მთავარი » კულტურა

სიღნაღი – მუსიკისა და ხელოვნების ქალაქი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2010 6 კომენტარი | 5,940 ნახვა

სიღნაღისაქართველოს მიწა-წყალზე არ მოიძებნება არც ერთი კუთხე, არც ერთი ხეობა და სოფელი, რომ წარსულის რაიმე მნიშვნელოვანი ნაშთი არ იყოს დარჩენილი, ეკლესია და სამრეკლო ან ციხის ნანგრევები, რომელიც ერთიანობაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას ქმნის.

ქართული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია კახეთის ისტორიულ წარსულს.
კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული ქალაქია სიღნაღი.

ქალაქის საისტორიო წყაროებში სიღნაღი ქალაქად XVIII საუკუნის მე-2 ნახევრიდან იხსენიება. მეფე ერეკლე II-ს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული.

სწორედ მეფე ერეკლე II აწარმოებდა სიღნაღში ციხე-გალავნის მშენებლობას. რომლის სიგრძეა 4,5კმ. 27 კოშკით, 7 თაღოვანი ჭიშკრით და 40 ჰექტარ ნავთობს მოიცავს. სწორედ ეს გალავანი სიღნაღის მომხიბვლელობასა და ისტორიულ-მხატვრულ ღირებულებას განსაზღვრავს.

სიღნაღში რამდენიმე ეკლესიაა შემორჩენილი: წმ. სტეფანეს და წმ. გიორგის.

წმ. სტეფანეს ეკლესია 1762 წელს არის აგებული და ჩაშენებულია სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკში. ამჟამად წმ. სტეფანეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლია სიღნაღში. აქედან იშლება წარმტაცი ხედი ქალაქ სიღნაღსა და ალაზნის ველზე.

წმ. გიორგის ეკლესია XVIII საუკუნეშია აგებული. ეს ეკლესია ნაწილობრივ ძველი გალავნით არის მოფარგლული.
სიღნაღის ღირსშესანიშნავ ადგილებში შედის ქორწინების სახლი და რამდენიმე მუზეუმი.

ქორწინების სახლი XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული. ეს ნაგებობა ამ პერიოდის სიღნაღური არქიტექტურის მშვენიერი ნიმუშია. ნაგებობას ჩაუტარდა აღდგენითი–სარესტავრაციო სამუშაოები. დღეს უკვე გარდა ქორწინების სახლისა განლაგებულია “ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი”, ხოლო მარჯვენა, ახალ ფლიგელში ვანო სარაჯიშვილის მუზეუმია, სადაც გაეცნობით XX საუკუნის დასაწყისის დიდი ქართველი მომღერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს, მის პირად ნივთებს, სურათებს და სხვა საინტერესო მასალებს.
ასევეა არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. სიღნაღის მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას XIX-XX საუკუნეთა მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის უნიკალური ფერწერული კოლექცია წარმოადგენს. ფიროსმანი წარმოშობით კახეთიდან იყო და მისი შემოქმედების პირველი ეტაპი სწორედ კახეთს უკავშირდება.

სიღნაღის აივნებისიღნაღს ხშირად მუსიკის ქალაქს ეძახიან. იგი არაერთი ცნობილი ქართველი მუსიკოსის სამშობლოა. ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გარდა, სიღნაღში არის ცნობილი კომპოზიტორის სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც თავმოყრილია კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ექსპონანტები, მისდამი მიძღვნილი ფერწერული ტილოები და სხვა.

ქალაქი სიღნაღი ოდითგანვე ცნობილი იყო, არა მარტო მუსიკოსთა და ხელოვანთა ქალაქად, არამედ როგორც ხელოსანთა და ხელოსნობის ცენტრადაც. ტყავის გამოყვანა, ლითონის დამუშავება, ხეზე კვეთა, ხალიჩების, ფარდაგებისა და გობელენების ქსოვა. ამჟამადაც სიღნაღსა და მის რეგიონში მრავლად არიან ხალხური რეწვის სხვადასხვა დარგის ხელოსნები.

ისტორიული ადგილები, ეკლესიები, ძველი არქიტექტურა, მუზეუმები, ხალხური მუსიკა, ფერწერა, ბუნების წარმტაცი ხედები ამ ყველაფრის ნახვა სიღნაღშია შესაძლებელი.

სიღნაღის მახლობლად კი მდებარეობს ბოდბის მონასტერი, რომელიც აშენდა ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას.

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ქართველთა განმანათლებლის საფლავზე ყოველდღიურად აღევლინება წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.
ბოდბის მონასტერთან არის წმ. ნინოს წყარო. გადმოცემით, წყარო თვით მონასტრის ეზოში წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და დიდი სამკურნალო ძალა ჰქონდა. შემდგომ წყალი დაიკარგა და მოგვიანებით მონასტრის ქვემოთ მდებარე ხევში აღმოცენდა, სადაც სამლოცველო და განსაბანელი აშენდა. წყაროს შენარჩუნებული აქვს სამკურნალო თვისებები.

ეწვიეთ სიღნაღს მუსიკისა და ხელოვნების ქალაქს. სიღნაღის მახლობლად კი მოილოცეთ ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი