მთავარი » სხვადასხვა

სოფელ გლდანში ტაძარი გაძარცვეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.01.2014 | 1,476 ნახვა

სოფელ გლდანში წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია გაძარცვეს. ტაძრიდან წაღებულია მოძღვრის პირადი ნივთები და თანხა, დაახლოებით 3 000 ლარის ოდენობით.

სოფელ გლდანის წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ქურდობის მუხლითაა აღძრული.

როგორც ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს განუცხადეს, ტაძრის კელიის გაძარცვა გვიან ღამით მოხდა.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძრის მოძღვარი, მამა თადეოზ თანდაშვილი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

შეგახსენებთ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია სოფელ გლდანში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი აგებულია IX-X საუკუნეებში.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი:

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (სოფელ გლდანში)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი