მთავარი » სხვადასხვა

სერიალებიდან გადმოდენილი ვნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.07.2009 11 კომენტარი | 7,421 ნახვა

გონების ფილტრაცია აგვარიდებს ცოდვას

დონა ბარბარადღევანდელი სატელევიზიო ეთერი სერიალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ადამიანს მისი ძებნა არ სჭირდება, ის ნებისმიერ დროს გადის ეთერში და ხშირად ახსენებს მაყურებელს თავს. შედეგად, სერიალებმა ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა, მათ სხვისი ცხოვრებით უხდებათ ცხოვრება. რამდენად მართებულია ეს ფსიქოლოგიური და ეკლესიური თვალსაზრისით, რა უნდა გააკეთოს მაყურებელმა, რომ მისგან თავის დაღწევა შეძლოს და რა გავლენას ახდენს სერიალი ადამიანზე?

სოფო ვერულაშვილი (ფსიქოლოგთა, ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი): “სერიალი არის ადამიანებზე დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მომხდენი. ყველაზე მოქმედებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებზე. მაყურებელი სერიალს, ერთხელაც თუ თვალს მოჰკრავს, სურვილი უჩნდება გაიგოს, რა ხდება შემდეგ. მერე ეჩვევა გმირებს, მუსიკას… რეკლამაში კი ის მნიშვნელოვანი ნაწილია მოწოდებული, რომელიც დააინტერესებს ადამიანს.

სერიალში გაწელილია რაღაც ამბავი და ისტორია, ჩადებულია ინტრიგები, რომელიც აინტერესებს და საკმაო დილემის წინაშე აყენებს ადამიანს, თავის გადამოწმების თვალსაზრისით. სერიალებს, ხშირ შემთხვევაში, მხატვრული თვალსაზრისით არანაირი ღირებულება არ აქვს.

ადამიანზე სერიალი უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვიდრე ჩვეულებრივი სრულმეტრაჟიანი ფილმი. მისი გმირები ხდებიან მაყურებელთა ყოველდღიური ცხოვრების დანამატები. ამიტომაც არის, რომ საქართველოში ბევრი არგენტინული და ბრაზილიური სახელი გახდა პოპულარული. ახალშობილებს ასეთ სახელებს სწორედ სერიალის გმირის სიყვარულით არქმევენ. სერიალის მსახიობებს ხშირად ბაძავენ. ასევე, ხშირია, სერიალის დამთავრების შემდეგ გმირებთან განშორებით გამოწვეული დეპრესიები.

რა თქმა უნდა, ბევრ სერიალში არის დადებითი სიუჟეტები და აგებულია ადამიანურ, ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ეს კარგია. მაგრამ არის კულტურულად განსხვავებული სერიალები, სადაც მამიდაშვილებისა და ბიძაშვილების ქორწინება მიღებულია. თუ გვინდა, ჩვენს კულტურულ ღირებულებებს ძირი არ შევურყიოთ, არ უნდა დავუშვათ ასეთი სერიალების ჩვენება. ყველაზე კარგია, თუკი არ უყურებ არც ერთ სერიალს და დაზღვეული ხარ მისგან დამოკიდებულებისაგან”.

სერიალიმამა იოსები (წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესიის მოძღვარი): “ადამიანს ღვთისგან ბოძებული თავისუფალი ნება აქვს და უნდა მიხვდეს, რომ სერიალის ყურება არ არის სასიამოვნო. რადგან ის უკან წევს ადამიანს სულიერად. ადამიანი ვნებებს ეძიებს და მათ სწორედ იქ პოულობს, მერე ბევრ რამეს იქიდან იღებს, მაგრამ არ გამოდის ბევრი რამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ სერიალები სხვა მისიას ასრულებს და ადამინი მახეში ებმება. ყველა სერიალშია ვნება, იგივე შური, ურთიერთდაპირისპირება, არაჯანსაღი სიყვარული. სიყვარული ღმერთისგან მომდინარეობს. ვნება არ არის ღვთისაგან. სერიალის ყურების მაგივრად სჯობს სულისთვის სასარგებლო საქმეს მოკიდოს ხელი.

XXI საუკუნეა, ტელევიზორის ყურებას ადამიანი ვერ აიკრძალავს. გონების ფილტრაციაა საჭირო, ყველაფერი კი არ უნდა მივიღოთ, არამედ დადებითად უნდა გარდავსახოთ საკუთარ სულში შემომავალი ესა თუ ის მოვლენა. თანამედროვე ადამიანი ერთი ხელის მოსმით ვერ შეძლებს, რომ ამ ყველაფერს მოწყდეს. ვინც აღმატებულ მსახურებაშია ამის მოთხოვნილება უკვე აღარ აქვს. როცა ეკლესიაში დადიხარ, ქადაგებებს ისმენ, ღმერთი გიჩვენებს, როგორ აარიდო თავი ამა თუ იმ მოვლენას, რომ ცოდვაში არ ჩავარდე. ამას დიდი გონება და სიბრძნე სჭირდება”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • მაია says:

    ზალიან კარგი სტატიაა საკმარისად არის გაცემული პასუხი,რატომ არ უნდა ვუყუროტ ყველაფერ სისულელეს ტელევიზორში

  • ნელი says:

    სტატია ნამდვილად კარგია,სერიალებს როგორც ინფორმაცია რაღაც ამბავს შეიძლება ისე უყურო, არ არის აუცილებელი ცუდი აითვისო, ასე ნაწარმოებიც შეიძლება იყოს მდარე და მიუღებელი, უბრალოდ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე ნათესავების ქორწინებას ვერ ვეგუებით. მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამიტომ ფილმის ისტორია იქვე უნდა დატოვო და იმ ქვეყნის კინემატოგრაფიას გაეცნო,მაგრამ არ მიიღო.რაც მთავარია ბავშვებში ესა თუ ის მოვლენა ფილმებისა არ მიიღონ,ამიტომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის გამო.

  • სოფო says:

    ვაღიარებ რომ ძლივს გადავეჩვიე ამ სულელური სერიალების ყურებას,რომელიც მართლაც სულის ამაფორიაქებელია და მეტი არაფერი,ამას ჯობია კარგი ჯანსაღი შინაარსის ფილმი ნახო ადამიანმა.

  • ნათია says:

    კარგი სტატიაა…
    ძალიან პრობლემური საკითხია მართლაც სერიალები…
    მე ნამდვილად არ ვუყურებ. აი, ჩემი 6 წლის ძმისშვილს კი სერიალიდან რომ გადაურთო, შეიძლება გადაირიოს :(
    უბრალოდ მთელი დღის მანძილზე სხვა არაფერი გადის ტელევიზორში. მის ყურებას კი უბრალოდ ვერ ვუკრძალავთ.

  • ნინა says:

    ტელევიზიის დიდი პრობლემა: რას უნდა უყურონ მაშინ როცა მთელი დღე სერიალები გადის… ფაქტიურად დიასახლისს სხვა გზა არ აქვს, ამიტომ დაკავებულები არიან ისეთი არაფრისმომცემი გასართობი საშუალებით როგორიც სერიალია…

  • qeti says:

    მაგარი უაზრობაა სერიალები ვერ გამიგია ადამიანმა რატო უნდა იცხოვროს სხვისი ცხოვრებით არადა ადამიანთა უმეტესობა ვინც სერიალს უყურებს გადართულია გმირების პრობლემებზე და ხშირად საკუთარიც ავიწყდება :(

  • სოფო says:

    ძალიან კარგი სტატიაა.ეს ჟურნალიც ძალიან მომწონს.რაც შეეხება სერიალებს.მესმის მოძღვრების აზრიც და მართალიაცაა რომ რაღაცნაირად თითქოს დემონურადაც დამოკიდებული ხდები ამ საშინელ სერიალებზე.მაგრამ ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს ,რომლებიც ასევე აფასებენ სერიალებს და იმეორებენ მოძღვრების ნათქვამს,თვითონ კი ყველა უკლებლივ ან უყურებს ან უყურებდნენ წარსულში ამ საპნის ოპერებს.უფალმა მოგაპოვებინოთ ასეთი წმინდა გული ,როგორც აქ თავი მოგაქვთ.მაგრამ უმჯობესი იქნებოდა რომ იმ საშინელ ცოდვებს ებრძოლოთ უფრო საქართველოში მართლა საპნის ოპერების გმირებივით როა საზოგადოება გადაქცეული.ვინ ვისი ე წ და ვინ ვისთან დასეირნობს ვერ გაიგებ.თითქმის ყველა საპნის ოპერის რეჟისორს მოენატრება ისეთი სცენარები რაც მანდ ხდება.მართლმადიდებლური ერი რომელსაც თავი ყველაზე მორწმუნე და ეკლესიური გონია ასე არ უნდა იქცეოდეს.აღარც კაცი იცავს ოჯახის სიწმინდეს და აღარც ქალი.როგორ დავიჯერო რომ ეს ყველაფერი მართლა სერიალების გავლენის ბრალია და არა ქართველთა უზნეობის გამოვლინება.მე სერიალებს არ ვიცავ ღმერთმა დამიფაროს.მე უბრალოდ იმაზე მიგანიშნებთ რომ მხედველობის მიღმა რჩება ისეთი რამის კომენტირება როგორც ნარკომანია და მრუშობაა ,რაზეც ძალიან გული მწყდება.

  • მარი says:

    გეთანხმები სოფო. ახლანდელ დროში შეიძლება ვიღაცა სერიალს არ უყურებდეს, მაგრამ ისე ცხოვრობდეს რომ სერიალში მიმდინარე მოვლენები მოსაგონი გახდეს….

  • gurjneli says:

    eklesiuri cxovrebit namdvilad movikochleb, magram sxvisi cxovrebit daintereseba, gansja da choraoba(( amazrzenia da sakutar cxovrebis da ojaxis did tormuzia!!! bdzashvilis gamimavi, magram mainc ketili an kaitipi(( amazrzenia((( rialobashi ar aris sakmarisi problemebi?!?!(( turqi sirebis problemebit tavi rom ar davabindzuro?!?!(((

  • gurjneli says:

    eklesiuri cxovrebit namdvilad movikochleb, magram sxvisi cxovrebit daintereseba, gansja da choraoba(( amazrzenia da sakutar cxovrebis da ojaxis did tormuzia!!! bidzashvilis gajimva, magram mainc ketili an kai tipi(( amazrzenia((( rialobashi ar aris sakmarisi problemebi?!?!(( turqi sirebis problemebit tavi rom ar davabindzuro?!?!(((

  • tamari says:

    საქართველოში ყველა უზნეობის თუ ამორალობის გამოვლინებას სერიალებს აბრალებენ.ეს სერიალის კი არა ადამიანის ბრალია.მართალია მე არ ვუყურებ საპნის ოპერებს მაგრამ ვერ წარმომიდგენია რამე ცუდი საქციელისკენ მიბიძგოს ამ გამოგონილმა სიუჟეტებმა.მე არ ვარ სერიალების კატეგორიული წინააღმდეგი რა ქნას დიასახლისმა მთელი დღის განმავლობაში როცა არც ერთ არხზე სერიალის გარდა არაფერი არ გადის თუმცა რატო უნდა დავკარგოთ ძვირფასი დრო იაფფასიანი ისტორიების საყურებლად ვერ ვხვდები.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი