მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

სოციალურად დაუცველი ბავშვები თბილისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.11.2011 11 კომენტარი | 9,094 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა უფლებების კონვენციის ერთ-ერთ პუნქტში ვკითხულობთ: “ბავშვს აქვს სიცოცხლის შენარჩუნებისა და ყოველმხრივი განვითარების უფლება (იგულისხმება ბავშვის ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური, ფსიქო-სოციალური და კულტურული განვითარება)”.

სოციალურად დაუცველი ბავშვითუმცა, როგორც უმეტეს შემთხვევაში, კონვენცია მხოლოდ ქაღალდზე დაწერილის ხასიათს ატარებს. რეალობა კი გაცილებით რთულია.

რა პროექტები ხორციელდება საქართველოში, კერძოდ კი – თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით? “ამბიონი” ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” დღის ცენტრ “ცისარტყელას” დირექტორს, ქალბატონ თინა კიკალიშვილს ესაუბრა.

ქალბატონო თინა, რა საქმიანობას ეწევა თქვენი ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით?

ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” ორიენტირებულია დახმარება გაუწიოს სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებს, როგორც უსახლკაროებს, ასევე სოციალურად დაუცველებს. გვაქვს განსხვავებული პროექტები, რომლებსაც ჩვენი რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. “ცისარტყელა” არის ცენტრი, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ფარგლებში. ადრე გვყავდა უსახლკარო ბავშვებიც. დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფოსგან ვიღებთ (ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც თვეში 130 ბავშვს აფინანსებს). ბავშვებს სოციალური სააგენტო აძლევს ვაუჩერს, ამდენად ბავშვი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ცენტრში წავიდეს. დღის ცენტრის ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობაა 50 ბავშვი.

და რა თანხას შეადგენს ვაუჩერი?

თითოეული ბავშვი დღეში იღებს 5 ლარიან ვაუჩერს. ამაში შედის კვება, გადასახადები, იჯარა, მასწავლებლების ხელფასები და ინვენტარის შეძენა.

თუ იღებთ სხვა გრანტებს გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, ან თუ ხორციელდება ქველმოქმედება?

არანაირ გრანტს არ ვიღებთ, მიუხედავად საჭიროებისა. ქველმოქმედების თვალსაზრისით, კეთილი ნებიდან გამომდინარე…

რა კრიტერიუმებით არჩევს სოციალური სამსახური სოციალურად დაუცველ ბავშვებს?

ჩვენთან არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ 70 000-ზე დაბალი ქულა (შეფასებული არიან ბავშვზე ზრუნვის სამსახურის სოციალური მუშაკის მიერ მათ ოჯახში არსებული მატერიალური მდგომარეობის მიხედვით). ამ შემთხვევაში იღებენ ისინი 5 ლარიან ვაუჩერს; შედარებით მაღალი ქულის შემთხვევაში სახელმწიფო მას 80%-ს უფინანსებს.

როგორი ასაკობრივი ზღვარი გაქვთ?

ჩვენთან ძირითადად 6-დან 18 წლამდე ბავშვები არიან, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში ნაწილდებიან.

როგორია ბავშვების ჩვეულებრივი დღე ცისარტყელაში, რა გასართობი და კულტურული ღონისძიებები გაქვთ ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი?

აქ ბავშვები პირველი საათიდან მოდიან, ანუ სკოლის შემდეგ და 6 სთ-მდე არიან. დროის ამ ინტერვალში შედის ორჯერადი კვება, მეცადინეობა, სიმღერისა და ხატვის გაკვეთილები. დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ ბავშვების ჩართვას ისეთ კულტურულ ღონისძიებებში, როგორიცაა თეატრი და ა.შ. თუმცა გვყავს ფსიქოლოგი, რომელთანაც ბავშვები გადიან ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რაც მათ ეხმარებათ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.

ზურა ქარჩავა (“ცისარტყელას” ფსიქოლოგი): “სოციალურად დაუცველი ბავშვების მთავარ პრობლემას წარმოადგენს ოჯახებში არსებული არასათანადო მატერიალური სიტუაცია (თუნდაც ტანსაცმლის ან გარკვეული ნივთის არქონა), რაც იწვევს მათ ჩაკეტვას გარესამყაროსგან. ოჯახური მიკროსოციუმიდან გამომდინარე, დაძაბული მდგომარეობა, უმუშევრობა, ძალადობა (თუნდაც არაფიზიკური) და ა.შ. არის ბავშვის დათრგუნვის განმაპირობებელი მიზეზი. ამასთანავე აღნიშნულმა მას შეიძლება გაუჩინოს არასრულფასოვნების განცდა. ბავშვი არის ერთგვარი სარკე, მისი ქცევა და ემოცია გვაძლევს წარმოდგენას იმ გარემოზე, სადაც ის იზრდება.”

ამდენად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მიზერული სახელმწიფო დაფინანსების ფონზე მოცემული ფიზიკური, ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური და კულტურული განვითარების დონე შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ ძლიერი სოციუმის არსებობის შემთხვევაში შევძლებთ, რომ მათ სხვა განზომილების წარმომადგენლებად არ იგრძნონ თავი, არ გაუჩნდეთ უსაფუძვლო კომპლექსი, თამამად შეძლონ გარემოში ადაპტირება და საკუთარი თავისა და ნიჭის რეალიზება.

თათია გაგუა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • “ბავშვი და გარემო”, დღის ცენტრი “ცისარტყელა” საშურ საქმეს აკეთებს. რამდენიმე ბენეფიციარს პირადად ვიცნობდი, ჩემი მოსწავლეები იყვნენ. მათ ცენტრში ყველანაირი პირობა და ხელშეწყობა ჰქონდათ მოემზადებინათ გაკვეთილები,ესწავლათ ხელსაქმე, ხატვა. რაც მთავარია, ამ ცენტრმა ისინი ქუჩის გავლენისაგან დაიცვა, მძიმე ყოფა შეუმსუბუქა. ასეთი მწირი დაფინანსებით როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ამდენს? მხოლოდ ერთჯერადი დახმარება ვერაფერს შეცვლის.

  • ლუკა says:

    გთხოვთ დეხმარეთ პატარა ბავშვებს დაიფარეთ ისინი ბოროტი ხალხისგან ეს ჩემი დიდი თხოვნაა ამას ღმერთი დააფასებს და ორჯერ მეტს მოგცემთ ჩემი თხოვნაა ნუ გაწირავთ პატარა დაუცველ ბავშვებს

  • ნ ი ნ ო says:

    გამარჯობათ, გულით მინდა რომ ამ პატარ ა ადამიანებს დავეხმარო და როგორ ან რა შემიძლია უცხოეთიდან?

    • ავთო says:

      ძალიან მალე იქმნება სტუდენტური მოძრაობა საქველმოქმედო,რომლის მიზანი და პრიორიტეტი სწორედ ასეთი ბავშვების დახმარება და თანადგომაა.მითხარით თქვენი მეილი ან სკაიპი და დაგიკავშირდებით.

  • tamo says:

    imedi maqvs aset bavshvebs uzrunvelyopili momavali eqnebar akla tu vera momavalshi mainc

  • ლია says:

    კავშირი “დედაშვილობა” წარმოგიდგენთ გეგმას, თუ როგორ ვფიქრობთ დავეხმაროთ უამრავ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს.

    ყველა ორგანიზაციაში უნდა შეიქმნას ფონდი გაჭირვებულთა დასახმარებლად. მომსახურე ადამიანების ხელფასიდან ყოველ თვეში ნებაყოფლობით უნდა გადაირიცხოს მინიმუმ 1 ლარი ფონდში.
    ამასთანავე, ოჯახში ყველას გვაქვს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა. რისი გაჩუქებაც პრობლემას არ წარმოადგენს. შეგროვდეს და ნებისმიერ ეკლესიაში უნდა იქნეს მიტანილი. შეგროვილი თანხა კი ორგანიზაციაში რჩება. უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც განკარგავს ამ თანხას, შესაბამისად ყველა ინფორმაციას გაასაჯაროებს.
    ბლოგზე ჩვენ განვათავსებთ ყველა უახლოეს ინფორმაციას თუ ვის სჭირდება სასწრაფო დახმარება. თქვენ გაეცნობით და თქვენს ფონდში შეგროვილი თანხებით სურვილის მიხედვით დააფინანსებთ. თქვენს მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე ინფორმაციას მოგვაწვდით, რომელსაც ასევე განვათავსებთ ბლოგზე.
    ასევე ვთხოვთ რესტორნების და სასკვების ობიექტების მფლობელებს, რომ გაიღონ მოწყალება და დღის ბოლოს დარჩენილი საკვები არ გადაყარონ, რადგან ხალხი ნაგავსაყრელებზე და ბუნკერებში ეძებს საჭმელს, ამაზე დიდი დამცირება ადამიანის წარმოუდგენელია. სურვილის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ინფორმაცია და ვუზრუნველყოფთ ამ პროდუქტის ეკლესიაში გადატანას, რათა მოხდეს მშიერი ადამიანების დაპურება.

    თქვენს მიერ მოწოდებულ ყველა რჩევას განვიხილავთ და გავითვალისწინებთ, გვჭირდება მთელი საზოგადოების აქტივობა. ჩვენი ერთობით გადავარჩინოთ მრავალი ადამიანის სიცოცხლე.

    შემოგვიერთდით, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

    Skype ID liabezh
    tel: 9952368942; mob: 995599249410;
    http://www.facebook.com/Kavshiridedashviloba?notif_t=fbpage_fan_invite

  • TAMARI says:

    ORSULI VAR MEORE BAVSHVZE DA MAINTERESEBS FULADI DAXMAREBA MERGEBA

  • TAMARI says:

    SOCIALURAD DAUCVELI VAR VCXOVROB KASPSHI SOFEL MIQELCYAROSHI GVAQVS PATARA SAXLI 3 OTAXIA VCXOVROBT 7 ADAMIANI ME MEOREZE ORSULAD VAR GTXOVT RAMIT DAMEXMARET CHEMI NOMERIA598487971

  • nika says:

    rogor sheizleba davexmaro am bavhsvebs? sad sheizleba naxva, an 1 konkretuli ojaxi visac yoveltviurad ragacit davexmarebit?

  • megi says:

    Var socialurad daucveli martoxela deda myavs 2wlis gogo.maqvs saxlis problema vcxovrob axlobeltan socialurs vigebdi da ukve 4tvea momixsnes egec gldani nadaladevs mivmarte daxmarebistvis magram ushedegot mat gultanac ar mitanes chemi gajirveba axlobels var shefarebuli bavshvit xelshi dges dgeobit mushaobac dalian dnelia tu shedlebt chems daxmarebas

  • taia says:

    dzalian gtxovt damexmarto raimeti mkhavs sami mciretclovani shvili var soc daucveli vcxovrob qirit.var damokidebli mxolod soc daxmarevaze.ninda raime sashuakeba an tundac or sam tveshi ertxel mainc ron shevdzlo bavshvebis gasartob centrshi tcakhvana verasdris versad damjhavs usaxsrobis gamo.michurs aseve tansacneli.558941957

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი