მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქმა შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.10.2017 | 1,460 ნახვა

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომ ამ დღეს, დილის 10.00 საათიდან 15:00 საათამდე ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაეხმარონ გაჭირვებულთ და სიკეთე გააკეთონ ქვეყნისთვის.

”ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანთა შორის იყოს კონფლიქტი. ადამიანთა შორის უნდა იყოს მშვიდობა. დიდება უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მადლს, რომელიც უძლურთა მკურნალია და ნაკლულებათა ამავსებელია. ჩვენ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ გვაკლია ერთობა, გვაკლია ერთმანეთის თანადგომა. გადავწყვიტეთ ასეთი დღე ყოფილიყო ხუთშაბათი, მაგრამ ეს შეიცვალა, რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღეა და ხალხი სამუშაოს არ უნდა მოვწყვიტოთ. ამიტომ შაბათ დღეს გადავიტანეთ. ამ დღეს დილის 10.00 საათზე დაიწყება შეკრება, 12.00 საათზე იქნება სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ ისევ თანადგომა, საუბრები და საქმიანობა ადამიანთა შორის – 15:00 საათამდე. ე.ი. დილის 10.00-დან 15.00 საათამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაჭირვებულს დავეხმაროთ და ქვეყნისთვის სიკეთე გავაკეთოთ”, – ბრძანა ილია მეორემ.

აქვე მან მრევლს მიმართა, რომ აკეთონ სიკეთე და სიკეთე უკან დაუბრუნდებათ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი