მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

სოფლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლა ახალი წლიდან ამოქმედდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.10.2015 | 860 ნახვა

წყარო: mes.gov.ge

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს 1000-ზე მეტი მოსწავლე ახალი წლიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებს სწავლას. ლამბალოს სკოლა საქართველოში სოფლის ერთ-ერთი ყველაზე მრავალკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე თვეში დასრულდება. სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი გაეცნენ.

თითქმის ათი წელია სოფელ ლამბალოს მოსწავლეები ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული, სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ნიუანსები, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ასევე ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სკოლის მთელი ტერიტორია გამწვანდება და კეთილმოეწყობა. ახალი 2016 წლიდან ლამბალოელი მოსწავლეები უკვე ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი