მთავარი » ჯანმრთელობა

შვრიის სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.11.2016 ერთი კომენტარი | 11,049 ნახვა

ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ცნობილია 70-მდე სახეობა. საქართველოში მხოლოდ 2 სახეობის შვრიაა გავრცელებული – ჩვეულებრივი შვრია და ბიზანტიური შვრია. მისი მარცვალი შეიცავს: ცილას, ცხიმს, სახამებელს, B ჯგუფის ვიტამინებს, ქოლინს, აგრეთვე შვრია შეიცავს ამინომჟავებს, მათ შორის გლუტამინის მჟავას, მდიდარია E, PP, B1, B2, B3, B6 და სხვა ვიტამინებით.

ნახშირწყლების, ცილების, ცხიმებისა და ვიტამინების კომპლექსის პროცენტული შემცვლელობის გამო შვრიის მარცვალი კარგ დიეტურ და სამკურნალო პროდუქტადაა აღიარებული. შვრიის ლორწოვან ნახარშს იყენებენ ასთენიის, ვირუსული ჰეპატიტის, გასტრიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების სამკურნალოდ.

შვრია გამოიყენება დერმატოლოგიაში კანის ნორმალური ტროფიკის შესანარჩუნებლად. ნიღაბი გამოიყენება კოსმეტიკური მიზნით მობერებული და ფერმკრთალი კანის დროს.

შვრიის ფაფა შეგვიძლია ყოველ დილით მივიღოთ. ის არეგულიერებს სისხლის მიმოქცევას და აკონტროლებს ცხიმის ათვისებას, ანაზებს კანს, თმებს აბზინვარებს, სწევს ქოლესტერინის დონეს, დადებითად აისახება ჩვენს განწყობაზე, სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

როგორც გამოკვლევებმა დაადასტურა, შვრია არეგულიერებს არტერიულ წნევას და ეფექტურია ჭარბი წონის დროს. შვრია სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს არტერიულ წნევას.

შვრიის ნაყენს აქვს სიცხის დამწევი, შარდმდენი თვისება, ხსნის გადაღლილობას, შველის უძილობას, რეკომენდებულია შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.

ნაყენის მოსამზადებლად ყვავილობის პერიოდში ახალი მოკრეფილი 3-4ს/კ ღეროებს დავასხათ 1ჩ/ჭ არაყი და გავაჩეროთ 15 დღე. უნდა მივიღოთ 30 მლ წყალში გახსნილი 20 წვეთი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ბრონქიტის დროს – შვრიის 1/2 ჩ/ჭ მარცვალს დავასხათ 2 ლ რძე, შევდგათ აირღუმელში 2 საათით, შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ 1 ჩ/ჭ თბილი ნაყენი ღამით. მიღება შეიძლება გამოჯანმრთელებამდე.

ცისტიტის დროს – 1) 1ჩ/ჭ შვრიის მარცვალს დავასხათ 250 მლ წყალი, გავაჩეროთ წყლის ორთქლზე, ვიდრე წყალი არ განახევრდება. ნახარშს დავამატოთ 2ჩ/კ თაფლი და მივიღოთ 1/2 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში (მნიშვნელობა არა აქვს, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ).

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი