მთავარი » საზოგადოება

სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ – მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიის მეთოდის გამოყენება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2017 | 495 ნახვა

საქართველოში პირველად შეისწავლეს მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიის მეთოდის გამოყენებით სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტიანობა. ჰიპერთერმია წარმოადგენს მეთოდს, რომელიც გულისხმობს სიმსივნურ უჯრედებზე ციტოსტატიკურ ზემოქმედებას უჯრედში ტემპერატურის გაზრდით simsimnuri – ამ შემთხვევაში ჰიპერთერმიით გამოწვეული სითბური ველის გაბნევით ნეელის და ბრაუნის მექანიზმებით.

2007 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად კოვზირიძე ექიმ-ონკოლოგებთან – პროფესორებთან გურამ მენთეშაშვილთან და პაატა ხორავასთან ერთად დღემდე მუშაობს ამ საკითხზე. მისი ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც შედიან: კერამიკოსები, ექიმი-ონკოლოგები ფიზიკოსები, კონსტრუქტორები, იმუნოლოგები. პირველ ეტაპზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების მასალათმცოდნეობის ცენტრში კონსტრუირებულ იქნა ნანონაწილაკების მისაღები ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც მიიღებოდა 30-80 ნანომეტრის ზომის ჰემატიტის ნაწილაკები.

დაგეგმილია სხვადასხვა კერამიკული ნანონაწილაკების მიღება. ფხვნილი შესწავლილ იქნა გერმანიის ქ. კლაუსტალის ფხვნილის სახლში და აჩვენა სტაბილურობის საუკეთესო შედეგები. In-vitro მიღებულ იქნა საჭირო სამკურნალო ტემპერატურა- 42-44 გრადუს C. სამწუხაროდ, საქართველოში ცვლად მაგნიტურ ველებზე ფიზიკოსები არ მუშაობენ, ამიტომ კვლევა გაგრძელდა მეორე მიმართულებითაც, მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიის მეთოდით ტემპერატურული ველების გამოყენებით. აქვე შეიქმნა ლაბორატორიული ხელსაწყო, ცხოველებზე სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ.

ზვიად კოვზირიძე: “სიმსივნის გამომწვევი ერლიხის ადენოკარცინომა ჩამოგვაქვს კიევიდან. ადენოკარცინომა ცხოველებში შეგვყავს ინტრატუმორულად ნემსით ბეჭ ქვეშ. სამი კვირის შემდეგ, როდესაც სიმსივნე განვითარდება, იწყება მკურნალობა. ლაბორატორია „პათჯეო“-ში შესწავლილ იქნა ცხოველების ორგანოები-ფილტვები და ღვიძლი. დადგინდა, რომ მეტასტაზირებას ადგილი არ აქვს. ცხოველების (თეთრი ალბინოსი თაგვები ორი-სამი თვის) 12 ჯგუფზე ექსპერიმენტმა აჩვენა ერთნაირად დადებითი შედეგი. სტატიები გამოქვეყნდა აშშ იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში: JOURNAL OF CANCER THERAPY , რასაც მოყვა მაღალი დონის გამოხმაურებები. ჟურნალის -International Journal of Cancer Therapy and Oncology (IJCTO) მენეჯერი Sudarshan Singh წერს: “I have had an opportunity to read your excellent article entitled “Controlled Local Hyperthermia and Magnetic Hyperthermia of Surface (Skin) Cancer Diseases” published in Journal of Cancer Therapy. I believe that the findings from your article will be a great addition to the current literature in cancer therapy and oncology”

მივიღეთ წერილი აშშ ჟურნალების მსოფლიოში უდიდესი გაერთიანება (200 ჟურანალი) SCIRP-ის ცენტრალური ოფისიდან. ქალბატონი შირლი წერს: თქვენი ავტორობით გამოქვეყნებული სტატია „მართვადი ლოკალური ჰიპერთერმია და მაგნიტური ჰიპერთერმია კიბოს ზედაპირული (კანის) დაავადებების სამკურნალოდ“ სიმსივნური თერაპიის ჟურნალში ინტერნეტიდან 397-ჯერ იქნა ჩამოტვირთული. გილოცავთ ამ დიდებული კვლევითი სამუშაოს შესრულებას. იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს თქვენი სტატიის წაკითხვა, დაგეგმილია შემდგომი სარეკლამო სამუშაო“ (თარგმანი დაცულია) დღეისათვის ამ სტატიის ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან შეადგენს 2093-ს, ხოლო ნახვა-30406.

პრეზენტაციები გაკეთდა 2010 წლის ოქტომბერში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე მასალათა პროცესების მეცნიერებაში თბილისში. კომისიამ ჰოლანდიელი პროფესორის ლუის ვინუბსტის თავმჯდომარეობით პირველი ადგილი ერთხმად მიანიჭა პრეზენტაციას „The Receiving and Study of Hematite Nanoparticles for Hyperthermia”.

2016 წლის აგვისტოში ქ. დრეზდენში კერამიკოსთა მეექვსე მსოფლიო კონგრესზე, სადაც მონაწილე ქვეყნების რაოდენობა იყო 47, ხოლო მონაწილე ფიზიკურ პირთა რაოდენობა 632, ჩვენმა პრეზენტაციამ: „Apparatus for treatment of proctologic (return) and cervix uterus cancer diseases by the method of local controlled hyperthermia” გაიმარჯვა და აიღო პირველი ადგილი.

ამას გარდა, პრეზენტაციები გაკეთდა კერამიკოსთა მესამე მსოფლიო კონგრესზე ოსაკაში 2010 წლის ნოემბერში, სადაც მონაწილე ქვეყნების რაოდენობა იყო 70, ხოლო მონაწილე პირთა რაოდენობა 2000. 2012 წელს ოქტომბერში, თბილისში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მასალათა პროცესების მეცნიერებაში. ლიმოჟში 2013 წლის ივნისში ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების (ეკს) მე-13 კონფერენციაზე, ტოლედოში ეკს მე-14 კონფერენციაზე 2015 წლის ივნისში, 2017 წლის ივლისში ბუდაპეშტში ეკს მე-15 კონფერენციაზე. ბანგკოკში 2017 წლის მარტში მესამე მსოფლიო კონგრესზე ჭკვიან მასალებში.

რვა წლის მუშაობის შემდეგ, ექიმი ონკოლოგებთან ერთად შეიქმნა ხელსაწყოები პაციენტების სამკურნალოდ 1. ზედაპირული სიმსივნური დაავადებებისა (კანის და კანქვეშა) -lEZI და 2.სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ lEZI -1. აპარატურები შეიქმნა სტუ ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების მასალათმცოდნეობის ცენტრში. ამჟამად აპარატურები გადატანილია კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში პაციენტებზე გამოსაცდელად.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური და სამკურნალო საშუალებების კვლევის ჯგუფში-ხელმძღვანელი პროფესორი ნ. ჯოგლიძე, აპარატურები გამოიცადა უვნებლობაზე.

კვლევის შედეგები და დასკვნა

„ამრიგად ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ზემოაღნიშნული მეთოდის გამოყენება ექსპერიმენტში ცხოველებისათვის უსაფრთხოა“.

მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიის მეთოდით სიმსივნური დაავადებების სამკურნალო აპარატი “LEZI” . დამზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების მასალათმცოდნეობის ცენტრში (ხელმძღვანელი პროფ. ზ. კოვზირიძე)(სურ. 1 ).

simsimnuri

მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიის მეთოდით პროქტოლოგიური (სწორი ნაწლავი) და საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადებების სამკურნალო აპარატი “LEZI 1”. დამზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების მასალათმცოდნეობის ცენტრში (სურ. 2 ).”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).