მთავარი » ვიდეოსიუჟეტები

სიყვარულის შესახებ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.12.2012 3 კომენტარი | 15,241 ნახვა

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (ჯვართამაღლების ტაძრის წინამძრვარი): “სიყვარული ძალიან ფართე მცნებაა. თეოდორე გიგნაძე ქრისტიანებმა ვიცით, რომ სიყვარული თავად ღმერთია და მრავალმხრივი გაგება აქვს, მაგრამ სიყვარულთა შორის განსაკუთრებულია მამაკაცისა და ქალის სიყვარული, რაც თავის უმაღლეს რეალიზებას ქრისტიანულ ქორწინებაში ჰპოვებს.

თუ შეყვარებულ წყვილს შორის ხორციელი მოწონება, ფსიქოსომატური თანხვედრაა, ეწყობიან ერთმანეთს, მაგრამ სულიერი ერთობა არ არის, მაშინ სიყვარული არ არის შემდგარი, რადგან სიყვარული ორი არსების გრძნობაა, როცა მათ ერთმანეთი უყვართ არა რაღაც ნაწილ- ნაწილ, მარტო ხორციელად, ფსიქოსომატურად, არამედ მთლიანად ორივეს სულს ერთი მიდრეკილება უნდა ჰქონდეს. როდესაც ეს არ არის და რაღაც ნაწილს არქმევენ სიყვარულს, მთლიან სიყვარულს არ გულისხმობს…

ახალგაზრდები ძირითადად გრძნობით ქმნიან ოჯახს, მაგრამ რატომ აქვთ გაუსაძლისი ურთიერთობები? სად წავიდა ის სიყვარული? ხანდახან სიძულვილამდეც მიდიან ხოლმე. არსადაც არ წასულა, იმიტომ, რომ არც ყოფილა. ის იყო მოწონება, მხოლოდ ხასიათების თანხვედრა.

სიყვარულს თავისი ნიშნები აქვს, რითაც შეგვიძლია გავარკვიოთ, გვიყვარს თუ არა ადამიანი და რა თქმა უნდა, ღმერთი. ეს ნიშანი შეიძლება ორი სიტყვით გამოითქვას: უანგარობა და სრული თავგანწირვა, სიყვარული თავისი ღრმა იდეალით მხოლოდ ეს არის.”

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.