მთავარი » ქართული მეტყველების კულტურა

სიტყვა “წამებაჲს” ეტიმოლოგია და მნიშვნელობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.01.2017 | 1,170 ნახვა

აბო თბილელი სიტყვა წამებაჲ ნაწარმოებია წამ ძირიდან და ორი მნიშვნელობით გვხვდება:

1. წამებაჲ – როგორც მარტვილობა;
2. წამებაჲ – როგორც მოწმობა; დადასტურება; წამება; ტანჯვა;

განვმარტოთ თითოეული მათგანი.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიურ ლექსიკონში სიტყვა მარტვილობა შემდეგნაირადაა განმარტებული:

მარტვილობა – (ბერძ. წამება) – ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ჟანრი. ასახავს ქრისტიანობისათვის თავდადებული წმინდანების ცხოვრებასა და მათ მოწამებრივ სიკვდილს. ამ ჟანრის თხზულება ემსახურებოდა ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას. მარტვილობა გულისხმობს ღვთისთვის ტანჯვით აღსრულებას, მარტვილი უფლისთვის ჭეშმარიტ რწმენას საკუთარი სისხლით ამოწმებს. მარტვილის გზა წამებით ემოწმება ქრისტეს.

ტანჯვა-წამებას განიცდიდნენ წარმართობის დროინდელი ქრისტიანი მორწმუნენი, რომელთაგანაც მოითხოვდნენ წარმართობაზე დაბრუნებას. ამ მნიშვნელობით “წამებაჲ” ძირითადად სიკვდილის სინონიმი იყო, რადგან მოწამეები თავიანთი სიცოცხლის შეწირვის ფასად მოწმობდნენ (ადასტურებდნენ) იესო ქრისტეს ღმერთობას. ქართული მარტვილობების ნიმუშებია: “შუშანიკის წამება”, V ს., “ევსტათი მცხეთელის მარტვილობა”, VI ს., “აბო ტფილელის წამება”, VIII ს; “ქეთევან დედოფლის წამება”, XVIII ს. და სხვ.

წამებაჲ – მოწმობა; ასეთია ამ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობა. ვინც ადასტურებს, მოწმეა, ამ შემთხვევაში, ღმერთკაც იესო ქრისტეს ღმერთობას. აღიარებულია, რომ “პირველმოწამე”ქრისტიანული ეკლესიისა არის დიაკონი სტეფანე, მაგრამ არსებობს მხოლოდ ქართულ თარგმანში შემორჩენილი ერთი “საკითხავი”, რომლის ავტორი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ პირველმოწამე სტეფანე კი არ არის, არამედ – სვიმონ მიმრქმელი, რომელმაც პირველმა დაადასტურა, რომ ჩვილი იესო არის ღმერთი.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ენრიკო გაბიძაშვილის რედაქცია, 2007წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი,"- წმ. იოანე ოქროპირი.