მთავარი » ქრისტიანობა

სიმდაბლე – ყველა სხვა სათნოებათა სამკაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.08.2020 | 168 ნახვა

სიმდაბლე – ყველა სხვა სათნოებათა სამკაულია; სიმდაბლის გარეშე არავითარი წარმატება არ მიიღწევა (წმ. ამბროსი მედიოლანელი), როგორც გონიერი სახლის მშენებელი ეძებს საძირკველს და სანამ კლდეს არ იპოვის, შენებას არ დაიწყებს, ასევე უნდა მოიქცეს ის კაცი, რომელსაც თვისი სულიერი სახლის აშენება სურს, და სიმდაბლის საძირკველზე უნდა აღაშენოს იგი.

სიმდაბლე კაცის ცნობიერებისათვის ის არის, რაც ფესვი მცენარისათვის. თუ მცენარეს მთელი და მაგარი ფესვი აქვს, მისი რტოები მრავალგზის რომ მოჰკაფონ, ახალ რტოებს მაინც გამოიღებს. მსგავსადვე, თუ კაცს სულში მტკიცე სიმდაბლე აქვს, რაგინდ მრავალი ჭირი და განსაცდელი ეწიოს, იგი არ წარწყმდება. წმ.იოანე ოქროპირის სწავლებით, სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ სრული და ღმრთისადმი დაახლოებული კაცი იყოს. თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციერნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ. სიმდაბლის შესაძენად პირველი საშუალება უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მისი თვისებების მარადის წარმოდგენა და მასზე დაფიქრებაა. თუ ძე ღმრთისა ზეცით გარდამოხდა, ხატი მონისა მიიღო, ყოველგვარი მწუხარება, დამდაბლება, გაკიცხვა, ნერწყვა, გვემა, ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა, ჩვენ – მიწა და ნაცარი – როგორ არ უნდა ვიყოთ მდაბალნი, რით უნდა ვიამპარტავნოთ? თუ გინდა სიმდაბლე მართლა შეიძინო, ყოვლდღე დილით და საღამოს შენი ლოცვა დაამთავრე დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით: გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, ღმერთო, შემეწიე მე.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი