მთავარი » ქრისტიანობა

“სიკეთე უნდა ვთესოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ვიყოთ ურთიერთის მიმართ კეთილისმყოფელნი, რათა მშვიდობა სუფევდეს ჩვენ გარშემო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.11.2021 | 1,101 ნახვა

ახლა შობის მარხვა დგას. მთელი მარხვის განმავლობაში ადამიანი განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს, დააგროვოს სულიერი საუნჯე. ამისათვის მხოლოდ საჭმლის მიღებისაგან თავის შეკავება საკმარისი არ არის. ყოველმა ჩვენგანმა, უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ვიყოთ ურთიერთის მიმართ კეთილისმყოფელნი, რათა მშვიდობა სუფევდეს ჩვენ გარშემო.

ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, რწმენასთან, სიყვარულსა და სასოებასთან ერთად, სულიერი საუნჯეა. უფალი ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი იქ არის გული შენი“.

ადამიანებს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა არის საუნჯე. ზოგიერთისთვის მთავარია მატერიალური სიმდიდრე და ძალიან ბევრს ფიქრობს მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რა ჭამოს, რა სვას, სად იცხოვროს; თუ ერთი სახლი აქვს – ათი უნდა, თუ ერთი მანქანა აქვს – მეორეს შეძენაზე ოცნებობს, თუ ფული დააგროვა – მეტის მოპოვების სურვილი უჩნდება.

მაგრამ არიან ადამიანები, მორწმუნენი, სულიერად მოაზროვნენი და ეკლესიურნი, რომელთაც ძალიან კარგად ესმით სიტყვები უფლისა: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. ჩვენ კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმით, რომ უფალი გვაძლევს პურს ჩვენი არსობისას. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება პური, არამედ ყოველივე ის, რაც ადამიანს საარსებოდ სჭირდება…

მიწიერი საუნჯის მომგროვებლის გული მიწაზეა. თუ გული მიწიერსაა მიჯაჭვული, სულიერი მას უკვე არაფრად სჭირდება და მისთვის იგი უცხო ხდება…

ბედნიერია ის პიროვნება, ის გვარი, ის ერი, რომელიც სულიერ საუნჯეს აგროვებს. უნდა ითქვას, რომ ქართველი ხალხი მუდამ ცდილობდა სულიერი საუნჯის მოპოვებას“.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 2001 წლის ქადაგებიდან

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №51, 2001 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი