მთავარი » ქრისტიანობა

შესაწირავი – მადლობის გამოსახატად ღმერთს შეგვიძლია შევწიროთ ჩვენი შრომის ნაყოფი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.05.2022 | 119 ნახვა

მადლობის გამოსახატავად ღმერთს შეგვიძლია შევწიროთ ჩვენი შრომის ნაყოფიც. ეს შეიძლება იყოს ეკლესიის ინვენტარი, დაწყებული მოსახსენებელი სახელების ჩამოსაწერი სულ უბრალო კალმისტრითა და მცირე ზომის ფურცლებით და დამთავრებული საეკლესიო ნივთებითა თუ რელიქვიებით, ბევრ ოჯახში რომ ინახება. ეს შეიძლება იყოს პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ღვთისმსახურებისას: ხორბალი, ღვინო და ზეთი, აგრეთვე ცვილი – სანთლის დასამზადებლად, ან უკვე მზა სანთელი ღმრთისმსახურებაში გამოსაყენებლად; აგრეთვე ნებისმიერი სხვა პროდუქტი თუ დამზადებული საჭმელი (განსაკუთრებით დიდი მადლია ამის შეწირვა მონასტერში).

დანთებული სანთელიც შესაწირავია, აგრეთვე, „საღმრთო“ ანუ საკლავიც, მაგრამ მათ ცალკე განვიხილავთ.

და ბოლოს, ღმერთსა და მის ეკლესიას შეგვიძლია შევწიროთ თანხაც – სხვადასხვა საჭიროებისათვის. ეკლესიაში დგას სალაროები. ზოგი მათგანი ტაძრის შესაკეთებლადაა განკუთვნილი, ზოგი – ეკლესიის ხარჯებისათვის, ზოგი – გაჭირვებულთა თუ მრავალშვილიანთა დასახმარებლად, ზოგი – მოძღვრის პირადი საჭიროებისათვის.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილის აღსრულება მორწმუნე ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურ ყოფას უნდა შეადგენდეს. ყოველი ქრისტიანი ვალდებულია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ასრულებდეს; მისი ყოველი საქმე, ყოველი წუთი ყოველი ფიქრი და სუნთქვა ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ჩვენი უძლურების, ჩვენი დაცემული ბუნების გამო იძულებულნი ვართ საკუთარ თავს სიკეთის ქმნის გარკვეული ნორმა დავუდგინოთ; მადლობის ნიშნად კი ადამიანმა დამატებით უნდა იღვაწოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანებსაც, ვინც უშუალოდ გაგვიკეთა სიკეთე. შეიძლება ვილოცოთ მათთვის, ან მათ სახელზე ვაკეთოთ კეთილი საქმე, ან შევწიროთ ღმერთს ჩვენი შრომა თუ შრომის ნაყოფი, ან მოვნახოთ ფორმა მათი სიკეთის მატერიალური ანაზღაურებისათვის. მადლობის გადახდა ორივე მხარეს ახალი სიკეთის ქმნის ძალას აძლევს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში მადლობა შეიძლება დაფარული იყოს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს, მადლობა არ უნდა ვითხოვოთ და თუ იგი ადამიანისაგან მოგვაკლდება, ღმერთი ბევრად მეტს მოგვცემს.

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი
წესი ქრისტიანის ცხოვრებისა
წყარო: www.orthodoxy.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი