მთავარი » ქრისტიანობა

“სინანული სიცოცხლის მომცემია, რადგან ის სულს ღრმა ძილისგან აღვიძებს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.06.2021 | 585 ნახვა

როდესაც ღვთის მადლი სულს ესტუმრება და ამით სულიერი ცხოვრების გამოღვიძება დაიწყება, მაშინ ჩვენთვის ნელ-ნელა გასაგები გახდება თუ რას ჩავდივართ : ჩვენ ვცოდავთ და ვაცნობიერებთ, რომ არასწორად ვიქცევით და რომ უფალს არ სურს ეს. ჩვენი სინდისი ნელ-ნელა უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდება და არ გვასვენებს, გვაწუხებს, რომ არათუ გამოგვასწოროს, არამედ სინანულის გრძნობაც მოგვაპოვებინოს. რადგან როდესაც სულის უგრძნობელობა მოგვიცავს, თავს კარგად ვგრძნობთ და სინანულის სურვილიც აღარ გვაქვს..

წმინდა ადამიანები, რომლებიც აღარ სცოდავდნენ და უფლის მცნებების მიხედვით ცხოვრობდნენ, აღსარებისას სინანულის ცრემლებს ღვრიდნენ.

წმინდანის მთელი ცხოვრება- ღრმა სინანულია.

წმინდანი ხედავს უფლის სიწმინდეს და საკუთარ ცოდვილობას. ესმის, თუ რას ნიშნავს – უფალი და რას ნიშნავს – ადამიანი. ხედავს უფლის უსაზღვრო სიყვარულს ადამიანებისადმი – მის მიერ მოცემულ სიკეთეებს, შესაძლებლობებს, სათნოებებს… ჩვენ კი მისი სიყვარულის საპასუხოდ არანაირი სიკეთე არ გაგვაჩნია. ამიტომ ეს შეგრძნება (მუდმივი სინანული) საკმარისია, რომ სულს სიწმინდე შეუნარჩუნოს.
სინანული სიცოცხლის მომცემია, რადგან ის სულს ღრმა ძილისგან აღვიძებს

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასილელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი