მთავარი » სხვადასხვა

სიწმინდის სიახლოვეს ჩადენილი ცოდვა გაცილებით მძიმეა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.06.2009 9 კომენტარი | 5,462 ნახვა

შარდენი

რაც უფრო გათანამედროვდა ადამიანი, მით მეტად დაშორდა საკუთარ ტრადიციებსა და ეკლესიას. შესაბამისად, დაიკარგა სიწმინდეების მიმართ კრძალულობაც. საქართველოში და განსაკუთრებით კი, დედაქალაქში, ხშირად ნახავთ ეკლესია-მონასტრების გვერდით გახსნილ ბარ-რესტორნებსა თუ გასართობ კლუბებს. წარმოიდგინეთ, ტაძარში გარინდებული მრევლი, უფლის სადიდებელი წირვა-ლოცვა, სულიერი სიმშვიდე და აქვე, რესტორნიდან შემოსული მუსიკისა და ხმაურის ნაზავი?

მრავალსაუკუნოვანი სიონის ტაძრის მიმდებარედ არის შარდენის ქუჩა, რომელიც დღეს ბარ-რესტორნებისა და კლუბების მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა. თანამედროვე ახალგაზრდობა სწორედ აქ ერთობა. რამდენად ეშლება ხელი ტაძარში ღვთისმსახურებას და საერთოდ, მართებულია თუ არა, სიწმინდის სიახლოვეს მსგავსი გართობები? ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია.

გიორგი ყურაშვილი (სტუდენტი): “დაუშვებელია როკ-ჯგუფების ტაძრების სიახლოვეს არსებობა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მარტივად არ მოგვარდება, რადგან როკ-ჯგუფების გულშემატკივართა რიცხვი დიდია და დაპირისპირება მოხდება”.

გიორგი მარჯანიძე (შარდენის ქუჩაზე განთავსებული ერთ-ერთი რესტორნის დაცვის თანამშრომელი): “XXI საუკუნეში ვართ. ძველი დრო რომ იყოს, შეიძლება ცეცხლზე დაეწვით. უკრაინაში, შაბათ-კვირას მონასტრის ეზოში ტარდება დისკოთეკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება და დილით უამრავი ნაგავი ყრია. დარწმუნებული ვარ აქაც არაფერს უშლის ხელს. ძირითადად, ახალ წელს იმართება ღონისძიებები, საღამოს საათებში, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სიონის ბაღში კი სურათების გამოფენა ეწყობა, უპატრონო ბავშვთა სახლებს ეხმარებიან”.

მაგული ჩალაძე (სიონის ტაძრის მსახური): “ორი კვირის წინ უცხოელი ჰყავდათ ჩამოყვანილი, მუსიკა იმხელა ხმაზე იყო აწეული, ტაძარში ვერ გაჩერდებოდი. ვთხოვეთ, ლოცვის დამთავრებამდე კონცერტი არ დაეწყოთ. მადლობა ღმერთს, შეწყვიტეს. სულიერების თვალსაზრისით ასეთი რამ ტაძრის გარშემო არასასიამოვნოა, თორემ ადამიანები ვართ და მუსიკა ყველას გვიყვარს. ტაძარში ხომ სულიერებისა და სიმშვიდისათვის მოდიხარ?”

ნინო სირბილაძე (რესტორნის კლიენტი): “არაფერი ცუდი და ამაზრზენი აქ არ ხდება, ეკლესიას რომ ხელი შეეშალოს”.

მამა დავითი (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური): “ტაძარი არის ღვთის სახლი, სადაც ადამიანები მიდიან, რათა შეძლონ ლოცვა და წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობა. საერო ტაძარი მოსახლეობაში, სამონასტრო ტაძარი კი მოშორებით უნდა იყოს, რათა მონაზონმა მონაზნური ცხოვრება შეძლოს. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაცული უნდა იყოს. ცოდვა ყველგან ცოდვაა. რა ადგილზეც არ უნდა მოხდეს, მაგრამ სიწმინდის სიახლოვეს ჩადენილი ცოდვა გაცილებით მძიმეა. ტაძარში არაერთხელ ისმის გამაყრუებელი ხმები, რის გამოც, ფაქტობრივად, ხელი ეშლება არა მარტო სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას, ასევე, ჩვენს პირდაპირ არსებულ სასულიერო აკადემიის სემინარიას.

თუმცა, ეს არა მარტო კერძო მფლობელობაში არსებულ რესტორნებს ეხებათ. ქარვასლასთან არაერთხელ გამართულა როკერების და უამრავი სხვა რჯულის მომღერლების ღონისძიებები, რომლებიც მერიის მიერ იყო ნებადართული. ეს სამწუხაროა, თანაც, მერიაში სასულიერო სემინარია-აკადემია დამთავრებული ადამიანები მსახურობენ.

შემოდგომაზე სიონთან ახლოს ეშმაკის მსახურების რიტუალი გაიმართა. “ჰელოუინთა” დღესასწაული არის სატანის რიტუალური მსახურების ხუთეულში. ჩვენთან თითქოს ეს არაფერია და სათამაშო დონეზეა გასული. თუმცა, ყველამ საკუთარი თვალით ნახა, ნარკოტიკებით გაბრუებულები რას ჩადიოდნენ. ერთმანეთის მიმართაც კი აგრესიულები იყვნენ. ამას ეკლესიის მხრიდანაც სჭირდება მიხედვა. ეს შეურაცხყოფაა საკუთარი ეკლესიის მიმართ. ვაპირებ, ჩვენს წინამძღვარს ვთხოვო, ოფიციალურად დადგეს საკითხი, რომ ტაძრის სიახლოვეს აღარ გაიმართოს ასეთი ღონისძიებები.

ამისგან დაცვა შეიძლება. ეს შეუძლია როგორც ხელისუფლებას, ასევე, ეკლესიას. რადგან ყველაფერი მოგვეკითხება. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ რომ პრობლემას სხვა მოგვიწესრიგებს. თავად ეკლესიამ, წინამძღვრებმა, მრევლმა უნდა ვიზრუნოთ. თუ ამ ადამიანებთან ფრთხილად, სიყვარულით, საკუთარი სარწმუნოების დაცვით გულანთებულნი მივალთ, არ იქნება რთული. ხელისუფლების იმედიც გვაქვს. თუ არადა, ფიზიკურადაც რომ მოგვიწიოს დადგომა, უნდა დავდგეთ და აღარ უნდა მივცეთ ამის საშუალება”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • გიორგი says:

    თქვენ გაიხარეთ! როგორ მაწუხებდა ეს ფაქტები და სულ ველოდებოდი ვინმე გამოეხმქაურებოდა…
    ვიწვევ დისკუსიაში ყველა იმ ადამიანს ვისაც მიაჩნია რომ შესაძლებელია ტაძართან ასეთი ვაკხანალიის გამართვა! გელოდებით…

  • ნათია says:

    სიმართლე გითხრათ მშვიდად ვერ წავიკითხე ეს სტატია…
    მე გარეუბანში ვცხოვრობ და ჩვენს ტაძართან არასდროს მომხდარა მსგავსი რამ და არ მეგონა თუ ხდებოდა ასეთი რამ…
    შარდენის ქუჩის ამბავის მოგვარება მეეჭვება…
    იმხელა შემოსავლის წყაროა ეს მფლობელებისთვის რომ…
    და რომ აღელვებდეთ ეკლესიის სიხლოვეს არც გააკეთებდნენ…
    მაგრამ ვფიქრობ ადვილი შესაძლებელია რომ გასართობი შოუები და თუნდაც “ჰელოუინი” არ გაიმართოს სიწმინდეების ახლოს…
    თბილისში არის ბევრი ისეთი ადგილი სადაც თავისუფლად შეძლებენ გაერთონ ისე,ეომ არათუ მრევლი,არამედ ზოგადად მოსახლეობაც არ შეაწუხონ.

  • ხათუნა says:

    კარგია რომ არსებობენ ესეთი ჟურნალისტები, მართლა ამაზრზენია ესეთი ბარ-რესტორნების არსებობა ეკლესიიის სიახლოვეს. აუცილებლად მიმაჩნია სათანადო ზომების მიღება ეკლესიის მხრიდან.

  • მაია says:

    მართლაც რომ დაუშვებელია ასეთი რაიმეს გაკეთება,რა შუაშია 21-საუკუნე არ მესმის, მართლაც რაიონში ვცხოვრობ და არ ვიცოდი ასეთი რამე თუ მოხდა სიონის ტაძრის ეზოში, შემაშფოთებელია ასეთი რამე, უკრაინის ტაზრებში რამე ეწყობა ეგ რა გამოსავალია, ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს და ვალდებულები ვართ დავიცვათ ისენი,მადლობა სტატიის ავტორს რომ ესე ნათლად დაგვანახა ზალიან საყურადგებო პრობლემა.

  • ლანა says:

    ნამდვილად სამწუხარო,როცა ასეთი საშინელბა ხდება ქვეყანაში და მითუმეტეს ეკლესიის სიახლოვეს.
    დღევანდელი ახლაგაზრდობის უმრავლესობა ვერ ან არ არჩევს ცუდას და კარგას.ამის გარჩევის უნარი თუ ექნებათ,რა თქმა უნდა, ეკლესიში წავლენ და არა შარდენზე

  • ლია says:

    vetanxmebi,rom eklesiebtan axlos ar unda iyos ganlagebuli bar-restornebi. an xmadabla unda ukravdnen musikas,aba imat moewonebat restoranshi,rom shevides vinme da iqadagos.magram es saqme wynarad unda gadawydes.”gvelsa xvrelit amoiyvans,ena tkbilad moubari” shotas es sityvebi cworia, gamocdili maqvs.ghmerti gfaravdet yvelas,amin.

  • თემო says:

    მთავარია პრეზიდენტს ახარებს ეს ფაქტი, მისთვის ხომ ყველაფერი ტრადიციული და მართმადიდებლური ხელის შემშლელია. სხვანაირად აბა როგორ დავაინტერესებთ ამერიკას თუ არგავხდით ათეისტები და უკომპლეკსოები. თავმოყვარეობას რომ დაკარგავს ერი, მერე იოლი სამართავი ხდება!!!

  • მარი says:

    სწორედაც რომ უკვე თავმოყვარეობა აქვს ხალხს დაკარგული, მთავრობის მარიონეტებად ისე ვიქეცით რომ ვერც კი მივხვდით, ამიტომ ისინიც ისე გვათამაშებენ როგორც უნდათ….

  • ელისაბედი says:

    ძალიან სამწუხაროა.უნდა გამოვფხიზლდეთ ბოლოსდაბოლოს და ჩვენი სიწმინდეები ჩვენ უნდა დავიცვათ.ამას ჩვენს გარდა არვინ გააკეთებს და რას ველოდებით ნეტავი?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება", - პაისი მთაწმინდელი.