მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2020 ერთი კომენტარი | 388 ნახვა

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

„სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით. ღმერთს სანთელს დაუნთებთ, სულიერებაზე ილაპარაკებთ, სკოლაში მიხვალთ და იკითხავთ – „ჩემს შვილს რა ნიშნები აქვს?“ – რა მნიშვნელობა აქვს რა ნიშნები აქვს? ორიანი აქვს ან ხუთიანი, ერთმა გაგაუბედურათ ან მეორემ გაგაბედნიერათ? ორიანებით ვიყავი გაჭედილი მეექვსე კლასამდე, სულ ორიანები მყავდა. პირობითად ვიყავი გადასული კლასიდან – კლასში, მაგრამ აი ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ…

ორიანები და ხუთიანები არაფერს ნიშნავს. ნიშნები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ კიდეც – თუ ბავშვი ხუთიანებზეა შეყვარებული და მერე მამის ხუთ ლარზე, რომელსაც მამა აჩუქებს თუ კი ხუთიანს მიიღებს, – რა ბავშვი გაგვეზრდება ჩვენ? რისკენ მისწრაფული?

ჩვენ იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც მაღალი მისწრაფებები გვაქვს. თუ ეს მისწრაფებები მაღალია, სხვანაირია თვალები, მეტყველება, ურთიერთობა და თუ მიზნები დაბალი გაქვს ისეთივეა – ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერი.

ბავშვი მოვლენაა და მას მოაქვს თავისი მისია, თქვენს ბავშვებს თავისი მისიები აქვთ. ამიტომ დედა რომ ხარ ჩააწვეთე შენს შვილს წვეთ-წვეთად: „შვილო შენ არც კი იცი რითი მოხვედი, რაღაცა დიდი გაქვს შენს გულში. მე არ ვიცი და ვერავნინ გვეტყვის, მაგრამ თუ შენ ხანდახან ჩაიხედავ შენს გულში და იტყვი რატომ დავიბადე? რა უნდა გავაკეთო? ვის რა უნდა მოვუტანო და სხვა ამგვარი, შენ იპოვი ამას“. თუ ჩვენ ამას ვასწავლით ბავშვს და ამაში მასწავლებელი და სკოლაც დაგვეხმარება, მაშინ ბავშვები გაბედნიერდებიან.

ვინც თავის ბილიკს დაადგება – იქ იწყება ბედნიერება და ეს არასოდეს გვიანი არ არის! თუნდაც ჩემს ასაკში. კაცმა, რომ იპოვოს ეს ბილიკი, თუნდაც იმ ერთ წლიან, ხუთ წლიან ცხოვრებას მაინც ხომ გაივლის ამ მისიაში, ბედნიერებას გემოს გაუგებს და სულის რაღაც ნაწილსაც სრულყოფს…”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Liana Hoffmann says:

    Batoni schalwas schenischwna aris dsalian drouli, rom mschoblebma schwilebtan ertad dawjdet da wiscawlot, dawcerot , sul ubralod, ieso kriste,schen tu ginda, schegidzlia tschemi goneba marto CHSNASCHI, matschuke ketili ideebi, gamiadwile scawla, gankurne tschemi mschoblebi, gankurne tschemi kuris smena, twalis tschini, da rac kwelase mtawaria ENA salaparako ena, aseti ubralo cherchit miwatschwewt bawschwebs iscawlon.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი