მთავარი » ქრისტიანობა

სინანულის საიდუმლო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2013 18 კომენტარი | 9,842 ნახვა

ჩვენში არსებული ნებისმიერი ვნება შეიძლება აღმოიფხვრას. ამისათვის, პირველ რიგში, უმთავრესია, შევიძულოთ ეს ცოდვა. მეორე რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ აღსარება და უფლის წინაშე, მღვდლის თანდასწრებით მოვინანიოთ შეცოდებანი. სინანულიაღსარების დროს უფალი გვანიჭებს ძალას ცოდვასთან საბრძოლველად. აღსარებიდან დაბრუნებისას ადამიანი შეიგრძნობს ცოდვის წინააღმდეგ საკუთარ თავში აღმართულ ზღუდეს და ზიზღს მის მიმართ. მთავარია, არ მოვდუნდეთ, არამედ გამუდმებით გავაძლიეროთ თავი ლოცვითა და მარხვით, რადგან „ესე ნათესავი არაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა,“ – ასე ბრძანა უფალმა.

კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი:

“არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, – ამბობს დიდი ათონელი ბერი მამა პაისი, – ის მეტად დიდი რამ არის. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს დემონთა ძალაუფლებას მასზე. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომ, მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი აშკარაა და დიდი. როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ., აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია – მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს”.

ბევრმა არ იცის, რომ ხშირად ჩვენი შფოთვის, ნერვიულობის, მოუსვენრობის, წყობიდან ადვილად გამოსვლის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია. როცა ისინი გროვდება, ბოროტი ამას კარგად იყენებს და კალაპოტიდან აგდებს ადამიანს. უძლიერებს შინაგანი მოუსვენრობის, უიმედობის, გაღიზიანების შეგრძნებას.

ზოგი ვერ ხვდება, რა მიზეზით არის განპირობებული, რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში? უპირველესი წამალი ცოდვათა მონანიებაა. აუცილებელია მოშორდეს ცოდვების შედეგად გაჩენილი ის სულიერი ჭუჭყი, რაც ბოროტს საშუალებას აძლევს, დაივანოს ადამიანთან. როცა აღსარების შედეგად ცოდვები მოგვეტევება, გვშორდება ის ჭუჭყიც, რომელსაც დემონური ძალა იყენებდა ჩვენდა საწინააღმდეგოდ.

როცა ადამიანი გამოსულია წყობიდან, ეძალება სასოწარკვეთა. ხშირად ნერვიულობს, ადვილად ღიზიანდება. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ საჩქაროდ წავიდეს და აღსარება თქვას. სინანულის საიდუმლო ამ შემთხვევაში წამალივითაა, რომელსაც რაც უფრო ადრე მიიღებ, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდები.

ბოროტის ბრძოლას ჩვენდამი, რაც სხვადასხვა განცდების სახით გამოიხატება, კარგად აქარვებს და აფერმკრთალებს სინანულის საიდუმლო.

მამა იოსებ ათონელი წერს: “გინდა შემუსრო გველის თავი? თქვი შენი ფიქრების შესახებ აღსარების დროს. ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია, თუ შენთან აკავებ, ის იმალება, სინათლეზე გამოგაქვს და ქრება.
ხარობს მაშინ მაცხოვარი, გულისხმიერი ლოცვაც ძლიერდება და ნათელი მადლის კურნავს, ამშვიდებს შენს გულსა და გონებას”.

აღსანიშნავია, რომ ბოროტის ძალა განსაკუთრებით მხილებას ვერ იტანს და როცა აღსარებაში ითქმება ამა თუ იმ ვნებითი გახელების შესახებ, ამით დიდი დარტყმა მიეყენება მას. ასეთ დროს ქრება, საგრძნობლად სუსტდება ის უარყოფითი მუხტი, რომელიც თან ახლავს ხოლმე სულიერ ბრძოლას.

ეკლესიურ ცხოვრებაზე დაკვირვებით ნათლად ჩანს, რომ ხშირად მრისხანების, სასოწარკვეთის, მრუშული აღტკინებისა თუ სხვა რომელიღაც ვნების გამძაფრების შემთხვევაში მარტოოდენ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ აქვს ხოლმე გარდატეხას ადგილი. საგრძნობლად მცირდება ის დაძაბულობა, რომელიც აწუხებს კაცს. იგი უბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელშიც ვნებით გახელებამდე იმყოფებოდა.

ხშირად აღსარების შედეგ არა მხოლოდ სულიერად გრძნობენ შვებას, დამშვიდებას, უბრუნდებათ რწმენა, იმედი ღვთისა, აქვთ სიხარულის განცდა, არამედ ფიზიკურადაც კი შეიგრძნობენ სინანულის საიდუმლოს შედეგად მოვლენილ დიდ მადლს.

გრძნობენ სიმსუბუქეს სხეულში, გათავისუფლებას დაძაბულობისგან, შებოჭვის შეგრძნებებისგან, თითქოს რაღაც მძიმე ლოდი ჩამოეხსნათ ზურგიდან, უფრო მჩატე ხდება სხეული.

ბევრმა არ იცის, რომ აღსარება შველის ადამიანს სხვადასხვა სახის შიშის გამძაფრების შემთხვევაში, იქნება ეს სიკვდილის, ავადმყოფობისა თუ სხვა სახის ნევროზული განცდები – დახურული სივრცის, სახლში მარტო დარჩენისა და ა.შ.

მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა და ამ სარწმუნოების მთავარი მიზანი ადამიანის სულიერი ზრდაა, დახვეწა, რათა იგი დაემსგავსოს უფალს, რომლის სახედ და ხატადაც ის შეიქმნა. უფლის მინდობით, მაშინ, როდესაც მისი დახმარებით ინდომებენ საკუთარი ბუნების სრულყოფას, უკვე სულ სხვა სურათი იხატება. ღმერთი გვაძლევს ძალას, გვეხმარება, გვიმართავს ხელს ამა თუ იმ კრიტიკულ ვითარებაში.

აღსარების ჩაბარების დროს ყურადღება უნდა მიექცეს მღვდელთან საუბრის სწორად წარმართვას. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მთავარ ცოდვებზე, რაც შეიმჩნევა ჩვენთან მიმართებაში, რაც ყველაზე მეტად გვიქენჯნის სინდისს.
გამოცდილ მამათა მიხედვით, თითოეულ ადამიანთან ერთი რომელიღაც ვნება გამოიყოფა, რომელიც ყველაზე მეტად ებრძვის მას, აგდებს კალაპოტიდან. ის უნდა განისაზღვროს და მასთან დაპირისპირებაზე გაკეთდეს განსაკუთრებული აქცენტი.

მოძღვართან საუბრისას, ერთი მხრივ, უნდა ვერიდოთ ზედმეტ დაწვრილმანებას, დეტალურად იმ ვითარების აღწერას, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყო ჩვენს ცოდვით დაცემას, გვატკინა გული, მაგრამ ამასთან, არც ძალიან ზოგადი უნდა იყოს ჩვენი მონათხრობი. თუ, ვთქვათ, მეზობელმა გაწყენინა, შენ კი ვრცლად აღწერე ის სიტუაცია, დაასახელე მისი სახელი, წარმომავლობა, დაწვრილებით მოყევი თქვენ შორის გამართული დიალოგის შესახებ, ამით სასულიერო პირსაც გადაღლი და მეტ დროს დახარჯავ საამისოდ. ყოველი აღსარების დროს უნდა მოინახოს რაღაც ფორმა, ზოგჯერ უფრო დაწვრილებით აღწერაა საჭირო, ხანდახან კი – არა. გამომდინარე იქიდან, რას მოითხოვს შენი შინაგანი მდგომარეობა. ყოველივე ეს ჩვენი განსასაზღვრია.

აღსარების დროს ცოდვებზე საუბრისას დიდი მნიშვნელობა აქვს, მთელი გუილთ ინანიებ მათ, თუ ეს ყველაფერი ფორმალურ ხასიათს ატარებს. სულიერ ცხოვრებაზე დაკვირვება ნათლად მიგვანიშნებს, რომ ღმერთი განსაკუთრებით გვეხმარება სწორედ იმ მავნე ჩვევების დაძლევაში, რისი გამოსწორებაც გულით გვინდა, რასთან დაკავშირებითაც დიდი წუხილი და შფოთვა შეინიშნება ჩვენთან.

ზოგჯერ პარალელს ავლებენ აღსარებასა და ფსიქოლოგთან საუბარს შორის და თვლიან, ბევრი რამ არის საერთო. აქ ყურადღების მიღმა რჩებათ მეტად მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ კი, სინანულის საიდუმლოს მეშვეობით მიღებული შედეგი. ფსიქოლოგი, ან თუნდაც სხვა ვინმე ვერ მოგვიტევებს ცოდვებს. მღვდელთან საუბრის შემდეგ კი, როცა იგი შენდობის ლოცვას კითხულობს, როგორი სულიერების, პიროვნული ღირსებით შემკულიც არ უნდა იყოს იგი, არ აქვს მნიშვნელობა. ლოცვა წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და ის დამოუკიდებელია მღვდლის პიროვნებისაგან.

ადამიანი უცებ ვერ ამჩევნს ყველა თავის ცოდვას, არასწორ ნაბიჯს. იგი თანდათანობით ხედავს, იაზრებს მას. უფალი უშვებს, რომ ნელ-ნელა მიგვანიშნოს ჩვენი სუსტი მხარეების შესახებ, რომელთაც ყურადღება უნდა მიექცეს.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი მინიშნება უფლის დიდი წყალობაა და მას დამსახურება სჭირდება სულიერი ცხოვრებისაკენ სწრაფვით. მამა იოსებ ათონელი ღვთაებრივი მადლის კაცზე მოქმედების რამდენიმე სახეს გამოყოფს. მათ შორის პირველი ჩვენს სულიერ განწმენდაში ვლინდება. მადლის ამგვარი მოქმედება უბიძგებს ადამიანს სინანულისკენ. ის ფარულად აკეთებს ყველაფერს და მონანულს ეხმარება, განიწმინდოს ცოდვებისაგან, იმყოფებოდეს ღვთისვის სათნო მდგომარეობაში… თუ არა მცდელობა, ვიცხოვროთ უფლისთვის სათნოდ, დავიცვათ მისი მცნებები, წესები.

ეს მადლი მარტოოდენ მასთან ივანებს, ვინც იმსახურებს ამას”.

აღსარებაზე ნურაფერს დამალავთ, რომ უკურნებელი სენი არ შეგეყაროთ.

ღირსი თეოდორე სტუდიელი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

18 კომენტარი »

  • ნანა says:

    ერტ რამეს გეტყოდიტ,მტავარია ადამიანი მარტლა ნანობდეს მის მიერ ცჰადენილ დანასჰაულს,ტორემ მე მომისმენია როგორ გადაობდა და იცინოდა ერტერტი მგვდელი,რომ რა არის კაცო ამ კალაკსჰი რა სულ მაპატიეტ და ბ….ები ყოფილანო და კვდებოდა სიცილიტ და აცინებდა ხალხს,არ მჯერა ამ მგვდლების და მომკალი და რატო უნდა გავენდოტ მასეტებს რომ მერე დასცინონ?რა ტქმა უნდა ყველას არ ეხება ეს და ერტსაც დავამატებდი,ვიცი დზაან ვცოდავ მარა მაინც,ვის ედარდება ერი,ჯიპებიტ დაჰქრიან,გაყიდონ და იარონ უბრალო მანქანებიტ,მე ვიცი ბევრმა მარტლა სულიტ და ხორციტ მამაომ რომ მასე ქნა,აცჰუქეს მაგარი ჯიპი,მარა გაყიდა და ეკლესიას და უქონლებს მოახმარა და უბრალო იყიდა,გადასაადგილებლად,მარა არა ფესჰენებელურად მოსწონტ ხცოვრება და ეგ უკვე სცილდება…… მომიტევეტ კიდევ ერტხელ,მარა ფაცტებიტ ვიცი.უფალო სჰემიწყალეეეეეეეე

  • ზვიადი says:

    მდაა… მძიმე შემთხვევაა… მგრამ არა განკითხული მამაოებისათვის… ;)

  • ზვიადი says:

    ნანა აღსარება მღვდელს კი არა, შენ გჭირდება.

  • ნინო says:

    მღვდელი როგორიც არ უნდა იყოს, ის მაინც მოგცემს იმას რაც გჭირდება. როგორი პიროვნებაც არ უნდა იყოს. თუ თავის გადარჩენა უნდა ადამიანს ამაზე უნდა იფიქროს და არა იმაზე რაც მისი საქმე არ არის

  • მარი says:

    მე ვერ ვხვდები მღვდლები რატომ არ უნდა დადიოდნენ კარგი მანქანებით?! მრევლი მადლიერების ნიშნად წირავს მათ შესაწირს და თუ ამით საშუალება მიეცემათ რომ მანქანა შეიძინონ რა არის ამაში ცუდი? მღვდლები აკეთებენ უმთავრეს საქმეს ადამიანისთვის, მათი ცხონებისთვის. ჯერ მღვდლებმა უნდა იარონ მანქანებით და მერე სხვა დანარჩენმა…

  • გვანცა says:

    თუ კი რამ ღირებულის გაკეთების საშუალებას და ნიჭს მომცემს უფალი პირველ რიგში ჩემს მოძღვარს გავუკეთებ,ის არის ყვეელაზე საიმედო და დასაყრდენი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში,საკმარისია გავიხსენო რომ არსებობს და უკვე კარგად ვარ,რომელი “ჯიპი” და რამე მატერიალური ამანაზღაურებინებს მის ამაგს.ნანა გეხვეწები ეგრე ნუ ფიქრობ და ნუ ამბობ,ეგ რაღაც ნუ დაგაბრკოლებს.გაიხარე და გაძლიერდი უფლისა მიერ.

  • ბესო says:

    ნანა კი შეილება მარა მეგობარო შენ ღმერთის წინაშე იდზახი ახსარებას არმედ იმ მამაოს წინაშე ღმერტმა შეუნდოს

  • ოთო says:

    ნანა ვინც მღვდელი განიკითხოს ის განიკვეთოს ეკლესიიდანო და სადაც იუდაა იქ დაიმკვიდროს თავიო [მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ მოინანიებ] როცა ადამიანი ეკლესიაში დადის ის ღმერთთან მიდის და არა სხვასთან და მღვდელი კიდე შუამდგომელია ხოდა წარმოიდგინე მღვდელი რომ არ იყოს რა მოხდებოდა ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ამ საუნჯეს

  • ხვიჩა says:

