მთავარი » კულტურა

სოფელ ბრილის მცირე სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.09.2018 | 985 ნახვა

სოფელ ბრილის მცირე სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2017_2018 წლებში განხორციელდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მცირე სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.

შესრულებული სამუშაოების შედეგად მოეწყო ხის არაინვენტარული ხარაჩოები ,დაიშალა სატრაპეზოს კედლების ორივე მხარე ,კარიბჭისა და დასავლეთ კედლების ორივე მხარე დამრეც რელიეფზე. მოეწყო ქვის კიბეები ადგილობრივი ფლეთილი ქვით, კიბეების ქვეშ ბეტონის ფილა, კარიბჭის კედლის წყობები კირის დუღაბზე. მოეწყო გადახურვის თბოიზოლაცია , მოეწყო მეორე სართულის იატაკი ფიცრებით და პლინტუსებით, ოთახების გამყოფი ხის საიზოლაციო შრეები,ხის კიბეებისა და მოაჯირები.დამზადდა კედლის შიდა და გარე კარების ბლოკი. მოხდა აღმოსავლეთის ფასადის კედლის გადაწყობა კირდუღაბზე, გამოითალა და მოეწყო თაღოვანი სარკმელების თავსართი.მოხდა ამოყვანა სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის გალავნის კედლის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე.მოეწყო სახურავის ბურული ფერადი გლუვი ფურცლებით,ლორფინის იმიტაციით, მეორადი ქართული აგურის იატაკი კირის დუღაბზე ნაკერების მოლესვით. დამონტაჟდა ონკანი და ფაიფურის ხელსაბანი. მოეწყო გალავნის კედლის დამცავი კრამიტის ბურული. დამზადდა გალავნის კარიბჭის შესასვლელი კარი და გაილესა გამოქარული კედლები კირის დუღაბით.დამონტაჟდა ჩრდილოეთის მხარეს ტერასაზე გასასვლელი რკინის ცხაურა-კარების ბლოკი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი