სტატიის ავტორი: რედაქტორი
| თარიღი: 16.08.2023
| 385 ნახვა
რამდენი ქრისტიანია ქვეყნად, რომელმაც არაფერი იცის სიყვარულის შესახებ? ცხოვრობს ადამიანი, დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მარხულობს, თითქოს მოწყალებასაც იღებს, მაგრამ ყოველივე ამას იმიტომ აკეთებს, რომ საჭიროა და რომ სხვებიც ასე იქცევიან. სინამდვილეში მისი გული ცივია, ის არც გონებით, არც გულით უფლისაკენ არ მიილტვის და არც ახლობლების მიმართ არის შემწყნარებელი. ეს, ძმებო, ჩვენს დროში არსებული არცთუ ისე იშვიათი ნაკლოვანებაა და, რაღა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენთვის. ვიმეორებთ, უსიყვარულოდ არ არსებობს ხსნა, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია და სიყვარულში იგი ცხოვრობს-ვინც ღმერთში ცხოვრობს. სიყვარულია სულის ხსნის დასაბამი.
წმ. ბასილი დიდი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.