მთავარი » კონკურსი

სოფიო ჯეთერიშვილი – ”ჩემი სკოლა” – დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2014 | 1,336 ნახვა

“სკოლა ცოდნის წყაროაო” უთქვამთ და არც შემცდარან. მართლაც ტაძარივით წმინდაა ეს ადგილი, საიდანაც უშრეტად მოედინება სიბრძნის წყარო. რომელსაც მოუთმენლად ეწაფება თითოეული ჩვენგანი. ხარბად, დაუღალავად ვსვამთ ამ წყაროს და ამასობაში 12 წელიც გადის, ისე რომ ვერ ვამჩნევთ დროთა მიმოსვლას. მხოლოდ ტკბილად მოსაგონებელი ფიქრებითღა გაგვაქვს თავი. სოფიო ჯეთერიშვილი 12 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ შენი სკოლა შეითვითხორცო და შეიყვარო. სკოლა რაღაც ჯადოსნური სიტყვაა. მისი წარმოთქმისას საკუთარ ბუდეს და მყუდრო ბინას ვგულისხმობთ, სიყვარულით გამთბარს. ამიტომ გვიძნელდება მისი დატოვება. მეც ასე დამემართება ძალიან მალე. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი წელია დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლედ ვითვლები. სკოლაში მოსვლის პირველივე დღიდან უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. ამ სკოლამ და მისმა საზოგადოებამ იმდენად კარგი შთაბეჭდილება და ემოციები დამიტოვა, რომ ახალი ენერგიით და ძალისხმევით შევუდექი სწავლას და კარგის შეთვისებას. მართლაც საუცხოო სანახავია ჩემი სკოლა, იმდენად მშვენიერი რომ ყველას იზიდავს ვისაც სწავლა-განათლება უნდა.

ჩემი სკოლის შენობა სამ სართულიანია. ფართო, ნათელი საკლასო ოთახებით და დერეფნებით. მის შიდა ინტერიერზე თითოეული ჩვენგანი ზრუნავს. ვუვლით ოთახის მცენარეებს და მის კედლებს ჩვენი ნამუშევრებით ვალამაზებთ. ადგილი რომელიც ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს ძალიან უყვარს არის ბიბლიოთეკა. ძალიან ლამაზი, მდიდარი ლიტერატურით და კეთილად მოღიმარი მზია მასწავლებლით (ბიბლიოთეკარით). გაზაფხულს მისი თაროები კიდევ ერთხელ შეივსო და აჭრელდა მსოფლიოს სალიტერატურო წიგნებით, რაშიც დიდი წვლილი მიმიძღვის მე და ჩემს კლასელებს. სკოლის შენობაშია სამოქალაქო და თვით მართველობის კლუბები. აგრეთვე სამეცნიერო საგნების კაბინეტები, რომელიც ყველა ბავშვს იზიდავს. გვაქვს დიდი სპორტ დარბაზი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.ჩვენ დაკავებული ვართ სპორტული აქტივობებით, რაც ჯანსაღ ცხოვრებაში გვიწყობს ხელს.

ჩემი სკოლა გამოირჩევა ფართო ეზოთი, რომელიც მე ძალინ მიყვარს. აქ დგას ულამაზესი ნაძვის და ნეკერჩხლის ხეები. აქვე გავქვს სათამაშო მოედანი. რაც მთავარია და რითიც ძალიან ვამაყობ ეს ჩვენი სკოლის მასწავლებლები არიან. დედოფლისწყაროს მე-2 სკოლა რომლების სკოლას ანათებენ და ცოდნის სხივებს ჩვენთანაც აგზავნიან. ჩემთვის მართლაც უნაკლო, უბადლო და უნიკალური სკოლაა. მაგრამ გაუმჯობესების მიზნით ვისურვებდი ახალ სპორტულ და სასკოლო ინვენტარს. აგრეთვე მინდა იყოს სააქტო დარბაზი.

ჩემს სკოლაში ძალინ ხშირად იმართება ბევრი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ღონისძიებები, რისიც დიდი მოხარული და ბედნიერი ვარ.

ასეთია დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა ასახელა და გაუთქვა სახელი. და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე გაგრძელდება. რადგან სკოლის თბილი გარემო არავის აძლევს მოდუნების საშუალებას. ყველას ეხმარება წარმატების მიღწევაში. მე უზომოდ მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ის ჩირაღდანივით მიმიძღვება ცხოვრების გზაზე.

სოფიო ჯეთერიშვილი
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა
მე-10 კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი