მთავარი » საზოგადოება

როგორ შევაღოთ სექტანტების გულები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.12.2009 10 კომენტარი | 6,219 ნახვა

ცოდნა, ლოგიკა, ინტელექტი და სიმდაბლე – გზა “დაკარგული ცხვრების” დასაბრუნებლად

იაღოვაბოლო დროს საქართველოში სექტები მომრავლდნენ. ისინი, უმთავრესად, რელიგიურად გაუთვითცნობიერი ადამიანების გადაბირებაზე მუშაობენ. თუმცა, ხშირად ამა თუ იმ სექტაში გაერთიანების საფუძველი ანგარებაა.
სექტების საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ ქველმოქმედებას ენიჭება. ქველმოქმედება თავისთავად კარგია, მაგრამ სექტები ამას იყენებენ ადამიანში დადებითი ემოციური განცდების გამოსაწვევად, რათა მისი სულის იდუმალ შრეებში შეაღწიონ. ფაქტობრივად, ქველმოქმედება მათს საქმიანობაში ერთადერთი დადებითი მომენტია, მაგრამ არცთუ უანგარო. მათი ქველმოქმედება იგივეა, რაც საწამლავიანი ჭურჭლისათვის ლამაზი და მიმზიდველი ეტიკეტი. სწორედ ამით ტყუვდება ხოლმე მშიერი, მწყურვალი, შიშველი და დაგლახავებული, რელიგიურად გაუნათლებელი ადამიანი.

“ამბიონი” ამ თემაზე ესაუბრა მამა ალექსანდრე გალდავას

მამა ალექსანდრე (მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი): “სექტანტების მომრავლება ნიშანია იმისა, რომ ხალხს სურვილი აქვს რელიგია შემოიყვანოს საკუთარ ცხოვრებაში.

ტოტალიტარულ რეჟიმში რელიგია აკრძალული იყო და ამიტომაც მოთხოვნაც ნაკლები იყო. ვინაიდან ადამიანებს თავისუფლება მიეცათ, რელიგიურად აქტიურობის სურვილი გაუჩნდათ.

პოსტკომუნისტურ პერიოდში ვინაიდან ადამიანების რელიგიური განათლების დონე ძალიან დაბალი იყო, სექტანტებისთვის ადვილი იყო მათი გადაბირება, თუმცა ეს პირველ ეტაპზე. დღეს იგივე სურათი არ გვაქვს.
სექტანტი ეძებს ყამირ მიწას, რელიგიურად გაუთვიცნობიერებელ ადამიანს, რომელსაც ხიბლავს სწავლებით და ხშირად ფინანსური მხარდაჭერითაც. ეს უკანასკნელია მათი წევრების ოდენობისთვის ძირითადი განმსაზღვრელი. სექტების უმრავლესობა ფინანსდება უცხოეთიდან, სადაც მათი სათაო ოფისებია.

თავდაპირველად დედაქალაქში მომრავლდნენ იაღოველები, შემდეგ მათ პერიფერიებში და რაიონებში გადაინაცვლეს, რადგან თბილისში მომძლავრდა სამღვდელოება და უკვე ღვთის სიტყვა იქადაგებოდა ყველგან. მიყრუებულ სოფლებში კი მათთვის გაიხსნა ასპარეზი, თუმცა, დღეს იქაც შევიდა ეკლესია და იაღოველები ნაკლებად პოპულარულები არიან.

