მთავარი » ჯანმრთელობა

სეზონური გრიპი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.02.2020 ერთი კომენტარი | 1,192 ნახვა

საქართველო, გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსების ზედამხედველობას ახორციელებს მთელი წლის განმავლობაში, შესაბამისად, საზოგადოებას (მოსახლეობასა და სამედიცინო ქსელს) დროულად აწვდის ინფორმაციას, როგორც მოცირკულირე ვირუსების, ასევე იმ პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ, რომელთა გატარება მიზანშეწონილია ამ თუ იმ ეტაპზე.

ზოგადად, საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით მიზანშეწონილია გრიპის პროფილაქტიკის სამი საკვანძო ასპექტი:

  1. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია – რაც იცავს გრიპის მძიმე მიმდინარეობისგან ან ლეტალური გამოსავლისგან; ჯანმო ავრცელებს რეკომენდაციას, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არასდროსაა გვიან;
  2. დაავადებულთა კონტაქტების შემცირება – რაც იცავს საზოგადოებას დაავადების გავრცელებისგან.
  3. დროული ადექვატური მკურნალობა (ანტივირუსული პრეპარატებით) ექიმის დანიშნულებით – რაც მცირედ ამცირებს გრიპით ავადობის ხანგრძლივობას (1- 1,5 დღით) და იძლევა მძიმე მიმდინარეობისას კეთილსაიმედო პროგნოზს.

გრიპის ვირსუსი ცირკულაციისას :
დაავადებულთა კონტაქტების შემცირება:
თუ ადამიანს გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები: უცაბედად დაწყებული მაღალი ცხელება (38 გრადუს C და მეტი), ყელის ტკივილი, ხველა და სერთო ინტოქსიკაცია (კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი)

• მაქსიმალურად უნდა მოერიდოს საზოგადოებრვი თავშეყრის ადგილებს;
• სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონეპირები;
• ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;
• განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;
• ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;
• გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.
• სივრცეები სადაც იმყოფება/იმყოფებოდა დაავადებული საჭიროებს სტანდარტულ
სანიტარულ დასუფთავებას სველი წესით, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოების გარეშე;
• რეკომენდებულია სათავსების ხშირი განიავება. დროული ადექვატური მკურნალობა (ანტივირუსული პრეპარატებით) ექიმის დანიშნულებით
• გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, გახანგრძლივებული ცხელება (38 გრადუს C მეტი 3 დღის შემდგომ), ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
• გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს, როდესაც ქვეყანაში
დადგენილია გრიპის ვირუსის ცირკულაცია, სპეციალური ლაბორატორიული კვლევები გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.
• გრიპით დაავადებულთა სამკურნალოდ არ გამოიყენება ანტიბიოტიკი!
• გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება ე.წ. ანტივირუსული პრეპარატები
oseltamivir, zanamivir, peramivir.

სამედიცინო დაწესებულებაში გრიპისპრევენციისა და კონტროლისრეკომენდაციები

• გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
• შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
• პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;
• სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელის ჰიგიენის წესები;
• სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;
• სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პაციენტთან ფიზიკური კონტაქტის დროს გამოიყენოს ერთჯერადი ხელთათმანი;
• სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;

• სამედიცინო დაწესებულებები ანტივირუსულ თერაპიას იწყებენ კლინიცისტის გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირების გარეშე, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების საფუძველზე

წყარო: www.ncdc.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Liana Hoffmann says:

    Sezonuri grippi werapers dagaklebt tu kowel sagamos chachs ,niors da nachschirs natechs,lobios marcwlis sididis schetschamt, daicaws s cheulskowelgwari daawadebisgan,da asewe dewnis borot suls ,romelic uchilawia ,chshirad gadmodis cinaprebidan, scheachsenet ertimeores,ar daisarot -sarebi ra schuaschia? gadaecit koweltwis kargi ,rom mowides shentan sikete.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი