მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფელ ლაღამის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.01.2019 | 235 ნახვა

ლაღამის ეკლესია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაღამის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რეაბილტაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად მოიხსნა მინაშენის არსებული სახურავი და კედლის საპირე წყობა; მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი; აღდგა საპირე კედლის წყობა; მოეწყო გადახურვის ხის კონსტრუქციები; “პროფნასტილით” მოეწყო ბურული; მოიხსნა და აღდგა გალავნის საპირე ქვის წყობა; კირ-ხსნარით შეილესა გალავნის კედლი; საძირკველში გაკეთდა რკინა-ბეტონის ბალიშები;

დაიშალა და შემდგომ ხელახლა აეწყო საყრდენი კედელი. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.

არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.