    ნანა, ღმერთმა გაპატიოს და იცი რატომ? შენ სიყვარულით კი არ ,,ამხელ” არამედ გაბოროტებული საუბრობ მოძღვრებზე… ეშმაკი აბოროტებს ადამიანს, ღმერთი კი სიმშვიდესა და სიყვარულს მიმადლებს, ვინ არის შენში ეხლა შენ გადაწყვიტე.
    ხოლო რაც შეეხება მღვდლებს, შენ რომ იცოდე რას ნიშნავს ცოდვის მიტევება, მთელი ქვეყნიერების ქონებაც კი არ დაგენანებოდა, თუნდაც ერთი ცოდვის მიტევებაზე, რომელსაც უფალი სწორედ ამ ასე აუგად მოხსენიებული მღვდლის მადლის გამო, აღარ მოგკითხავს…
    ჩემო ნანა სახარებაში კი უფალი ამბობს ,,რომელი განხსნათ, გახსნილი იყოს ცაშიც და დედამიწაზეც, ხოლო რომელი შეჰკრათ, შეკრული იყოს ცაშიც და დედამიწაზეც…” შენი აზრით, ვის მიეცა ესოდენ დიდი უფლება ადამიანთა შეკვრისა და განხსნისა?

  • ქეთინო says:

    ძალიან კარგი სტატიაა და საერთოდ ძალიან კარგი ჟურნალია

  • დარო says:

    ხშირად ჩვენი შფოთვის, ნერვიულობის, მოუსვენრობის, წყობიდან ადვილად გამოსვლის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია. როცა ისინი გროვდება, ბოროტი ამას კარგად იყენებს და კალაპოტიდან აგდებს ადამიანს. უძლიერებს შინაგანი მოუსვენრობის, უიმედობის, გაღიზიანების შეგრძნებას.მადლობა უფალს რომ მოგვცა საშვალება აღსარების. და ჩვენი ცოდვების მონანიების.

  • levani says:

    eg yvelaperi egrea magram modzgvaric admiania ,puli da pupuneba ki umetes wilad cud zegavlenas axdens adamianze.me vici iseti adamianebi vinc brkoldeba imis gamo rom zogierti modzgvari zedmet pupunebashi cxovrobs.upalo shemiwyale da mapatie shemi codvebi.dzalian kargi jurnalia.

  • ნინო says:

    იმ ქვეყანას რომ გახვალ, ღმერთი “ჯიპიანი” მამაოს ცოდვებს კი არ მოგთხოვს, მოგთხოვს შენსას, და საკუთარ თავში რომ დაიწყებ ცოდვების ძებნას,თავის განკითხვასა და გაკიცხვას, აღარც “ჯიპიანი” მამაოები გაგაღიზიანებენ და აღარც ვიღაცის რძალმა თუ როგორი სარეცხი გაფინა.
    უბრალოდ დრო აღარ გექნება განკითხვის.

  • manana says:

    ufali shegewiot da gagadzlierot …martlac dzalian kargi statia da gansjas ar imsaxurebs masshi mowodebuli arcerti sityva…bevri adamiani sheidzleba wavides wakitxvis shemdeg agsarebaze…rodesac sashineli codvebit damdzimebuli warsdgebi uflis winashe…da yvelafers sakutari bageebit amxel …shemdeg ki shendobas miigeb me vfiqrob agar unda gansjide im modzgavars virze zis tu jipze…ase vfiqrob ratomgac

  • marexi says:

    nana udides codvashi vardebi da gmertma shegindos.

  • demo says:

    me mjera aq mowodebuli xvtis sityvebis da yoveltvis mzad var uplis winashe muxli movidriko da vtqva upalo iseo qriste dzeo xvtisao shemiwyale me codvili

  • demo says:

    nana shens komentars rac sheexeba natqvamia ar ganikitxo da ar ganikitxebi mgvdelma rom gardaicvleba unda miitanos chveni codvebi uplamde shen 1 eshmaki gebrdzvis da imasac ver itmen da mgvdels 12eshmakii ase rom icode isic adamiania da modi nanas marto kiara yvelam ese chavibechtot tavshi qartveli eri xvtismshoblis wilxvedrni vart da rac upalma mogvca gauprtxildet da modgvari didi sashvaleba chveni sulis gansawmendelad romelsac umetes shemtxvevashi chaobidan amovyavart gvwamdets gmertis da mgvdelis upalma tkva roca amaglda gwamdet mgvdelis da is mogiyvant chemamde cheshmariti gzitoo

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი