მთავარი » ახალი ამბები

სკოლის გამოსაშვები გამოცდები იწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.05.2011 3 კომენტარი | 4,530 ნახვა

გამოცდების ეროვნული ცენტრი 23 მაისს პირველ გამოსაშვებ გამოცდას ჩაატარებს

საქართველოს ყველა რაიონის 1520 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლაში მოსწავლეები რვა გამოცდას ჩააბარებენ, რათა მიიღონ ატესტატი.
გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:

23 მაისი – ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა, როგორც მეორე ენა

24 მაისი – უცხოური ენა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული ენა)

გამოცდა25 მაისი – ისტორია

27 მაისი – გეოგრაფია

28 მაისი – ფიზიკა

30 მაისი – ქიმია

31 მაისი – ბიოლოგია

1 ივნისი – მათემატიკა

მოსწავლეები, რომლებიც რწმენისა და აღმსარებლობის გამო ვერ შეძლებენ 28 მაისს გამოცდაზე გამოცხადებას, ფიზიკის გამოცდას 29 მაისს ჩააბარებენ.

მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.

მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან GHSEP/FLEX–ის პროგრამებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.

ყველა მოსწავლემ საკუთარ სკოლაში მიიღო მოსაწვევი, სადაც მითითებულია რვავე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო. ასევე, მეთორმეტეკლასელები გაეცნენ გამოცდაზე ქცევის ინსტრუქციას.
მოსწავლე მითითებულ დღესა და საათზე უნდა გამოცხადდეს შესაბამის სკოლაში და გაიაროს პირველადი რეგისტრაცია. გამოცდაზე თან უნდა იქონიოს მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი. მას უფლება აქვს თან იქონიოს პირადი ჰიგიენის ნივთები (მაგ.: ცხვირსახოცი) და წყალი პლასტმასის ბოთლით.

პირველადი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოსწავლე გამოცდის დაწყებას ელოდება საგამოცდო ტერიტორიაზე, სადაც გაივლის მეორად რეგისტრაციას. რეგისტრაციისა და საგამოცდო სექტორში შესვლის შემდეგ მოსწავლე იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს სექტორში.

მეთვალყურის მითითების შემდეგ მოსწავლეს შეჰყავს თერთმეტნიშნა პირადი ნომერი შესაბამის ველში, რის შემდეგაც მონიტორზე ჩნდება მისი დახელი და გვარი. მეთვალყურე ამოწმებს ამ მონაცემებს და აფიქსირებს მოსწავლის უნიკალურ ოთხნიშნა კოდს სპეციალურ ველში (კოდი განსხვავებულია ყველა გამოცდისათვის).

კოდის შეყვანის შემდეგ მოსწავლეს, მეთვალყურის მითითებით, მიჰყავს კურსორი დასტურის ღილაკთან და აჭერს მას, შემდეგ მოსწავლე იწყებს მუშაობას.

ტესტურ დავალებებზე პასუხის გასაცემად მას გამოყოფილი აქვს 100 წუთი. თითოეული დავალებისათვის პირობითად 2 წუთია განსაზღვრული. აპლიკანტს შეუძლია დავალებებზე მუშაობისას დარჩენილი 10 წუთი გამოიყენოს რეზერვის სახით. მოსწავლეს დავალებებზე პასუხის გაცემისას დროის რეზერვის კონტროლი რომ გაუმარტივდეს, მონიტორზე ჩანს დროის ლიმიტის აღმნიშვნელი ზოლი, რომლის ნახევარი შეფერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვის სახით მას აქვს 10 წუთი.

თუ მოსწავლე დავალებას 2 წუთზე უფრო ადრე პასუხობს, დარჩენილი დრო მის რეზერვს ემატება და ზოლის მუქი ნაწილი იზრდება.
თუ მოსწავლე თითოეულ დავალებას 2 წუთზე მეტს ანდომებს, ეს ლიმიტი თანდათან იწურება, შესაბამისად, ზოლის შეფერილი ნაწილი მცირდება.

დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეულ დავალებაზე პასუხის გასაცემად პროგრამა მოსწავლეს მხოლოდ 2 წუთს აძლევს. 2 წუთის გასვლისთანავე დავალება ქრება და ჩნდება შემდეგი დავალება.

წიგნიგამოცდის დასრულების შემდეგ მოსწავლე ტოვებს საგამოცდო სექტორს და იწყება მომდევნო სესია. გამოცდა სესიებადაა დაყოფილი.
საგამოცდო ოთახებში იმუშავებს ვიდეოკამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წარგზავნილი 3345 მეთვალყურე დააკვირდება.

საინტერესოა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები და მოსწავლეები ამ გამოცდების შესახებ?

ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლის დირექტორი თემურ კიკნაძე:

“საატესტატო გამოცდები ძალიან კარგია, ბავშვი დაუბრუნდა სკოლას, ადრე თუ მხოლოდ იმ საგნებში ემზადებოდნენ, რაც ეროვნულ გამოცდებს სჭირდება, ახლა მოსწავლე დიანტერესებულია, რომ მოვიდეს სკოლაში, ისწავლოს ქიმიაც, ფიზიკაც და ა.შ

აღსანიშნავია, რომ 17-დან 21 მაისის ჩათვლით სკოლებში ტარდება პრეტესტი ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ამით ხდება მობილიზაცია ბავშვების და ყველა ხარვეზის დახვეწა.

სკოლა მზად არის გამოცდებისთვის, სპეციალური კამერები და ნეტბუკები განათლების სამინისტრომ უზრუნველყო. მეთვალყურეებს მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებში ვეხმარებით.”

მარი ქეშელაშვილი(მეთორმეტეკლასელი): “ჩატარებული პრეტესტები ნამდვილად დამეხმარა გავრკვეულიყავი, რა ტიპის გამოცდები იქნებოდა. ვნერვიულობ, როგორ ჩავაბარებ გამოცდებს, რთული იყო მოკლე დროში ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის შესწავლა.”

მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებ! ხოლო მათ, ვისაც წელს არ გაუმართლებს, მომავალ წელს ექნებათ შესაძლებლობა, ჩააბარონ ის საგნები, რომლებშიც ვერ გადალახეს ბარიერი და აიღონ ატესტატი.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ღმერთო ყველას ააღებინე ატესტატი : ))))

    მომავალ წელს უფრო რთულები იქნება ეხლა ყველამ რომ აიღოს, მაგრამ მაინც აიღოს ყველამ :) :X :X :X

  • მაია says:

    ყველას ცარმატებებს ვუსურვებ გულით და სულით.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბავშვებო.

  • მზაღო ნინო says:

    თუ არის თქვენთვის ცნობილი, რაც მოხდა ჭიათურის რ ნი სოფ; ხრეითში. მე-10-ე კლასის მოსწავლემ, სალომე მიხელიძემ ორი წლით ადრე დაამთავრა სკოლა და მე-12-ე კლასის პროგრამა ყველაზე მაღალი და წარმატებით ჩააბარა.
    ახლა სალომე ეროვნულ გამოცდების მოლოდინშია.

    სალო გისურვებ წარმატებას და როგორი პასუხისმგებელიც ამ 10 წლის მანძილზე იყავი წიგნთან, ასეთი პასუხისმგებელი ყოფილიყავი ყველა ადამიანთან და შენს სამშობლოსთან.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი