მთავარი » კულტურა

სოფ.ლაითურის ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.07.2017 | 922 ნახვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაითურში მდებარე ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2017 წლის 30 ივნისი).

ლაითური

ეკლესია გეგმით წრიული ფორმისაა (დმ – 5 მ). დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის მხარეს სამი თაღოვანი სარკმელია გაკეთებული, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარეს – თითო. კარისა და სარკმლების საპირეებად ბაზალტის ქვებია გამოყენებული. კარის დირეზე ჩამკეტი ფოსოებია შემორჩენილი. სამლოცველოს თაღოვანი გადახურვა აქვს, რომელიც შელესილია და მოხატული. შემორჩენილია მაკურთხებელი უფლის გამოსახულება, რომლის გარშემოც იკითხება მოციქულთა თავის ნაწილები. მხატვრობა გვიანი შუა საუკუნეებისაა.

ლაითური

ეკლესია თავისი ფორმით ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ასეთი როტონდის ტიპის ეკლესიები საქართველოში გარდა გვიანანტიკური წარმართული ტაძრების ნანგრევებისა და ადრექრისტიანული ხანის იშვიათი გამონაკლისისა საქართველოში ცნობილი არაა. ამდენად, ლაითურის ეკლესია გვიან-შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებაში გამონაკლისს წარმოადგენს, რომელშიც ამ ეპოქის მხატვრული სკოლის მშვენიერი ნიმუშია დაცული.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).