მთავარი » საზოგადოება

სოციალური ქსელები ჩვენს სამსახურში!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.05.2013 | 2,668 ნახვა

რა ონლაინ სერვისებს გვთავაზობს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა?

სოციალური ქსელები: ფეისბუკი, სკაიპი, ელექტრონული ფოსტა და სხვა თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია და დღითიდღე უფრო მკვიდრდება ჩვენს ყოველდღიურობაში.

თავდაპირველად სოციალური ქსელები ძირითადად გასართობად, ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ გამოიყენებოდა, სოციალური ქსელები მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მრავალფუნქციური და ყოვლისმომცველი ხდება.
სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები, კომპანიები მოქალაქეებს სთავაზობენ ონლაინ კონსულტაციებსა და სხვადასხვა მომსახურეობას, სადაც დიდია სოციალური ქსელების ჩართულობა.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გახდა ერთ-ერთი პირველი უწყება, რომელმაც დანერგა სანოტარო მოქმედების ონლაინ რეჟიმში შესრულების პრაქტიკა, რაც 2009 წლიდან მოყოლებული უკვე მეხუთე წელია წარმატებით ხორციელდება.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, 2009 წლის აგვისტოდან ამოქმედდა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი და 2011 წლიდან შეიქმნა სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების არქივის ელექტრონული ბაზაც, რაც საფუძვლად დაედო ახალი სანოტარო სერვისების დანერგვასა და არსებულის გამარტივებას.

ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, „ამჟამად განცხადების, ნებისმიერი სახის თანხმობისა და მინდობილობა/რწმუნებულების ონლაინში დამოწმება საქართველოს მოქალაქისთვის მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.

გარიგების (იპოთეკის, ყიდვა-გაყიდვის, გირავნობის, ჩუქებისა და ა.შ. ხელშეკრულებების) ინტერნეტის მეშვეობით დამოწმება კი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რადგან აღნიშნული სანოტარო მოქმედება ონლაინში ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით სრულდება და საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო აქტი ონლაინ რეჟიმში მოწმდება.“ ნოტარიატი
ნოტარიუსთა პალატაში განგვიცხადეს, რომ „აღნიშნული ოპერაციები ხორციელდება სკაიპის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით უკვე ხანდაზმული ადამიანებიც აქტიურად სარგებლობენ. სანოტარო მოქმედების ონლაინში შესრულების პრაქტიკის დანერგვამ მოქალაქეებს, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებთ, ბევრი პრობლემა მოუხსნა. სანოტარო აქტების დასამოწმებლად მათ აღარ უწევთ საკონსულოებში მისვლა, ზედმეტი თანხისა და დროის დახარჯვა.”

ნოტარიატის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ონლაინ რეჟიმში დამოწმებული სანოტარო აქტების რაოდენობა ყოველწიურად იზრდება. 2010 წელს ონლაინში 7 391 სანოტარო მოქმედება შესრულდა, შარშან – 25 622; ხოლო წელს უკვე 27 718 სანოტარო მოქმედება განხორციელდა.

ნანა მაისურაძე: „ჩემს მეუღლეს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია თირკმელებზე, რომელიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. გადავწყვიტეთ ბინის გაყიდვა, თუმცა ბინა დედამთილზე იყო გაფორმებული, ის კი უკვე რადენიმე წელია საფრანგეთში სამუშაოდაა წასული. ვშიშობდით, რომ ბინის გაყიდვა დროში ძალიან გაიწელებოდა, რადგან ადრე ნაკვეთის გასაფორმებლად მინდობილობის გაკეთება და გამოგზვნა რომ დაგვჭირდა, თითქმის სამი კვირა მოანდომეს საბუთის თბილისში ჩამოტანას. სწორედ მაშინ გავიგეთ, რომ უკვე შესაძლებელი იყო საბუთის გაკეთება სკაიპის საშუალებით. მართლაც, საბედნიეროდ, მინდობილობა ერთ დღეში გავაკეთეთ და დაჩქარებული წესით გადმოვიფორმეთ ბინა, რომ გაგვეყიდა. ასეთი გამარტივებული სერვისები რაც მეტი იქნება, უკეთესია ადამიანებისთვის. მეუღლის ოპერაციამ და მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და უკეთესად გრძნობს თავს.“

ნოტარიუს დავით ოყროშიძის თქმით, „ახალი სერვისის საფუძველზე სკაიპის საშუალებით ხორციელდება ურთიერთობა ნოტარიუსსა და სანოტარო მომსახურეობის მსურველ პირს შორის. ამ სერვისის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან უცხოეთში სანოტარო მომსახურეობა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ამას ემატება გამოგზავნისა და ლეგალიზაციის ხარჯი, რაც გარდა ფინანსური დანახარჯისა, ასევე, დიდ დროსაც მოითხოვს. ადრე, სანამ ამ სისტემას დავნერგავდით, იგივე მინდობილობის გაკეთებას, ამგვარი დოკუმენტების შედგენასა და გამოგზავნას დახლოებით ორი კვირა სჭირდებოდა, რაც დღეს ონლაინ კავშირის საშუალებით ერთ საათშია შესაძლებელი.
ჩვენი მიზანია, არსებული ტექნოლოგიური მიღწევები (იგივე სკაიპი, ელ. ფოსტა და სხვა) მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა მოქალაქეებს შევთავაზოთ ჩვენი სერვისები მაქსიმალურად სწრაფი, დახვეწილი და გამარტივებული გზით.“

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მომხმარებელს, ასევე, სთავაზობს ონლაინ კონსულტაციასა და ვიზიტის დაგეგმვას ნოტარიუსთან ონლაინ რეჟიმში. ამ და სხვა სერვისების შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდის საშუალებით: www.notary.ge

სოციალური ქსელების მიმართ ბევრ დადებით და უარყოფით პოზიციას შეხვდებით საზოგადოებაში. ნებისმიერ რამეს აქვს თავისი კარგი და ცუდი მხარე, მთავარია როგორ გამოიყენებ მას. იგივე შეიძლება ითქვას სოციალური ქსელების შემთხვევაშიც. თუმცა ფაქტია, რომ ზომიერების დაცვა ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში აუცილებელია.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი