მთავარი » ჯანმრთელობა

რა რისკი ახლავს შემწვარი საკვების ყოველდღიურად მიღებას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.07.2017 ერთი კომენტარი | 2,475 ნახვა

კარტოფილი ფრი, ჩიფსები, შემწვარი საკვები ხელმისაწვდომი და გემრიელია… თუმცა, რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით ამ საკვების მიღებისას, ცალკე თემაა. მზითვის წიგნი არის თუ არა საზიანო და რა გავლენა აქვს ასეთ საკვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე? “ამბიონს” ამ თემაზე ესაუბრა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, მედეა ამაშუკელი:

“ჩვენი ჯანმრთელობისთვის სწორ კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შემწვარი საკვები უდაოდ გემრიელია, მაგრამ – არასასარგებლო. შეწვის პროცესში საკვები კარგავს ვიტამინებს და შეიწოვს დიდი რაოდენობით ცხიმს, რაც 3-4-ჯერ ზრდის მიღებული კალორიების რაოდენობას. ფართომასშტაბიანი სამედიცინო კვლევებით დადასტურდა, რომ შემწვარი საკვების ყოველდღიური მიღებისას იზრდება სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, ცერებრული ინსულტის და ონკოდაავადებების რისკი. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ავკრძალოთ რაციონში შემწვარი საკვები, უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ კვირაში 2-ჯერზე მეტად.”

არსებობს ორგანიზმისთვის სასარგებლო ცხიმი? როგორ უნდა გავარჩიოთ სასარგებლო და მავნე ცხიმები?

ცხიმი ერთ-ერთი აუცილებელი საკვები პროდუქტია. ზოგიერთი ვიტამინი (A, D, K, E ვიტამინები), ცხიმის გარეშე არ შეიწოვება ორგანიზმში, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მაღალკალორიული პროდუქტია და მცირე რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი ჩვენს რაციონში. გარდა ამისა, აუცილებელია ვიცოდეთ სასარგებლო და არასასარგებლო ცხიმის გარჩევა. ორგანიზმისთვის სასარგებლოა უჯერი ცხიმები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ზეითუნის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, ნიგოზი, თხილი, ნუში, მიწის თხილი, თევზის ცხიმი. არასასარგებლოა ე.წ. ნაჯერი ცხიმები, რომელიც შედის ცხოველურ პროდუქტებში: კარაქში, ერბოში, ნაღებში, ყველში, ცხოველის ცხიმში, ძეხვეულში. ხშირად ჰგონიათ, რომ მცენარეული ცხიმი ყველა სასარგებლოა, რაც სამწუხაროდ არ შეესაბამება სიმართლეს, მაგალითად ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, კაკაოს ზეთი შეიცავენ ნაჯერ ცხიმებს, ამიტომ არასასარგებლოა.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ყველაზე საშიშ ტრანს-ცხიმებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ზრდიან დაავადებების რისკს. აღნიშნული ცხიმები შედის მცენარეულ მარგარინებსა და სპრედებში, რომელთაც მასობრივად იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის და სწრაფი კვების პროდუქტების დამზადებისას. დიდმა და ავტორიტეტულმა საკვების მწარმოებლოებმა აშშ-სა და ევროპაში საერთოდ აკრძალეს მარგარინების გამოყენება.

მზითვის წიგნი რა შეიძლება გაკეთდეს ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად ?

ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად აუცილებელია რამოდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:

უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ ან მსუბუქად მოთუშულ საკვებს;

შესაწვავად გამოიყენეთ გრილი ან შამფური და არა – ტაფა;

რეგულარულად მიიღეთ ზეითუნის ზეთით დამზადებული სალათები, ნიგოზი, თხილი, ნუში;

მიიღეთ თევზი მინიმუმ კვირაში ორჯერ, რადგან ის გულისთვის სასარგებლო ცხიმს შეიცავს;

მოერიდეთ საკონდიტრო ნაწარმს და სწრაფი კვების ობიექტებს;

მცენარეული მარგარინების და სპრედების გამოყენებას ნაღების კარაქის მიღება სჯობს, თუმცა შეზღუდული რაოდენობით;

აუცილებლად წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი, არ შეიძინოთ, თუ მასში არის მოხსენიებული ტრანს-ცხიმები, ჰიდროგენიზებული ან ნაწილობრივ-ჰიდროგენიზებული ცხიმები.

როგორი ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ და დღევანდელი ბაზარი თუ აკმაყოფილებს მოთხოვნებს?

დღეს საბედნიეროდ დიდი არჩევანის საშუალება გვაქვს, ბაზარზე გვხვდება მრავალი სახის მზესუმზირის, ზეითუნის, სიმინდის ზეთი. დიდ სუპერმარკეტებში შეხვდებით სელის, თხილის, რაფსის და სხვა ზეთებსაც. მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ მაინც გადაწყვეტთ საკვების შეწვას, გამოიყენეთ რაფინირებული მზესუმზირის ან სიმინდის ზეთი, სხვა ზეთები გაცხელებისას აბსოლუტურად კარგავენ სასარგებლო თვისებებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი