მთავარი » მთავარი თემა

შესაწირავი – მოწყალების საქმე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.02.2021 | 115 ნახვა

შესაწირი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქველმოქმედება და სიკეთე, ვინმეს ნუგეშინისცემა, ფიზიკური შრომა გარდაცვლილის სახელზე და ა.შ. მიცვალებულის სახელზე შეგვიძლია გავიღოთ აგრეთვე თანხა. ფული შეგვიძლია დავურიგოთ გლახაკთ (რასაც ქრისტიანი სისტემატურად უნდა აკეთებდეს. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს კურთხევით, მორწმუნე უნდა ზრუნავდეს ერთი გაჭირვებული ადამიანისთვის მაინც, რომელსაც სისტემატურად დაეხმარება); ფული ასევე შეგვიძლია შევწიროთ ეკლესიას ან მიცვალებულის სახელზე მოვახმაროთ რაიმე კეთილ საქმეს.

რასაკვირველია, ამქვეყნად ჩვენთვის უცნობია, თუ რა ხვედრი ელის თითოეულს სიკვდილის შემდგომ, მაგრამ სიყვარულით ლოცვა ფუჭი არასოდეს იქნება. თუ ჩვენი მიცვალებული მოყვასნი ღირსნი შეიქმნებიან ზეციური სასუფევლისა, მაშინ მათდამი ლოცვებს ჩვენზე ლოცვითვე უპასუხებენ. თუკი ჩვენი ლოცვები უძლური იქნება მათ შეეწიოს, ყოველ შემთხვევაში, ისინი ჩვენ არას გვავნებენ, ფსალმუნთმგალობლის სიტყვებით: „…ლოცვაჲ ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს“ (ფსალმ. 34, 13); მაცხოვარმა კი ბრძანა: „…მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ“ (მათ. 10, 13), – პირიქით, სასარგებლონი არიან.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი