მთავარი » პოპულარული

სინოდის ოფიციალური ოქმი დღეს გაცხადდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.07.2011 9 კომენტარი | 2,714 ნახვა

საპატრიარქოწმიდა სინოდის სხდომაზე დღეს საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. მათ გადაწყვეტილებას დღეს დილიდან უამრავი ელის. როგორც რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსმა, მეუფე იობმა აღნიშნა, წმიდა სინოდის გადაწყვეტილება ქვეყნისა და ეკლესიის მომავალს წაადგება. თუმცა კონკრეტულად, რას გულისხმობს მათი შეთანხმება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეუფე სერაფიმე: „სინოდის სხდომას ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტის 2 წევრი ესწრებოდა. მათ წმიდა სინოდს განუმარტეს ეს კანონი. მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა კონფესიებთან გათანაბრება არ მოხდება. თუმცა მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ ამ კანონში ფარულად დევს ეკლესიის საწინააღმდეგო. კანონის გაუქმების უფლება სინოდს არ აქვს. დღეს გაცხადდება სინოდის ოფიციალური ოქმი. ამასთანავე, მინდა გამოვეხმაურო ნინია კაკაბაძის გამოსვლას, რომელმაც განაცხადა რომ პატრიარქმა დაწყევლა მთავრობა. ეს არის სიცრუე. არავის აქვს უფლება, საჯაროდ ისაუბროს იმაზე, რაც კათოლიკოს პატრიარქს საჯაროდ არ განუცხადებია.“


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • რუსუდანი says:

    უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავროების ნაწილის და მათ შორის ნინია კაკაბაძის შეხედულება გასაგებია როგორიც იქნება

  • მანანა says:

    ნინიას რამდენს უხდიან ნეტავ?

  • ლევანი says:

    ნინია, რომ პროვოკატორია დიდი ხანია ვიცოდი, მაგრამ დღეს მისი ნამდვილი სახე ყველამ დაინახა.

  • ქრისტინე says:

    სამარცხვინოა ასეთი საქციელი…ღმერთის არ ეშინიათ?

  • ია პაპუაშვილი says:

    ნინია კაკაბაძეს და მისნაირ პროვოკატორებს რა დალევს ამ ქვეყანაზე? მისი აზრი პოზიცია ყველაფერს ეწინააგმდეგება სულიერსაც და ხორციელსაც. უფლის უნდა ეშინოდეს ამ გადაჯიშებულ ქალს.

  • ვაჟა says:

    თეთრი პერანგი

    ის მიდის ჯვრისკენ ერთი პერანგით
    -ჯვარს აცვი!-
    ისმის ანჩხლი კიკინი
    და მოსროლილი ვით ბუმერანგი
    ბრუნდება ჩვენში ეკლის გვირგვინით.
    ირევა ხალხი, როგორც ამინდი,
    ცოტა მართალი, ბევრი ვერაგი,
    მზე ჩადის, როგორც ძოწის ქლამინდი,
    ის მიდის ჯვრისკენ ერთი პერანგით.
    …ტყვიაგაუმტარ ფანჯრების სისქეს
    უსაფრთხოება მიაქვს კეისის,
    ჩვენ ხან ლექსუსით მივდივართ ჯვრისკენ,
    ხან საკუთარი აირვეისით
    და საფინანსო გაწეულ რისკებს
    თან გაკოტრების ახლავს შიშები,
    მივალთ..მივდივართ..მივიწევთ ჯვრისკენ,
    ჩვენი საბანკო ანგარიშებით.
    იერუსალიმს აღდგომა მოდის,
    დელეგაციებს საუბარს ვისმენ,
    -ბარგის წონაზე მოვიხდით ბოდიშს-
    და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ.

    ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით.

  • ვაჟა says:

    ჩემი აზრით ეპისკოპოსი ვალდებულია ბოროტის მქნელი ამხილოს სიკვდილის ფასადაც რომ დაუჯდეს, მე რომ მიქადაგებთ სიმართლეზე და მტკიცედ დგომაზე სარწმუნოების მიმართ,რატომ თქვენ არ დგებით მტკიცედ და რატომ უქრობთ იმედს და მომავლის რწმენას,მაგრამ არაუშავს,ქვეყანაში გამოჩნდებიან უფრო მტკიცე და პატიოსანი მღვდელნი,რომელნიც მტკიცედ დაიცავენ ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესებს.
    დააბრუნეთ მამებო ის ქონება,რაც მიიღეთ ქვეყნის მტრებისაგან,ის ქონება გაჭირვებული მოსახლეობის(თქვენი მრევლიდანაც) გადასახადებიდანაა კისრიდან ამოღებული და უნდა გეუხერხულებოდეთ ასეთი სამარცხვინო ძღვენის მიღება

  • ანა says:

    მადლობა ვაჟა.ძლივს გამოჩნდა ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი.ნამდვილად ეგრეა,სხვებს იმას უქადაგებენ ქრისტე ღმერთი ვირით დადიოდაო და თვითონ ჯიპებით დაქრიან(არავის განვიკითხავ,უბრალოდ თვალი მინდა აეხილოს ზოგიერთს).ძლივს გამოფხიზლებული ხალხი ისევ ზომბის ქვეშ მოაქციეს და მასონების სიტყვას ენდნენ,იმათსას ვინაც მასონური პირამიდა დაიდგა და მართლმადიდებლობა მათ დაუმორჩილა ნებით თუ უნებლიედ.ფაქტია რომ წინააგმდეგობა ვერ გაწიეს და დამორჩილდნენ,ამაზე მეტყველებს სინოდის განჩინება.
    ნამდვილად არსებობენ პატიოსანი,ნამდვილად ღვთისმსახური სასულიერო პირები,რომელთა მხრებზეა დღეს საქართველო და რომელთაც მალე მსოფლიო დაინახავს.

  • ვაჟა says:

    ჩვენ ერთმანეთს სიმართლე უნდა უთხრათ და შეცდომებიც უნდა გამოვასწოროთ,ეს მატო ეკლესიის მსახურთა ბრალი არაა,ყველას ბრალია,რაც ერიო, ის ბერიო,ეს საზოგადოების ბრალია,ჩვენი დაავადება თუ არ გავამხილეთ ვერც ვუწამლებთ ერთმანეთს,ერი საკმაოდ ავადაა,ე.ი. სამოქალაქო საზოგადოება არ არის შემდგარი იმ დოზით,რა დოზითაც იქნება საკმარისი არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი