მთავარი » ქრისტიანობა

შობის მარხვის დასაწყისი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.11.2019 | 488 ნახვა

“ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას.”

წმ. ბასილი დიდი

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

წელს მარხვის დაწყების წინა დღე, 27 ნოემბერი ოთხშაბათია – ასევე მარხვა.

საშობაო მარხვა დაწესებულია ქრისტეშობის დღესასწაულისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. თითოეულმა ჩვენგანმა მარხვით, ლოცვით, სინანულით, თავმდაბლობითა და კეთილ საქმეთა აღსრულებით უნდა განვიწმინდოთ სული და შევეგებოთ ძე ღვთისას განკაცებას.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა ეპოქაში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

წმინდა სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით: „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისგან ქვის ორი ფიქალი მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი ორმოცი დღის მარხვის შემდეგ, ვიხილავთ და ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული, ხორციელად შობილია და ვეზიარებით მის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს“.

შობის მარხვა 25 დეკემბრამდე ხსნილია თევზით. ყოველწლიურად მისი უწმინდესობა ახსნილებს 1-2 იანვარსაც.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი