მთავარი » საზოგადოება

რა შემთხვევაშია გამართლებული “შერეული ქორწინება”?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2010 9 კომენტარი | 11,867 ნახვა

ტატიანა კაცაძემართლმადიდებელი ადამიანის უპირველესი მოვალეობა, იცხოვროს ქრისტიანული ცხოვრების წესების დაცვით, შექმნას მტკიცე, ამავე პრინციპებზე დაფუძნებული ოჯახი და იაროს ღვთისაკენ მიმავალ გზაზე, ხშირად ადამიანების მიერვე განგებ არ სრულდება. უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრებისთვის მთავარი სიყვარულია, ეროვნებასა და სარწმუნოებას კი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ არცთუ იშვიათად გვსმენია ასეთი ოჯახების შექმნის შესახებ.

“ამბიონი” შეეცადა გაერკვია, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეების აქვს სხვადასხვა ეროვნებისა თუ სარწმუნოების ადამიანების დაოჯახებას.

ტატიანა კაცაძე (ტოლმაჩიოვა): “ჩემი მეუღლე დროებით რუსეთში მუშაობდა, ერთმანეთი შეგვიყვარდა და საქართველოშიც წამოვედი. აქ არავის ვიცნობდი. არ ვიცოდი ენა, ქართული სამზარეულო, მაგრამ ამას ხელი ჩემთვის არასდროს შეუშლია. გაჭირვებაც ერთად გადავიტანეთ. უფალმა ალბათ ასე გამოსცადა ჩვენი სიყვარული. 27 წელია ერთად ვცხოვრობთ და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს სრულყოფილი ოჯახი. ქორწინების შემდეგ კი მეუღლის გვარზე გადავედი.

თუ ადამიანებს შორის სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთგაგებაა, ოჯახის შექმნისას ეროვნებასა და ტრადიციებს არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მთავარი სიყვარულია. როცა ხედავ, რომ ადამიანი შენთვისაა შექმნილი და გიყვარს, გაითავისებ მის ტრადიციებს, ენას, ისწავლი კერძების დამზადებას… ადამიანებს შორის ნათესაური სულის სიახლოვე უნდა იგრძნობოდეს. კარგია ეროვნების სიწმინდე, მაგრამ რეალურად თუ გადავხედავთ – ყველა ეროვნება შერეულია. რამდენი ლაშქრობა იყო საქართველოზე, რამდენი დაქორწინდა უცხოელზე… ბევრი ქართველი ამბობს, რომ ქართველი ქართველს უნდა გაყვეს აუცილებლად და ამით შევინარჩუნოთ ჩვენი ერის სიწმინდე. მაგრამ რატომ უნდა შევიკავოთ თავი, როცა ქართველის ნაცვლად ცხოვრების გზაზე შეგხვდება სხვა ადამიანი, რომელიც უზომოდ გიყვარს. ცხოვრება ერთია და უნდა იცხოვრო ისე, როგორც გულს გაუხარდება და არ უყურო იმას რა ეროვნების არის ადამიანი.

ოჯახმა როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება?

ჩემი მხრიდან წინააღმდეგი არ იყვნენ, რადგან ჩემს მეუღლეში ხედავდნენ ვაჟკაცობას, შრომისმოყვარეობას, სიყვარულს, სულის სიწმინდეს და სხვა მრავალ ადამიანურ თვისებას. მაშინ იყო საბჭოთა კავშირი და საქართველო არც ითვლებოდა როგორც საზღვარგარეთი. ჩემი მამამთილი კი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო, მას ქართველი რძალი სურდა, მაგრამ მეუღლემ თავად მიიღო გადაწყვეტილება და დღეს ბედნიერები ვართ. გამსახურდიას დროს, თუ 2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომისას, ნაციონალური საკითხი არ მდგარა, ჩვენ ერთად განვიცდიდით ამ მდგომარეობას.

სარწმუნოების შეცვლა, რომ დაგჭირვებოდათ მაინც მიიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას?

ჩემთვის მთავარი იყო რომ ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. რელიგიასაც რომ გადავხედოთ – ღმერთი ხომ ერთია, უბრალოდ ყველას თავისებურად წამს. თუ ადამიანს უყვარხარ არ დაგაძალებს სარწმუნოების შეცვლას. ყველა ისე ილოცებს, როგორც უნდა. არა მგონია, ამას ოჯახზე ემოქმედა, ღმერთი ხომ ერთია.

რას ურჩევდით ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც სურთ სხვა ეროვნებაზე ქორწინება?

მთავარია, დავფიქრდეთ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ თუ არა. გავერკვიოთ ჩვენს თავში რამდენად გვინდა ამ ადამიანთან ყოფნა და დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია. უფროსი ქალიშვილი, ცოლად ისეთ მამაკაცს გაყვა, რომელსაც ქართული, სომხური, ოსური და ბერძნული სისხლი ურევია. ამის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. სამაგიეროდ ჰყავთ ლამაზი და ძალიან ჭკვიანი შვილი, მალე მეორე შვილიშვილსაც ველოდებით.

ქალბატონი ტატიანას მეორე ქალიშვილს უკრაინელი შეყვარებული ყავს, თუ რას ფიქრობს მისი ქალიშვილი მშობლების ქორწინებასა და როგორ აფასებს მათ ნაბიჯს, “ამბიონს” თავად ირმა კაცაძე ესაუბრა.

ირმა კაცაძე: “ერთხელ მამას ვკითხე, რატომ არ მოიყვანა ქართველი ქალი ცოლად და ხომ არ ნანობდა რუს ქალზე დაოჯახებას. მან კი მიპასუხა, რომ ცხოვრება ისეთი რამაა, ვერ განსაზღვრავ როგორ რა იქნება. მამას ქართველი შეყვარებულიც ჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ენაზე საუბრობდნენ, ერთმანეთს ვერ გაუგეს. დედასთან კი დამახინჯებული რუსულით საუბრობდა და მაინც ესმოდათ ერთმანეთის. მამა ბედნიერია, რომ ჰყავს შვილები და მას არასდროს უფიქრია, რომ დაოჯახებისას რაიმე შეცდომა დაუშვა.

მე უკარაინელი შეყვარებული მყავს, ალექსანდრე ინტერნეტით გავიცანი, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სიყვარული ორმხრივია. ვირტუალური ნაცნობობა დროთა განმავლობაში წყდება და იწყება რეალური ურთიერთობა. ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვმეგობრობდით. ბოლოს შეხვედრა გადავწყვიტეთ და ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ და ვაფასებთ ერთმანეთს. არც მშობლები ყოფილან ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი, ძალიან მოეწონათ ბიჭი. დღეს იშვიათობაა, მამაკაცი იყოს ზრდილობიანი, კარგი ოჯახის შვილი. მადლობა იმ მშობლებს, ვინც ნამდვილ ადამიანს გაზრდის. ჩემს შეყვარებულს ურევია უკრაინული, რუსული და ქართული სისხლი. მაგრამ ჩვენ ეროვნებას არ ვაქცევთ ყურადღებას”.

თუ რას ფიქრობს ეკლესია შერეული ოჯახების შესახებ, რა შემთხვევაში იჩენს პრობლემა თავს, “ამბიონი” ამ საკითხზე წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარს, მამა მალხაზ ყიფიანს ესაუბრა.

მამა მალხაზი: “ძველ აღთქმაში უფალი მკაცრად აფრთხილებდა ებრაელებს, “არ დაუმოყვრდე წარმართს: არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად, რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას და უფლის რისხვა დაატყდებათ თავს…”

წმ. იოანე ოქროპირთან კი ვხვდებით შემდეგი სახის დარიგებას: “თუ კი წარმართი ქმარი შეხვდა ქალს, ქალის ვალია სწრაფად დაარწმუნოს იგი ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტებაში. მთელი თავისი ცხოვრებით უნდა უმტკიცებდეს ქმარს, რომ უყვარს ყველაფერი კეთილი, სამართლიანი. სიტყვებით კი არა ცხოვრების წესით შეუძლია ქალს ქმრის ჭეშმარიტების გზაზე დაყენება- როგორ? კითხულობს წმინდა იოანე ოქროპირი, როგორ და როდესაც ქმარი დაინახავს, რომ ცოლი მომთმენია, მორჩილია, არ ხიბლავს მდიდრული შესამოსელი და სამკაულები, რაც აქვს იმითაც კმაყოფილია”, ქმარიც ასეთ შემთხვევაში მოთმინებითა და კმაყოფილებით ისმენს ცოლის რჩევა-დარიგებებს. წმ. იოანე ოქროპირი ამ რჩევას იძლევა გამონაკლის შემთხვევაში.

საერთოდ კი ეკლესია მამაკაცს და ქალს ურჩევს, რომ კეთილმორწმუნეობის ნიშნით ამოვარჩიოთ მომავალი ცხოვრების თანამგზავრი.

შეიძლება დაოჯახებისას ეროვნულ-გენეტიკურ კოდს ყურადღება იმდენად არ მიექცეს რამდენადაც აღმსარებლობას და სარწმუნოებრივი ცხოვრების წესს. რადგან სარწმუნოება ერთია ვთქვათ, ქართველისთვის, რუსისთვის… ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, აღმსარებლობა პირველია ურთიერთთანხმობისა და ურთიერთგაგებისათვის, ჰარმონიული ოჯახური ცხოვრებისათვის, თუმცა კი არიან ოჯახები, რომლებიც სხვადასხვა აღმსარებლობის არიან და ცხოვრობენ კარგად. ოჯახურ ყოფაში, სარწმუნოებრივი, აღმსარებლობითი ნიშნით განხვავება, უკვე გარკვეულწილად დისონანს იწვევეს ოჯახში, თუნდაც მაშინ როცა ოჯახში ბავშვი იბადება და ჩნდება კითხვა, რომელი აღმსარებლობის წესით უნდა აღიზარდოს ის. ამასთან, ჯვარდაუწერელი, მოუნათლავი ოჯახი უმადლოა. განსხვავებული სარწმუნოების გამო კი გამორიცხული არაა, მართლმადიდებელს უარის თქმა მოუწიოს თავის სარწმუნოებაზე”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • maka says:

    Gmerti gikvardet ertmanetio ambobs, gikvardes mteri shenio !!! airchiet sarcmunoebis mixedvito an tu martlmadidebeli araa , chaikali grdznobao sad ceria?
    kanonebs ar epudzneba religia, ( kaci ikavi , sadac ginda iq iloceo)
    usasrulo kamati shemidzlia am temaze. chemi meugle araa chemi religiis magram bednieri ojaxi gvaqvs, da darcmunebuli var upali sikvaruls da bednierebas ar krdzalavs!
    katolikur eklesiashic vloculob da santelsac vanteb, da amas veravin damishlis da verc veravin chamitvlis arascorad!

    gikvardes upali sheni , gikvardes kacobrioba, ar gauketo cudi aravis , esaa cesieri cxovreba! FAKE martlmadidebloba ki ara… vmarxulob , vmarxulob da gava da miackevlis vinmes….

    cesebs da kanonebs garet unda gaixedod cota xalxo…

  • shorena says:

    ,aka gmertma shegindos shenc da chven yvelas chveni umaduroba da uvicoba.amin!

  • თათია says:

    ნამდვილ სიყვარულს მთების გადადგმაც შეუძლია,ჭეშმარიტებისკენ მოქცევაც და მრავალი სასწაულის მოხდენა. მე ამის მწამს. მთავარი, რასაკვირველია, კაცობრიობის სიყვარულია და ეს თავისთავად იმასაც გულისხმობს რომ ერთმანეთის განსჯის უფლება არ გვაქვს…

  • მარიამი says:

    chemtvis dzalian rtulia magram mikvars ara qristiani adamiani, uzomod mikvars da male ojaxs shevqmnit didi xani vkokmanobi amaze 8 welia ertmanets vxvdebit rata davrwmunde rom ar shevmcdarvar, chemi azrit es religiis da gmertis galati ar iqneba, bednierebas ar krdzalavs qristianoba.:)))

  • nani says:

    erti ram minda girchiot sakutari gamocdilebidan.tumca yvelaferi individualuria.var martlmadidebeli da vmushaobdi turketshi.da sgegviyvaeda me da turk musulmans ertmaneti.davkorcindit .da vfikrobdit rom sxvadasxva sarcmunoeba chvens ojaxur bednierebas xels ar sheushlida.magram miuxedavad didi siyvarulisa,pativiscemisa ertmanetis mimart.did seriozul usiamovnebas icvevs col kmarshi svadasxva religia.me magiziabebda misi mechetshi camdaucum siaruli da molas xma da mas kide chemi eklesiashi siaruli.xatebis kutxec agizianebda mas.da musulmanebis marxvis dros sagamomde mshieri yofnac didi idzuleba iyo chemtvis da magati dgesascaulebis zeimebi.mokled davshordit didi skandalit mag mizezit ,tumca axlac gviyvars ertmaneti magram ertad cxovreba ori sxvadasxva religiis col qmrisa ragaca dros mainc didi gaugebrobas icvevs.

  • ტამი says:

    მყავს ებრაელი მეუგლე….18 წელია ერტად ვცხოვრობტ,,,გვყავს ორი გოგონა..გვაცვს ტბილი და მოსიყვარულე ოჯახი…არასოდეს ცჰემს მეუგლეს არ დაუსჰლია ცჰემტვის ხატების წინ ლოცვა და ცრისტიანული წესების დაცვა…სვილებიც პატივს სცემენ ქრისტიანულ რელიგიას…მიუხედავად ამ ყველაპრისა ახალგაზრდებს გირცევტ ტქვენს მეორე ნახევრად ტცვენი რელიგიის ადამიანი აირციოტ…

  • აბდაუბდა says:

    მე მყავს სხვა რელიგიის შეყვარებული უკვე 6 წელია..ამდენი წლის განმავლობაში მე მასტან უთანხმოება არ მქონია…საოცრად კარგი ადამიანია..მე ემიგრანტი ვარ და ეგ რომ არ ყოფილიყო მე ამდენს ვერ მივაგწევდი…მეხმარება და გვერდით მიდგას…მაგ ადამიანის სიყვარულმა გამაზლებინა ეს წლები აქ..მივესალმები ქრისტიანულ ოჯახებს და ეს ჩემი დიდი სურვილი იყო,,მაგრამ რელიგია სულაც არაა სიყვარულსჰი ხელის შემშლელი,,მთავარია გიყვარდეს და შეგეძლოს სიყვარული..Gმერტი ხომ სიყვარულია და ერთადერთია

  • ნათია says:

    სარწმუნოება სიყვარულის ხელისშემშლელი ნამდვილად არ არის მაგრამ,პრობლემა დაქორწინების შემდეგ ჩნდება.. ჩემი მეუღლე მუსულმანია,ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით,2 წელი ასე ვირტუალურად ვმეგობრობდით,მერე ჩამოვიდა საქართველოში და დავქორწინდით, ტრაპიზონში ვცხოვრობთ თბილისშიც ხშირად ვართ. მართლა ძალიან კარგი ადამიანია,არანაირი პრıბლემა არ გვაქვს ურთიერთობაში,არასოდეს მოუთხოვია სარწმუნოების შეცვლა მაგრამ მაინც არასასიამოვნოა სხვადასხვა რელიგიის ოჯახი თუნდაც ბავშვის გამო,გვყავს 2 წლის ბექა :) რომელიც მონათლული არ მყავს :( შევთანხმდით რომ მეორე ბავშვი თუ გვეყოლება მოვნათლავთ მაგრამ ბექაზე თავს იკავებს,არადა არ მინდა ძალით და ჩუმად მოვნათლო ბავშვი,მინდა რომ თვითონ იყოს თანახმა.აი ამიტომ არ არის სასურველი შერეული ოჯახი.იმედი მაქვს როცა იქნება ჩემი ქმარი დაიჯერებს რომ ქრისტიანობაა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება

  • mzia says:

    myavs kartveli ebraeli sheyvarebuli var qristiani orives gviyvars ertmaneti man tavidanve icoda tu chveni urtiertoba serziulad gagrdzeldeboda is sarwmunoebas sheicvlida magram exla mas am temaze saubari ar surs da agizianebs rodesac vekitxebi ras apirebs tu mas colobaze davtanxmdebi chemtvis dzalian dznelia gadawyvetilebis migeba radgan jvrisweris gareshe ar vapireb ojaxis shekmnas.ikneb mirchiot rogor movikce radgan dzalian gviyvars ertmaneti

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი