მთავარი » ქრისტიანობა

სიმდიდრეს მივყავართ ჯოჯოხეთისაკენ ან სიღარიბეს – სამოთხისაკენ? …

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2021 | 337 ნახვა

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი:

“მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს” იგავის მიხედვით (ლუკა 16, 19-31).

იყო ერთი მდიდარი, რომელიც მიწიერ სამოთხეში ნებივრობდა და იყო ერთი გლახაკი ლაზარე, რომელიც ერთი შეხედვით მიწიერ “ჯოჯოხეთში“ ცხოვრობდა. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარი და ჯოჯოხეთში აახილა თვალი…

გამოდის, სიმდიდრეს მივყავართ ჯოჯოხეთისაკენ ან სიღარიბეს – სამოთხისაკენ? რა თქმა უნდა, არა! ვიცით, რომ შესაძლებელია ადამიანმა
მიწიერით (მართებულად გამოყენებით) მოიპოვოს ზეციური, ზეციურით კი ,,მოირგოს“ და მოიწყოს მიწიერი (რითაც სრულად დაკარგოს ზეციური მადლი).

მაშ, როგორ შეიძლება ჩვენს ცხოვრებაშივე “ვაშენოთ” სამოთხე ან ჯოჯოხეთი?

იგავში მარტივად ჩანს, რა “მასალით” აგებს ადამიანი ჯოჯოხეთს:

მდიდარი მთელი ცხოვრება აშენებს აქ – “მიწაზე”: “იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას…”

მთელი ცხოვრება მას ემსახურებიან: “მამაო აბრაამ… მომივლინე ლაზარე”, ცდილობს, იქაც ისევ მოემსახურონ.

მას მთელი ცხოვრება არასწორად ესმის ჭეშმარიტება: “თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ”, სჯერა მხოლოდ სასწაულებისა და არა მართალი სიტყვისა… მხოლოდ მიწიერი სიამოვნება, სხვისი მომსახურება და არასწორი რწმენა –
აბრაამი ამხელს მის არასწორ ცოდნას და ვისაც კიდევ აქვს გადარჩენის შანსი, მათ მიმართავს, რომ მხოლოდ მართალი სიტყვის მოსმენა და მიღებაა გადამრჩენელი:

“მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ“. და თუკი მათ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან…

სმენა, მსახურება და მართალის სიტყვის ცოდნა და აღსრულება –
ამიტომ, ვიყოთ უფრო მსმენელნი (ვიდრე მასწავლებელი) და მიმღები მართალი სიტყვისა;
გვიყვარდეს მსახურება, ვიდრე მომსახურება;
ვეძებოთ მართალი სიტყვა და არა – სასწაულები…
და ვერც მიწიერი სიგლახაკე გაგვაღარიბებს და ვერც ამქვეყნიური სიმდიდრე წაგვართმევს სულიერს…”

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი