მთავარი » სხვადასხვა

სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი შეიცვალა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.03.2011 2 კომენტარი | 3,631 ნახვა

2011 წლიდან სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი იცვლება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში 1 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს.

პროცესი გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. სკოლებისათვის პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით რეგისტრაცია იწარმოებს იმ პირველკლასელთათვის, ვისი მშობლებიც ასწავლიან, ან ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. ხოლო ყველა სხვა პირველკლასელთათვის რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოხდება. დარეგისტრირება აუცილებელია, რათა ბავშვმა 15 სექტემბერს მიიღოს პერსონალური კომპიუტერი, ე.წ ნეტბუქი, რომელიც არის თანამედროვე საბავშვო კომპიუტერი. ნეტბუქების შეტანა არ გულისხმობს სახელმძღვანელოების ხმარებიდან ამოღებას. კომპიუტერი იქნება მხოლოდ ინფორმაციის მიღების დამატებითი წყარო, სადაც ჩატვირთულია სახელმძღვანელოები, პროგრამები და თამაშები. 2011 სასწავლო წლიდან ნეტბუქები გადაეცემა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს.

ამიტომ აუცილებელია, მშობელმა დროულად მიაკითხოს სასურველ სკოლას და დარეგისტრირდეს არა უგვიანეს 15 მაისისა. მშობლის განაცხადის მიღება არ მოხდება დადგენილ ვადამდე, ან ვადის გასვლის შემდეგ.

საინტერესოა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები ამ ცვლილების შესახებ. “ამბიონი” ესაუბრა მე-13 საჯარო სკოლის დირექტორს – მარიამ უნგიაძეს.

„ყველა პირველკლასელს უნდა გადაეცეს ნეტბუქი, სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი აღრიცხვა წინასწარ. წინა წლებში 1-დან 15 სექტემბრამდე შემოჰქონდათ განაცხადი. ახლა ეს ვადები გადმოიწია, ამიტომ მშობელს უკვე შერჩეული უნდა ჰქონდეს სასურველი სკოლა. ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, უფრო კარგია, რომ ვიცოდე წინასწარ, რამდენი კლასი და მასწავლებელია საჭირო.“

ქალბატონ მარიამს ნეტბუქების შესახებაც ვკითხეთ:

„ძალიან მომწონს, სახალისოა ბავშვებისთვის. რაც მთავარია, სახელმძღანელოები არ ამოღებულა, ბავშვები გაკვეთილზე კომპიუტერთან ატარებენ მხოლოდ 10 წუთს, შემდგომ ჩვეულებრივად ხდება წიგნებით წერასა თუ კითხვაზე მეცადინეობა.“

შეარჩიეთ სასურველი სკოლა და დროულად დარეგისტრირდით.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მარი1982 says:

    უკვე დავრეგისტრირდით და ძალიან გვიხარია….მივესალმები ნეთბუქების დარიგებას ვფიქრობ ბავშვები გახალისდებიან და სიხარულით შეუდგებიან სწავლას….

  • ალე says:

    ………………………………………
    წიგენბიდან კითხვა , კალამის ხმარება დაა ფურცელზე წერა აღარავის ეცოდინება…………………………………

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი