მთავარი » ქრისტიანობა

სიტყვა ახალ წელთან დაკავშირებით – წმ. იოანე ოქროპირი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.12.2014 2 კომენტარი | 7,632 ნახვა

ეშმაკურმა გამხიარულებამ, სიცილ-ხარხარმა, ბილწსიტყვაობამ, ცეკვა-თამაშმა და სასაცილო მასხრობამ, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, დაატყვევა ჩვენი ქალაქი… იოანე ოქროპირი ყველაზე მეტ წყენას მაყენებენ თამაშობები, რომელნიც სასტუმროებში იმართება, აღსავსენი თავშეუკავებლობითა და დიდი უღირსებით; – უღირსებით, რამეთუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩაივლის. თავშეუკავებლობით კი იმიტომაა აღსავსე, რომ ქალ-კაცნი გათენებისას პირთამდე ავსებენ ჭიქებს ღვინით და უზომოდ თვრებიან (ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდა).

თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, გულისშემუსვრილებით, გამოთვალე წლები შენი სიცოცხლისა, საკუთარ თავს უთხარი: დღეები მიფრინავენ, წლები ილევა… რა სიკეთე გვაქვს გაკეთებული?.. ესრეთ სიბრძნისმეტყველებდე თვეთა დასაწყისში, ამას მოიგონებდე წელიწადთა წრებრუნვაში… დღეებს ყურადღებას აქცევდე, ქრისტიანულ სიბრძნეს არ შეეფერება, წარმართული ცდომილებისათვის არის დამახასიათებელი… მართლაც, ქრისტიანისათვის გასაკვირველი და მიუტევებელია, განსაკუთრებულ კეთილდღეობას ელოდოს მთელი წლისაგან იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს, ავიწყდება რა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და კეთილდღეობა დროთა ბრუნვაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის ნებაზე და ჩვენი საქმიანობის ხასიათზე; მიუტევებელია ახალ წელს ხმაურიანი ღრეობით შევხვდეთ საღამოდან გვიან ღამემდე, რაც პირწმინდად წარმართული ჩვეულებაა და სამარცხვინოა ღვთისმოსავი ქრისტიანისთვის… ამგვარი რამ არა მარტო ღვთისმოსაობის არქონაზე მიუთითებს, არამედ ქრისტიანობასა და ეკლესიასაც ეწინააღმდეგება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • maxare says:

    ქრისტეს შობამდე ვერ მოგვითმენია და ახალი წლის დადგომას ვზეიმობთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებაში. ვეძლევით განცხრომას მრავალფეროვანი – მრავალგემოვანი საჭმელებით და ერთ კვირაში ზუსტად შვიდ დღეში დადგება ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის დღე ამ დროს ჩვენ კი განცხრომით დაღლილი , სულიერად დაცლილი და ფიზიკურად ხორცისგან დამძიმებული შევხვდებით ბრწყინვალე დღესასწავლს… ვაი ჩვენს ცოდას, უფალო გვაპატიე…

  • nikoloz says:

    მართლმადიდებლები წარმართულ რელიგის მიმდევრებია,ძალიან შორს დგანან ქრისტესგან,მათ არავინ აპატიებს ცოდვებს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი