მთავარი » ქრისტიანობა

შენდობის ლოცვა – 26.02.2017

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.02.2017 | 11,004 ნახვა

პატრიარქი 26 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა ჩაატარა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ადამიანს სიცოცხლეშივე ეძლევა არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის:

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია ადამიანი, ირჩევს მარცხენა მხარეს, თუ კეთილია – მარჯვენას. ადამიანი ბოროტი რომ დააყენოს უფალმა მარჯვენა მახარეს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას. ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. გარშემო ცოდვებით ვარ მოცული და ამ დროს უფალი გვაძლევს ჩვენ მადლსა სულისა წმიდისა. სულიწმინდა არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. სულიწმინდა შეგვეწევა ჩვენ. არ შეგეშინდეთ. ღმერთი ჩვენთან არის. ღმერთი შეგვეწევა. ბოროტი დაითრგუნება.

მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება. მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხვდებით მწუხარებას, ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთმინებას”.

უწმინდესმა ქადაგებისას მრევლს შენდობა და ლოცვის აღვლენა სთხოვა:

“დღევანდელ დღეს ჩვენ შევყურებთ ცას, შევყურებთ ღმერთს და ვთხოვთ უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი და მე ცოდვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეგთხოვთ, აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი