მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფელ მაისოურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2016 2 კომენტარი | 6,331 ნახვა

სოფელ მაისოურში (ვანის მუნიციპალიტეტი) მოქმედი ეკლესია არ არის. აქ უძველესი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, სადაც ასევე წირვა-ლოცვა არ აღევლინება.

სოფელ მაისოურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი)

მას მიაკუთვნებენ ადრე ფეოდალური სტილის ნაგებობას, რომელიც IV-VIII საუკუნეებში უნდა აგებულიყო. მეცნიერების აზრით, ის რომ მოგვიანებით აგებულიყო იქნებოდა უფრო დახვეწილი და ექნებოდა მეტი წახნაგი. დღეს კი ვხედავთ, ეკლესია ნატეხი ქვებითაა აგებული. არსებობს მოსაზრება, რომ აქ იყო წარმართული საყდარი, რომლის ნანგრევებზეც შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აიგო.

სოფელ მაისოურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი)

ტაძარში აღმოჩენილია საფლავის ქვა, რომელზეც გამოსახულია ყვავილი. ვარაუდობენ, რომ აქ დედოფალია დაკრძალული, რადგან ტაძარში მანდილოსნებს არ ასაფლავებდნენ და მამაკაცის საფლავზე კი ნაკლებად შესაძლებელია, ყვავილი დაეხატათ. თანხების უქონლობის გამო ვანის მუნიციპალიტეტში ექსპედიცია ამჟამად შეჩერებულია.

მეგი კაკაბაძე

სოფელ მაისოურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ვანი)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მაგლობა, რომ გახსოვთ ყუმური,ეს უბრალოდ შეუდარებელია

  • გიორგი says:

    ადგილის სახელწოდება ერის კულტურის შემადგენელი ნაწილია. მას პრაქტიკული და კულტურულ-შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. კომუნისტური მმართველობის წლებში ხელისუფლებამ მისთვის არასასურველი, მიუღებელი ადგილების სახელწოდებები კომუნისტ ბელადთა და პარტიული ხელმძღვანელების სახელებით შეცვალა. საბჭოთა ხელისუფლებას „ემსხვერპლა“ ადგილის სახელწოდებები, რომლებიც წარჩინებული წარმოშობის გვარებს უკავშირდებოდა. მათ შორის იყო იმერეთში, ისტორიული საჩინოს მხარეში, ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფელი „საპაიჭაო“. ამ ადგილის სახელს საფუძვლად სამეფო აზნაურ პაიჭაძის გვარი დაედო. კომუნისტურმა ხელისუფლებამ ისტორიულ სოფელ საპაიჭაოს სახელი შეუცვალა და მდინარის სახელი „ყუმური“ უწოდა. „საპაიჭაო“ დიდი სასოფლო საზოგადოებაა 1873 და 1886 წლების კამერალური აღწერის მონაცემებით. „საპაიჭაო“ სასოფლო საზოგადოების ცენტრი იყო საბჭოთა პერიოდშიც. 1925 და 1930 წლებში გამოქვეყნებული საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფის მასალების მიხედვით, სოფ. საპაიჭაო საპაიჭაოს თემის ცენტრალური, შუა სოფელია. ამ დროს საპაიჭაოს თემში შედის სოფლები: საპაიჭაო (შუა სოფელი), დუცხუნი, ვერხვანა, მუქედ-კაკასუბანი, მაისოური, დობირო, პატელესოული და ჭალას სამზერი.
    საპაიჭაოში იდგა წმინდა გიორგის და ცხოველმყოფელი ჯვრის ეკლესიები. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივში დაცულია საპაიჭაოს წმ. გიორგის ეკლესიის 1826-1916 წლების მეტრიკული ჩანაწერები.
    ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა თამაზ ბერაძემ ვანის ისტორიაზე 1973 წელს გამოქვეყნებულ გამოკვლევაში დაწვრილებით აღწერა საპაიჭაოს წმ.გიორგის ეკლესია: “საპაიჭაოს წმ.გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი მოპირკრეთებული იყო თლილი ქვით. მოგვიანებით ეკლესია შეულესიათ და ნიშები ამოუვსიათ. ჩვენი აზრით ეს ეკლესია, რომელსაც გასული საუკუნისათვის განუცდია საფუძვლიანი შეკეთება, განვითარებულ ფეოდალურ ხანას შეიძლება მიეკუთვნოს. 1818 წლისათვის საპაიჭაოს წმ.გიორგის ეკლესია მოქმედი არ ყოფილა, რადგან ქვემო იმერეთის ეკლესიების ნუსხაში ამ სოფელში მოხსენიებულია ორი ხის ეკლესია 1810 და 1817 წლებში აგებული”.
    ამ წერილის ავტორს მინდა სიყვარულით მივმართო, რომ არ შეიძლება ისტორიის გაყალბება და ფაქტების მოკვდინება, თან შევაგონებ რუსთაველსაც: “ჰე, დაო, მით ცრემლი აქა მდინია,
    საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდეს გაგვიცინია.
    ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
    ვა შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი