მთავარი » სხვადასხვა

სოფელი აბასთუმანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.08.2016 | 1,583 ნახვა

სოფელი აბასთუმანი სოფელი აბასთუმანი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, მას ესაზღვრება: აღმოსავლეთით სოფ. ნარაზენი, დასავლეთით სოფ. ურთა, სამხრეთით სოფ. კოლხიდა (ახალსოფელი) და ჩრდილოეთით ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები.რელიეფურად აბასთუმანი არის მთაგორიანი სოფელი, სადაც ცხოვრობს 587 კომლი, 1689 ადამიანი.

აბასთუმანი სამ სოფელს აერთიანებს – საკუთრივ აბასთუმანი, ხეცერა და მენჯი. თითოეულ ამ ტოპონიმს ხალხური გადმოცემა შესაბამის ეტიმოლოგიურ ახსნას უძებნის. როგორც ამბობენ, დადიანს უთხოვია კინტირია ფაჟავასთვის თანამედროვე აბასთუმნის ტერიტორიისათვის სახელის შერჩევა. მას კი უპასუხნია: “სით სუმარი, მათ სუმარი, სქან დოხორე აბასთუმანი”.

ხეცერის ეტიმოლოგიას კი ასე ხსნიან “აქ, მუხნარში, სანადიროდ მოსულა დადიანი, ერთგან გადახრილი ხე უნახავს და უთქვამს “ხეცერა” ყოფილაო. შემდეგ ეს ადგილი თავად გიორგი გვათუასათვის უბოძებია.

რაც შეეხება მენჯს, ის მეგრული სიტყვააა და ნიშნავს მჟავე მინერალურ, მლაშე წყალს. ადგილი, სადაც მლაშე, მარილიანი წყალი ამოდის. ამდენად, მენჯი ქართული ვეძა სიტყვის კანონზომიერი ფონეტიკურ–სემანტიკური შესატყვისია.სოფ. აბასთუმანი არის მდიდარი ტრადიციების მქონე, სოფელი აბასთუმანი აქ დაიბადნენ და გარკვეულ დროში მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ და არიან: კონდრატე თათარიშვილი (უიარაღო). ცნობილი პოეტი და პუბლიცისტი, ამჟამად უკრაინაში მოღვაწე რაულ ჩილაჩავა. საბჭოთა კავშირის გმირი აკაკი ბუკია და მრავალი სხვა.

სოფელში ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. სოფელში არის კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ამბულატორია. განახლებულია კონდრატე თათარიშვილის სახლ–მუზეუმი, სოფელში აშენდა წმინდა სამების ეკლესია.
სოფლის მეურნეობა ძირითადად ეყრდნობა მეცხოველეობას და მიწათმოქმედებას, კერძო სექტორს მოჰყავს: სიმინდი, ლობიო, სოიო. მიუხედავად მთაგორიანი რელიეფისა, ყოველწლიურად ითესება 300-350 ჰექტარი ფართობი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძალისხმევით აღსდგა წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც ემსახურება 250–მდე ოჯახს. დაგეგმილია და მიმდინარე წელს შეკეთდება გზები. კეთილმოწყობილი იქნება სოფლის ცენტრი.

წყარო:http://www.zugdidimunicipality.gov.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.