სნეულ მორწმუნეთა ზიარება
თავის მადლმოსილ მზრუნველობას ეკლესია არ აკლებს იმ ადამიანებსაც, რომელთაც თავისი სნეულების გამო არ შეუძლიათ ღვთის ტაძარში მისვლა და ზიარება. ამ შემთხვევაში საჭიროა სახლში მივიწვიოთ მღვდელი სნეულის საზიარებლად.

თუ ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს სნეულს, სასურველია მან ზიარებამდე რამდენიმე საათი მაინც გაატაროს უზმოდ. წესია, რომ მან ან თვითონვე, ანდა სხვების დახმარებით (სხვისი წაკითხვის მოსმენით) აღასრულოს ზიარებისწინა ლოცვითი კანონი. მღვდლის მოსვლისათვის სნეულთან, მისი საწოლის ახლოს უნდა მოვამზადოთ პატარა მაგიდა, რომელზეც უნდა დავაბრძანოთ ხატი ანთებული კანდელით ან სანთლით.
მღვდლის მოსვლისა და მის მიერ ყოველივე აუცილებელის მომზადების შემდეგ სნეული მორწმუნის ახლობლებმა მარტო უნდა დასტოვონ იგი მოძღვართან, რათა სნეულს შესაძლებლობა ჰქონდეს მშვიდ ვითარებაში ჩააბაროს მას აღსარება და უფლის წმინდა საიდუმლოთ ეზიაროს.
წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.