ჩვენი მთავარი პრობლემა ადამიანთა რელიგიური სწავლება-განათლებაა. ის კი არადა, შეიძლება ადამიანი იყოს აკადემიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი და იყოს ამავე დროს მაზიარებელიც, მაგრამ ელემენტარულად არ იცოდეს, რამდენი მოციქული ჰყავდა ქრისტეს, არ იცოდეს, რატომ ეზიარება, რაში ეზიარება. ამ დროს შეიძლება დისერტაცია ჰქონდეს დაცული ფუნდამენტურ მეცნიერებებში. მისთვის რელიგია ფოლკლორის დონეზეა, ან კარგ შემთხვევაში, კარგი ტრადიციის დონეზე. მართლმადიდებლორი სწავლება, ეს არ არის უბრალოდ სწავლება, რომლის მიმდინარეობის მომხრე ხარ. ეს არის, როგორც ქრისტე ამბობდა: “მე ვარ გზა და ჭეშმარიტება”.
ამ უცოდინრობის გამო არის, რომ ადამიანი, რომელიც ქუჩაში ხვდება სექტანტს, ვერ სცემს ვერცერთ კითხვაზე პასუხს. ეს სამარცხვინოა. ძალიან კარგია, რომ მართლმადიდებლები ასე არიან შეწუხებულები სექტანტების მომრავლებით, იქნებ, ამან გამოაფხიზლოთ და დააფიქროთ, რომ სარწმუნოება მარტო გარეგანი ფორმებით (სანთლის დანთება, აღსარების თქმა, კვერცხის შეღებვა და ა.შ.) აღიარება არ არის.

მე მქონდა იაღოველებთან საუბარი და სხვათაშორის, ისინიც განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს – არ იციან რას ლაპარაკობენ. უბრალოდ, მათ იციან, რასელისგან დანახული სახარება და სხვა არაფერი. თუ ჩვენ სწორად დავანახებთ ჩვენ სწავლებას და თან სიყვარულით, ჩვენ აუცილებლად შევაღებთ მათ გულებს და გავიმარჯვებთ. ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რომ გავიმარჯვოთ მასზე ჩვენი სწავლებით, რადგან ვიცით, რომ მართლმადიდებლობას რასელის სწავლება და საერთოდ, ყველაფერი ერთად აღებული, ვერ შეედრება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, “დაკარგული ცხვარი” მოვიპოვოთ. იაღოველი მეკამათებოდა, რომ მსოფლიო კრებების გადაწყვეტილება არაფერია, მე კი ვუთხარი, რომ ის სწორედ მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას ასრულებდა, რადგან მათეს სახარებას აღიარებდა და მსოფლიო კრებების ერთ გადაწყვეტილებას აღიარებდა, ესე იგი სხვა გადაწყვეტილებასაც აღიარებდა. კანონიკური წიგნები, რომლებსაც იაღოველები იყენებენ, დადგინდა მეოთხე საუკუნეში, კონსტანტინე დიდის დროს, პირველ მსოფლიო კრებაზე. ეს ისტორიული ფაქტი იყო და მან არ იცოდა. როდესაც ავუხსენი, ის უკვე დაფიქრდა.

თუ ის იცოდნენ, რომ მათეს სახარებაა სწორი და არა, ვთქვათ, იუდასი, იაკობისი, ანდრეასი, თომასი, ბევრი სახარებები იყო და მათ ესენი ამოარჩიეს, რატომ არ შეიძლება კრების სხვა დადგენილებაც შესრულდეს? ანუ, თუ მათთან საუბარში ცოდნას, ლოგიკას, ინტელექტს და რაც მთავარია, სიმდაბლეს გამოვიყენებთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და მათი რიცხვი შემცირდება”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • ნევიძიმკა says:

    ძალიან დიდი მადლობა ავტორს ამ სტატიისთვის :)

  • ნევიძიმკა says:

    მართლაც,ეს სიტუაცია მხოლოდ მათი ლანძღვით და დაცინვით ვერ გამოსწორდებაა

  • ნატო says:

    განადგურებული ვარ მაგ იეღოველების სექტით.ჩემი ოჯახის წევრები ჩაითრიეს და დაეთრევიან მაგათ მწვალებლურ კრებებზე თუ ქუჩებში ჯურნალებით.ჩემნაირი გამწარებული ალბათ ბევრია საქართველოში და ერთი შეკითხვა მაქვს.არ შეიძლება კანონი გამოიცეს საქართველოში ნებისმიერი სექტის აკრძალვისა.ეგ ხომ რელიგია არაა,რომ რელიგია აუკრძალო ვინმეს.ეგ არის დაჯგუფება ეკლესიისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.არ არის ნუთუ საშველი მაგ სექტების აღმოფხვრისა ???????????????ტვინები აქვთ გადაბრუნებულები.სახლში მისვლა მეზიზღება მაგ დასაწვავი სექტის გამო

  • გოჩა says:

    სამწუხაროდ ნატო, დღევანდელი ხელისუფლება ასეთ კანონს არა თუ არ მიიღებს, პირიქით შეეცდება მათთვის სასათბურე პირობების შექმნას.
    ეგრეთწოდებული ,,თავისუფლების ინსტიტუტი” ხომ მაგათი ფილიალია საერთოდ.

    მაგრამ მე მაქვს იმედი ღვთის შეწევნისა და ვევედრები უფალს შეგვიწყალოს და შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი და გონება გაუნათოს ყველა გზაშეცდომილს, მართლმადიდებლობაზე მოსაქცევად.

  • წაიკითხეთ – მეორედ მოსვლა, უდიდეს ცოდნას შეიძენთ!
    გააზიარეთ და გააცანით ყველას, რათა გავრცელდეს სრულად ენა იგი სამეტყველო, „რომელსა შინა დამარხულ იყო საიდუმლო“, რათა აღდგეს წესი უფლისა ჩვენისა, რომლითაცა აღდგების მშვიდობა და წესრიგი ქუეყანასა ზედა!
    “უსასყიდლოდ მოგიღებიეს და უსასყიდლოდვე გაეცი!”
    ეს არის ზღაპარი, რომელიც ყველა ზღაპარზე ტკბილია.
    იხ. – http://www.facebook.com/photo.php?fbid=125153897564451&set=a.124649814281526.31656.124467980966376&type=1&theater

  • ლიზა says:

    გამარჯობათ მეგობრებო!!!მე მინდა გიტხრატ რო ვარ ქრისტიანი არ ვარ იეჰოვას მოწმე არ ვარ ბაფთისტი არ ვარ მუსლიმანი ვარ სახარების ქრისტიანი რაც ბიბლიას ეთანხმება…მე ჭეშმარიტება შევიცანი და მადლობას უხდი გმერთს…ბიბლია არის სიცოცხლის წიგნი და იქ ყველაფერი გარკვევით…იესომ თქვა?!!! ვინც დაიცავს ჩემს სიტყვებს მე დავიცავ მას და ვინც ჩემში დარჩება მეც მასში დავრჩები..ამბობს უფალი ასევე დედამიწაზე დატოვა 10 მცნება…ასე თქვა უფალმა! “ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან,დღისით და ღამით ფიქრობდე მასზე,რომ ყველაფერი შეასრულო,რაც იქ წერია.რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება” ამას ტუ ვიცავტ და ვასრულებთ და ის რაც ბიბლიაში წერია მაშინ სწორ გზას ვადგავართ…მე ვინც რა არ უნდა მიწოდოს მე იესო მწამს ვაღიარე საკუთარ მხსნელათ…და ვიცავ იმას რაც მცნებად დამიდოოოო…ერთი შემიძლია გითხრათ ეძებეთ ჩეშმარიტება მეგობრებო…იესოს სახელიტ გაკურთხებთ….

  • გუგა გრიგოლია says:

    ყველაფერს აქვს მეორე მხარე, მე ბევრი მართლმადიდებელი ვიცი, რომლებსაც უნდათ ინტელექტუალური წყურვილი დაიკმაყოფილონ თეოლოგიაში მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევათ, ამიტომაცაა რომ მრევლი გაუნათლებელია და თეოლოგები რატომღაც ლექციებს არ ატარებენ, შეადარეთ ამერიკის მდგომარეობა და ჩვენი ერთმანეთს http://www.youtube.com/user/johnmacarthurgty?feature=results_main

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი