მთავარი » ეკლესია-მონასტრები, კულტურა, საეკლესიო ხელოვნება, საზოგადოება

სოფ. ახალდაბის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.08.2019 | 231 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალდაბის (ხრესილი თემის) წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. სარესტავრაციო პროცესი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2 ეტაპად წარიმართა და ის შპს “ბედეკი WESTI”-მ განახოციელა.

სააგენტოს არქეოლოგიური მეთვალყურებით ძეგლის ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისაგან გაიწმინდა. ეკლესიის დეფორმირებულ უბნებზე მოიხსნა ქვების წყობა, რომლის დაკარგული ნაწილები უხეშად თლილი კირქვით აღდგა. სარკმლის ჩამოშლილი საპირე წყობა კი დამუშავებული კირქვით რესტავრირდა. 

ტაძრის ინტერიერში, ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებზე აღდგა კამარის საბჯენი კაპიტელები და თაღები. კონქის დეფორმირებული ნაწილები გადაეწყო უხეშად დამუშავებული კირქვით. სახურავის ხის ელემენტები დამუშავდა ანტისეპტიკური ხსნარით და ლორფინის იმიტაციის მქონე დაფერილი თუნუქით გადაიხურა. 

საკურთხეველში კირხსნარზე მოეწყო იატაკის ავთენტური ფორმის ახალი ფილები. დამზადდა ხის კარი და შეიმინა სარკმელები. ინტერიერში და ფასადებზე კი კედლების ნაკერები სპეცკირხსნარით ამოივსო და გამაგრდა.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი