი არხი. სარეაბილიტაციო სამუშაოები სარწყავი სეზონის დაწყებამდე დასრულდება, რაც მომავალი წლის მოსავლიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ამჟამად არხების აღდგენა მიმდინარეობს მარნეულის, გარდაბნის, ქარელის, კასპისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. სარწყავი სისტემა აგრეთვე, დასრულებულია 15 მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტირება. შედეგად, 2013 წელს სულ 70 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა გასარწყავდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 200-მდე სპეციალისტია დასაქმებული.საქართველოში საირიგაციო სისტემების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ოცდაათი წელია არ ჩატარებულა. შედეგად მწყობრიდან გამოსულია სარწყავი არხები, რაც უარყოფითად აისახება მოსავლიანობაზე და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს არაეფექტიანს ხდის. 2012 წელს ირიგაციისა და დრენაჟისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 10,000,000 ლარი. 2013 წლისთვის ეს თანხა გაიზარდა 64,400,000 ლარამდე;

• და ბოლოს, რა პროექტების განხორციელებას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე სეზონზე?

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის განხორციელებაზე: მემცენარეობის, მეცხოველეობის, გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ვზრუნავთ ქართული ენდემური ჯიშების გადარჩენაზე. ვმუშაობთ ქართული ხორბლის წარმოების ზრდისა და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობების ჩამოყალიბების კუთხით.

ყველა გამრჯე ადამიანს დავუჭერთ მხარს, რაც წლების განმავლობაში ასე აკლდათ. იმედია, ერთობლივი შრომით სოფელს ფეხზე დავაყენებთ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

26 კომენტარი »

  • მოგესალმებით: ერთი კითხვა გვაქვს. ვარ ფიზიკური პირი, ვცხოვრობ ქალაქ ახალციხეში. ვეწევი სოფლის მეურნეობას, კერძოდ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას. საკუთრებაში გამაჩნია 15 ჰა სახნავი მიწა, რომელსაც ვამუშავებ, ამასთანავე ვფლობ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას (ტრაქტორი თავისი აგრეგატებით, სატვირთო ავტომობილი, მარცვლის ამღები მანქანა და სხვ.) ვეწევი მეღორეობას. სესხი მაქვს აღებული საქართველოს ბანსა და მ.ს.ო ფინკა საქართველოდან. მსურს ბიზნესის გაფართოება, კარძოდ ფერმის აშენება, რათა უფრო განვავითარო მეღორეობა და მესაქონლეობასაც შევუდგე, რის შემდეგაც ხალხსაც დავასაქმებ. რამდენად შესაძლებელია იაფი სესხის აღება, რითაც მოხდება ჩემი ვალდებულებების რეფინანსირება, ხოლო შემდგომ ფერმის აშენება და საქონლის შეძენა. რათქმაუნდა მოვახდენ სესხის უზრუნველყოფას სხვადასხვა უძრავი ქონებით, რომელიც მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, ამასთანავე გაცნობებთ, რომ დასაქმებული ვარ სახელმწიფო სამსახურში საიდანაც ხელფასის სახით მაქვს შემოსავალი, მათ შორის ჩემს ოჯახის წევრებსაც აქვთ ანალოგიური შემოსავალის წყარო. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისათვის!

  • მაქვს მიწა და არ მიფორმებენ მივიგებ თუ არა სოფლის მეურნეობის ვაუჩერს?

  • მამა დავითი says:

    გიორგი, ღმერთმა დაგლოცოთ.

    ჩემი აზრით თქვენ უნდა შეადგინოთ (ან შეადგენინოთ) თქვენი საქმიანი ჩანაფიქრის ბიზნეს პროექტი. შემდგომ მიმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც მიიღებთ ამომწურავ პასუხს ყველა თქვენს კითხვებზე.

  • ჯემალი ენდელაძე says:

    ბაღდათის რაიონში ვფლობ 0.4ჰა მიწის ნაკვეთს ნაწილზე ვაზია გაშენებული, ნაწილზე სხვა ნარგავები. დღემდე არანაირი ვაუჩერი არ მიმიღია. გთხოვთ განმიმარტოთ რა თანხის ვაუჩერი მეკუთვნის და დღემდე რატომ ვერ მივიღე, როდესაც ბაღდათში თითქმის მთლიანად დარიგებულია ვაუჩერები ადგილობრივ გამგეობაში გვეუბნებიან სოფლი მეურნეობის სამინისტროს არ გამოუგზანიათ თქვენი ვაუჩერიო.გთხოვთ დაგვეხმაროთ კუთვნილი ვაუჩერის მიღებაში.

    • მოგესალმებით, ვცხოვრობ თბილისში, სახლი და მიწის ნაკვეთი მაქვს სოფელ სამიქაოში აბაშის რაიონში.გაზაფხულიდან შემოდგომამდე ვეწევი სოფლის მეურნეობის საქმეებს. ძალიან გამიხარდა ვაუჩერების დარიგების ამბავი ვიფიქრე ახლა კი მეშველება წინ წავწევ საქმეებსთქო მაგრამ ბოდიში, სოფლის აღრიცხვის დროს შეცდომით ჩაუწერიათ ჩემი გვარი მე ვარ ქურდობაძე, ჩაუწერიათ ქურდუბაძე ამის გამო არ მომცეს ვაუჩერი. მივმართე სოფლის საბჭოს რომელმაც მითხრა რომ შეცდომები გავასწორეთ და აბაშის გამგეობაში გადავაგზავნეთო. როდის შესძლებთ შესწორებული საბუთების განხილვას და ვაუჩერების დარიგებას. თუ ქურდუბაძეზე (რომელიც არ არსებობს) იყო ვაუჩერი სად წავიდა და რატომ არ შეიძლება გადმომცენ მე ქურდობაძეს.
      გთხოვთ განიხილოთ ეს საკითხი და გამარკვიოთ წელს მექნება თუარა ვაუჩერი.
      პატივისცემით, ალექსანდრე ქურდობაძე

  • Avtandili says:

    2010 clidan cop. Maglakshi punkcionirebs kooperativi “Dovlati” romelshic gaertianebulia sasatbure meurneobis mkone 28 permeri. mesame celia stabilurad vpunkcionirebt. gvakvs saintereso proekti satburebis gapartoebaze. samcuxarod bankebi uars amboben kreditis gamokopaze. gvakvs samacivre danadgarebi 90m3 moculobis . shenon\ba 150m2 avtomankana da sxva sahiro inventarit, sabalanso girebulebit 65000lari 1000m2 arasasoplo danishnulebis da 10gektari sasoplo danishnulebis micis nakveti. bankebs damatebit garantshi vtavazot kooperativis cevrebis sacxovrebel k armidamos. rogor sheidzleba dadebitad am sakitxis gadackveta? tu shventvisaa miugceveli dabalprocentiani krediti mashin damckebi permerebistvis raga ikneba.

  • nika says:

    minda mec avigo tu sashualeba iqneba es ssesxi da fermerobas mind amivko xeli tu sahsuaeba iqneba da ise argaketebs hveni qvekana rom sanam fexze wamodgeba da mozlierdeba damwkebi fermeri manamde tuar daajira feri da ar hazira razec ukve kargad mogvexseneba hveni mtavrobebidan.

  • lili says:

    ratom ar ekceva kuradgeba mequtkreebs da putkris moshenebas da taplis realizacias

  • misha says:

    ratom txilze arapers izaxit,ro daumtavrdeba xalxs txili mere imatebs pasebi

  • მარინე says:

    კარგი გადაწყვეტილებაა მიღებული.შედეგიც კარგი უნდა იყოს.მთავარია, ბანკებმა არ შეუშალონ ხელი.სოფელს პატრონი სჭირდება.მე თვითონაც
    დიდად დამეხმარა ეს პროგრამა.ღმერთმა ხელი მოგვიმართოს!

  • ვაჟა says:

    მოგესალმებით! დასავლეთ საქრთველოში! კერძოდ, ჩხორწყუს რაიონში მაქვს ოთხი ეგტრამდე მიწის ნაკვეთი მინდა სანერგე მეურნეობის გაკეთება და ამისთვის მჭირდება დაფიმასება.და მიდა ადგლობრივ მცხოვრბი რამოდენიმე ადამინიც დავასაქმო! მჭირდება თქვენი რეკომედაცია და დახმაბა. ვაჟა დგებუაძე T 577 02 45 88

  • ვაჟა says:

    მოგესალმებით! დასავლეთ საქრთველოში! კერძოდ, ჩხორწყუს რაიონში მაქვს ოთხი ეგტრამდე მიწის ნაკვეთი მინდა სანერგე მეურნეობის გაკეთება და ამისთვის მჭირდება დაფიმასება.და მიდა ადგლობრივ მცხოვრბი რამოდენიმე ადამინიც დავასაქმო! მჭირდება თქვენი რეკომედაცია და დახმაბა. ვაჟა დგებუაძე T 577 02 45 88

  • LEVANI says:

    maqvs meprinveleobis patara perma ojaxshi minda gapartoeba dasaqmdeba aranakleb ori adamianisa.mhirdeba dapinanseba.mainteresebs wels tu ikneba tanadapinansebis saxelmwipo programa.winaswar gixdit madlobas.T.595045600

  • malxaz says:

    maqvs miwa da gamomkavs axali hibriduli kaklis dzirebii da ar maqvs sashvaleba rom gavapartovoo da gavashenoo arachoulebrivi kaklis bagebi romelic ramdenime welshi milioni laris investicias momitans 598777949 tu vinme damexmareba da gverdshi damidgeba am ocnebas rialurad vaqcev

  • malxaz says:

    am saitze ixilet rogori kaklis nergebicaa masetimaqvs

  • davit says:

    mogesalmebit 15 atas egtaze nolidan iwebs mesakonlebia am shemtxevasi ras aketebs baki da rasi sashiro asenebistvi shesadenat da tu uwyos xelas baki 25 wlir gacemt sanam amodravde rializacia daiwyeba

  • მიხეილ says:

    მოგესალმებით..იმერეთში რამდენიმე წლის წინ შევქმენით კოოპერატივი ლელო და რძის გადამამუსავებელი მცირე საწარმო.სადაც დასაქმებული იყო როგორც კოოპერატივის მეპაიები ასევე რამოდენიმე ადამიანი საამქროში.ჩვენი საწარმო ორიენტირებული გახლდათ ყველის დაძველებასა და სულგუნის წარმოებაზე.სურსათის უვნებლობის სამსახურმა მოგვთხოვა სტანდარტის მიხედვით160კვ შენობის აშენება.რომელიც ჯდება45000 ლარი.ერთ წელზე მეტია ვერადა ვერ მოვიძიეძთ შესაბამისი თანხა.გვაქვს უამრავ გამოფენებში მონაწილეობა მიღებული და ვართ მედალოსანი კოოპერატივი და საწარმო.გთხოვთ რო დაგვეხმაროდ შესაბამისი დონორის მოძებნაში.

  • მიხეილ says:

    კოოპერტივი ლელოს საქონტაქტო 551545407 მიხეილ ინასარიძე

  • Manushak says:

    Gamarjobat.me fermeri var,myavs saqoneli.saswrafod mchirdeba traqtori tavis satebelati focxit da sapresit.dzalian gtxovt an ganvadebi dabal procentat damexmarot an sesxit an ritic shegidzliat.myavs 100 suli saqoneli.50 suli mawveli dzroxebi danarcheni mshraloba.shegidzliat damexmarot ramit?

  • ევგენი says:

    გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მაქვს 10 ჰექტარი მიწა მინდა სასატბურე მეურნეობის მოწყობა ტერიტოგია არის თბილისიდან 2-კმ ში რაც ხელს შეუწყობს პროდუქცის რეალიზაციაში მინდა მოვიპოვო დაფინანსება გრანტის სახით პატივისცემით: ე.გულბან

  • ევგენი says:

    გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მაქვს 10 ჰექტარი მიწა მინდა სასათბურე მეურნეობის მოწყობა, ტერიტორია არის თბილისიდან 2-კმ ში რაც ხელს შეუწყობს პროდუქცის რეალიზაციაში, მინდა მოვიპოვო დაფინანსება გრანტის სახით. პატივისცემით: ე.გულბან

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი