მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფელ დვალთას დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.11.2020 | 748 ნახვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ დვალთას დარბაზულ ეკლესიას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები (ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე).

სარესტავრაციო პროცესის მორიგი ეტაპის მსვლელობისას, რომელსაც შპს „რკალი“ ასრულებს, ნაწილობრივ გაიწმინდა ძეგლის ტერიტორია ჩახერგილობისგან, მთავარ ნავზე შიგნიდან და გარედან მოიხსნა მორყეული წყობები და აღდგა საპირე წყობები ქვიშაქვის უხეშად დამუშავებული ქვებით,ინტერიერში მოეწყო ქარგილები საბჯენი თაღების და კამარის გადასაყვანად, მოეწყო საბჯენი თაღები სუფთად გათლილი ქვიშაქვით,მოეწყო კამარა უხეშად დამუშავებული შერჩეული ქვით, დამზადდა, დამუშავდა და მოეწყო მთავარ ნავზე თაროკარნიზები, მოეწყო მონტერეის თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით.

სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.

დვალთის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს მდინარე ალგეთის ხეობაში,მარჯვენა მხარეს ტყით დაბურულ შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე. მისასვლელი გზა სამანქანოა, მდინარის ნაპირიდან 3.5 კმ-ზე.ხუროთმოძღვრული ძეგლი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას,აღმოსავლეთიდან დასავლეთით წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, დარბაზული ნაწილი ერთ სივრცეშია მოქცეული.

ეკლესია ნაგებია კლდოვან ქანზე, წინასწარ მომზადებულ მოსწორებულ ადგილას. ძეგლს აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან დამრეცი ფერდი ესაზღვრება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი