მთავარი » საზოგადოება

სოფელ მიქელეფონეში გაუქმებული სკოლა აღდგა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.01.2013 | 1,006 ნახვა

მიქელეფონე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. 2012 წლის დეკემბერში დეოპტიმიზაციის შედეგად სკოლას ძველი სტატუსი დაუბრუნდა და ამავე რაიონის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლას გამოეყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წელს სოფ. მიქელეფონის საჯარო სკოლა სოფ. ტობანიერის საჯარო სკოლას მიუერთდა, ეს უკანასკნელი სოფელ მიქელეფონის სკოლიდან 2 კმ-ში მდებარეობს.

მიქელეფონი მთაგორიანი სოფელია, რთული რელიეფით და მკაცრი კლიმატური პირობებით. აღსანიშნავია, რომ მიქელეფონში სასწავლებლად 5 – 6 კმ-ის მანძილიდან სოფელ კუშუბოურის და სხვა ახლომდებარე სოფლების მოსწავლეებიც დადიოდნენ. გაერთიანების შედეგად, ამ სოფლის მოსწავლეებს დამატებით ორი კილომეტრის გავლა უხდებოდათ, ზამთარში კი, საერთოდ შეუძლებელი იყო სკოლამდე მისვლა და უკან დაბრუნება. ეს პრობლემა სოფლიდან მიგრაციის მიზეზი გახდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა ზემოაღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის №252/ნ ბრძანების საფუძველზე, ამ ორი სკოლის დეოპტიმიზაცია განახორციელა.

ამჟამად სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში სწავლის სურვილი 39-მა მოსწავლემ გამოთქვა და ამავე სკოლაში დასაქმდება 12 პედაგოგიც. სოფელ მიქელეფონის სკოლის ბაზა ნორმალურ მდგომარეობაშია და სკოლის ხელმძღვანელობა მზად არის სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი