მთავარი » ქრისტიანობა

შენდობა-მიტევების მადლი ღვთისაგან უნდა გამოვითხოვოთ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.01.2011 14 კომენტარი | 14,545 ნახვა

,,შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერ ავნებ, როგორც საკუთარ თავს,’’წმ. იოანე ოქროპირი

,,მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება,’’აბბა ისაია

შენდობისა და მიტევების შესახებ გვესაუბრება წმ დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა მალხაზი (ყიფიანი).

მამა მალხაზი: ”შენდობის მადლი ღვთისაგან ბოძებული უდიდესი ჯილდოა. მას, პირველ რიგში, ის ადამიანი ატარებს, ვისაც ღვთისა და მოყვასის სიყვარული გააჩნია.

shendoba da mitevebaქრისტიანის ყოველი დღე ლოცვით იწყება. ”მამაო ჩვენო” მცირე სახარებად იწოდება. ამ ლოცვაში განსაზღვრულია ის აუცილებელი პირობა, რომელიც მორწმუნე ადამიანს უნდა გააჩნდეს – როცა ვითხოვთ, მოგვიტევოს ღმერთმა ჩვენი თანანადებნი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენს მოყვასს. ანუ ადამიანმა რომ უფლისმიერი შენდობა მიიღოს, აუცილებელია, მან მიუტევოს შემცოდეს, ადამიანს, რომელიც, ნებსით თუ უნებლიედ, მის თუ სხვის წინაშე სცოდავს.

ადამიანი ღვთისაგან უნდა გამოითხოვდეს შენდობისა და მიტევების მადლსა და კურთხევას. ამავდროულად, იმისათვის, რომ ღვთისაგან შეგვენდოს ჩვენი აურაცხელი ცოდვანი, ბრალნი, მიდრეკილებანი, უნდა გვქონდეს მადლი მიტევებისა, სიყვარულისა, რაც არის უდიდესი სასოება. მისი მეშვეობით კი ადამიანი ღვთისა და კაცთა წინაშეც გამართლდება.”

რატომ არის აუცილებელი მიტევება და შენდობის თხოვნა?

ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ბევრი მაგალითი გვხვდება იმ ადამიანთა ცხოვრების შესახებ, რომელთაც შენდობის მადლი არ გააჩნდათ. ანტიოქიაში მცხოვრები ერთ-ერთი წმინდანის, ნიკიფორეს ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მან თავის მოძღვრის წინაშე ადამიანურად სცოდა. წმინდანმა რამოდენიმეჯერ ითხოვა შენდობა მოძღვრისგან, რომელიც იმ ცოდვას, რომელიც ნიკოფორემ ჩაიდინა, არ შეუნდობდა.

ამ პერიოდში ქრისტიანთა დევნა დაიწყო. ეს მოძღვარიც შეიპყრეს. გზაზე მიმავალს მას ნიკიფორე შეხვდა. კიდევ ერთხელ სთხოვა თავის მოძღვარს შენდობა, უთხრა, რომ იგი რამდენიმე წუთში წმინდანად შეიქმნებოდა, მოწამეობრივ გვირგვინს დაიდგამდა და ამიტომ გამოითხოვდა მისგან პატიებას. მოძღვრის გამკაცრებულმა გულმა ნიკიფორეს შენდობა კვლავ არ მისცა. პატერიკში წერია, რომ სულიწმინდის მადლმა მყისიერად დატოვა მოძღვარი. ამ უსიყვარულობისა და შეუნდობლობის მიზეზით მოწამეობრივი აღსასრულის პროცესში მან უარი თქვა ქრისტეზე. ის მადლი კი, რომელსაც სასულიერო პირი ატარებს, განშორდა მას და დამკვიდრდა ნიკიფორეში, რომელიც განემზადა მოწამეობრივი აღსასრულისათვის და მოძღვრისათვის განმზადებული მოწამეობრივი გვირგვნი დაიდგა თავზე. ამით შეიქმნა იგი წმინდანად.

ამდენად, როდესაც ვკითხულობთ, რისთვის არის აუცილებელი შენდობისა და მიტევების მადლი, პატერიკი გვასწავლის, რა ემართება იმ ადამიანის სულს, ვისაც ეს სათნოება არ აქვს და რა მოსდის იმას, ვისაც ეს სულიწმინდისეული სული გააჩნია.

თუ რა ძალა გააჩნია შენდობის მადლს, ადამიანის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, მის ეკლესიურ ცხოვრებაზე, ღმერთთან სიახლოვეზე, უფალთან ლოცვით კავშირზე.

მამაო, რა ძალა აქვს შენდობის მადლს და რატომ უჭირს ადამიანს პატიების თქმა?

მადლი შენდობისა მეტია იმ ადამიანში, რომელიც სიმდაბლით, სარწმუნოებრივად და ღვთისნიერად ცხოვრობს.

მოგეხსენაბათ, წმინდანთა ცხოვრებაში წერია, რამდენადაც ისინი წარემართებოდნენ სათნოებებში, ღვთის წმინდა სულისა და მცნების დაცვაში, სულიერების იმდენად მაღალ სიმაღლეზე ადიოდნენ, იმდენად ხედავდნენ თავიანთ ბრალს, შეცოდებას, თავიანთ უღირსებას, რომ ეშვებოდნენ საკუთარი ცოდვების განცდაში და ადამიანთა წინაშე შენდობას ითხოვდნენ.

სახარებაში გვიწერია, რომ მტრის სიყვარულიც უნდა შეძლოს ადამიანმა. ისიც ვიცით, რომ ჩვენ მაჭირვებელთა ჩვენთათვის უნდა ვლოცულობდეთ, რადგან მაჭირვებელი ჩვენი გამომაფხიზლებელია. როდესაც ორ ადამინს შორის ხდება კონფლიქტი, არ შეიძლება თქვა, რომ მხოლოდ ერთი მხარეა დამნაშავე, მეორე კი – ყოველმხრივ უდანაშაულო. ორივე მხარეს გააჩნია ბრალეულობა. ქრისტიანობა იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა სხვაში კი არ ეძებოს განტევების ვაცი, არამედ საკუთარ თვალში დაინახოს დირე. და როდესაც ამბობს, არ შევუნდობ, არ ვაპატიებ სხვას, ეს მისი უსიყვარულობიდან და არასარწმუნოებრივი ცხოვრებიდან გამომდინარეა. სხვა პასუხს ვერ მოვუძებნით. ხშირად ასეთი ადამიანები ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც აცნობიერებენ თავიანთ წარსულს, სინანულს განიცდიან, რომ არ გააჩნდათ მადლი შენდობისა და მიტევებისა.

აღდგომის მარხვის დაწყების წინ, შენდობის დღეს მორწმუნეები ერთმანეთისგან შენდობასა და მიტევებას ითხოვენ. ხომ არ არის ეს დღე ბევრისთვის მოვალეობად ქცეული?

ამის შესახებ ბევრს გვმოძღვრავს ჩვენი პატრიარქი. დიდმარხვის დასაწყისის წინა კვირა შენდობის კვირიაკედაა წოდებული. ქრისტიანები ამ დღეს გამოვითხოვთ შენდობას, პატიებას არა მხოლოდ ნაცნობებისგან, არამედ უცხო ადამიანებისგანაც. ბევრი ფიქრობს, რატომ უნდა ითხოვოს შენდობა უცნობისგან, როცა მის წინაშე არაფერი დაუშავებია. საქმე ისაა, რომ ყოველი ადამიანი, შემცოდე ღვთისა და კაცის წინაშე, თავისი არასწორი, არაეკლესიური ცხოვრების მიზეზით ხელს უწყობს ქვეყანაზე ცოდვის გამრავლებას, რაც ადამიანის ფსიქიკაზე, მის ზნეობრივ და სარწმუნოებრივ ცხოვრებაზე მოქმედებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვთხოვოთ მოყვასს შენდობა, რადგან ჩვენი მიზეზით სამყაროში შეიძლება შეცოდება ხდება. ეს მოყვასზე, ხილულად თუ უხილავად, მოქმედებს.

ადამიანთა გულთამხილველი ღმერთია. ჩვენ ვერ ჩავერევით და არ შეგვიძლია ეჭვის შეტანა შენდობის მთხოვნელთა და მიმტევებელთა გულწრფელობაში. შეიძლება ნელთბილიც იყოს ჩვენი მოქმედება, მაგრამ სურვილი იმისა, რომ ადამიანმა შენდობა ითხოვოს და მიუტევოს, წინგადადგმული ნაბიჯია. არაგულწრფელობა კი აღსარებაში უნდა მოინანიო. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ეკლესიური ცხოვრების წესი სისტემატური გახდება და ადამიანი დამკვიდრდება სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, გულწრფელობაც მიეცემა, რამდენადაც ამისი მოსურნე და მოწადინე იქნება.

ხშირად ადამიანი განგებ სცოდავს, იმედით, რომ შენდობის თხოვნის შემთხვევაში აუცილებლად მიეტევება. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?

ქრისტე ღმერთი ერთხელ კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდვების გამო ეცვა ჯვარს. მეორედ უფალი ადამიანთა განსასჯელად მოდის და ვინც ასე ფიქრობს და აზროვნებს, რომ დღეს განგებ სცოდავს და ხვალ მოინანიებს, ის, შეიძლება ითქვას, ქრისტეს მეორედ ჯვარცმაში იღებს მონაწილეობას. მაგრამ ქრისტე მეორედ არა ჯვარცმისთვის, არამედ დიდებით აპირებს მოსვლას. რაც ნიშნავს განსჯას ცხოველთა და მკვდართა. ყოველი ადამიანის სული და ცხოვრება განიკითხება. და როდესაც ამბობ, დღეს დავაშავებ და ხვალ მივალ მოძღვართან, ვითხოვ შენდობას, მათ ვეუბნები: რამდენადაც ყოველდღიურად აშავებ, ცოდვას ჩადიხარ ის უარყოფითი ენერგია მკვიდრდება შენში და ადამიანს ხშირად იმის საშუალებასაც არ აძლევს, ის დაგროვილი უმადლო ყოფნა მოძღვრის წინაშე სინანულით მიიტანოს და შეუდგეს ეკლესიურ ცხოვრებას. კეთილ საქმეს კი გადადება არ უყვარს. კეთილი საქმეა აღსარების თქმა, შენდობის თხოვნა, მიტევება და სარწმუნოებივი ცხოვრება.

როგორ მოვექცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენთან შერიგება არ სურს, ჩვენ კი ზიარებისთვის ვემზადებით?

პირველ რიგში, თუ ფიზიკურად გვეწყობა ხელი, უნდა დავიმდაბლოთ თავი, გადავდგათ ეს ნაბიჯი და მივიდეთ შენდობის სათხოვნელად, შესარიგებლად. ამ დროს მადლი მასშიც მკვიდრდება და ორივე მხარე სარგებლობაშია. შეგვინდობს? გვაპატიებს? – მასში იქნება დიდსულოვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცოდვა ჩვენზე აღარ არის. მთავრია, ჩვენი გულისხმიერი, გულწრფელი გულით მივიდეთ ადამიანთან შენდობის სათხოვნელად. მან თუ ეს ნაბიჯი არ გადადგა, შეგიძლიათ აღსარებაში თქვათ და ეზიაროთ. ეს დანაშაულად აღარ ჩაითვლება.

თუ ადამიანი ავად არის, ლოგინადაა ჩავარდნილი, მისი გულისხმიერი დამოკიდებულება ამ ცოდვის გამო, თუ გულწრფელად ითხოვს შენდობას, ღვთისაგან, მოძღვრისაგან, მოყვასისაგან მიეტევება. ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ მოძღვარმა მისცეს კურთხევა ზიარებისა.

მართალია, მორწმუნე ადამიანი ყოველ დილა – საღამოს, ან დღეში რამდენჯერმე ამბობს: „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“.. თუმცა, ეჭვი, მიეტევებათ თუ არა ჩადენილი ცოდვები, მიანც უჩნდებათ…

მთავარია, ჩვენში იყოს გულწრფელი განცდა და სინანული საკუთარი ცოდვისა. სურვილი – ღვთისნიერი მცნებების დაცვისა. მაშინ ღმერთი მოგვიტევებს. ადამიანის სულიერ მზაობაზე, მისი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, რამდენად იმსახურებენ ადამიანები შენდობას. ვინც აღსარებას იმ განზრახვით ამბობს, რომ მომავალში ამ ცოდვას აღარ ჩაიდენს, ეს აზრიც აღარ გაუჩნდება. რისიც გვწამს, იმაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • ნინო says:

    ძალიან კარგი საიტია ამ საიტიდან ადამიანი ბევრ რამეს ისწავლის

  • მაშო says:

    მე ამ გვერდს სრულიად შემთხვევით წავაწყდი არადა ზუსტად ეს მჭირდებოდა.უახლოეს მეგობარი დავკარგე ჩემი უაზრო ქმედებით.მე მართლა გულით ვინანე ჩემი საქციელი და მასაცც ვთხოვე რამდენჯერმე რომ ჩემთვის მოეტევებინა მან მითხრა რომ მომიტევა მაგრამ ჩემტან მეგობრობა აღარ შეუძლია.არვიცი სიმართლე გითხრათ ისეთი შეგრზნება მაქვს რომ არც კი უცდია ჩემთვის მოეტევებინა.ამასთან დაკავშირებითვინმეს რამის თქმა თუ შეუძლია..მე ძალიან მაწუხებს ეს ამბავი მინდა რომ მან გულწრფელად მაპატიოს

  • ნინო says:

    ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა უსამართლოდ მაწყენინა,ინტრიგების ხლართებში ვერ გაერკვა,წლების შემდეგ ძალიან მძიმედ ავად გახდა.უარყოფაც და შეურაცხოფაც ძალიან მძიმედ ,მაგრამ ღირსეულად გადავიტანე.ახლა კი მისი ავადმყოფობის გამო ვიტანჯები!ღმერთს ვევედრები სადაც არის ტანჯვა შეუმსუბუქოს!ცუდისთვის და ტანჯვისთვის არ მემეტებოდა!გთხოვთ მირჩიოთ ეკლესიურად რისი გაკეთება შემიძლია!

    • imedi says:

      20 წელი ვიცხოვრე იმ ადამიანის გვერდში , რომელსაც ჩემი ნდობა და იმედი 1 წუთი არ გააჩნდა. ჯამრთელობა და ჩემი ახალგაზრდობა წლებმა შეჭამეს. ჩემი პირველი და უკანასკნელი მამაკაცი იყო, რომელსაც 3 ანგელოზი ვაჩუქე. ცემა, გინება და ყოველდღიური მუქარა “ მოგკლავ, თავს გადაგპარსავ, სახეზე შრამს დაგადებ , არ გაგახარებ, უამრავი უუუუუუწმაწურესი სიტყვა , რომლის წარმოდგენაც არც ერთ თქვენგანს არ შეუძლია “20 წელი გრძელდებოდა, სანამ ბავშვები არ წამოიზარდნენ და თავიანთი აზრი არ გამოთქვეს. 3 წელზე მეტია დავშორდი. დღემდე მამწარებს. ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. გაგიჟდა. ხანდახან ღმერთისგან მივიწყებულად ვგრძნობ თავს. გულის სიგრმეში? მეცოდება და მიპატიებია.

      • megi says:

        wavikitxe sheni komentari.gmerts ar vaviwydebit.zogs ubralod mdzime jvari aqvs,zogs vinmeze msubuqi.iaret tadzarshi da icxovret .ramdenime dgis win wavikitxe wmindanis saubrebi sa werda.ar miyvars colebi rom wuwuneben,eseti qmari myavs da esetio.cudad meqcevao.mashin getyvit ert ambavso.saberdznetshi ertma qalma mteli cxovreba wvalebashi gaatara.qmari amwarebda da aginebda.roca es qali gardaicvala gaxsnes misi saflavi 3wlis shemdeg da saocarma surnelebam moicva yvelaferi.(dzvelad ese ixo sabedznetshi,adamianis saflavs ramdenime wlis mrre xsnidnen da sxvagan gadaasvenebdnen xilme.).
        me sheni shecdomashi sheyvana ki ar minda ,ubralod asea,adamiani ,romelic amqveynad ese wvalobs da is miuxedavad wvalebisa,mainc ufals adidebs da wminda gulit cxovrobs,mas ufro meti shansi aqvs sasufevelshi moxvedris,vidreim adamianebs,visac yvelafrit uzrunvelyifili cxovreba aqvs.imedit iyavit da gmerti shegewevat.

  • ლია says:

    პატიება ეს დიდი მადლია და ეს ყველას არ სჰეუდზლია,უფრო სწორად ტუ ეკლესიურად არ ცხოვრობ,მასჰინ სჰორსა ხარ ამ გრდზნობისგან.მიტევება და პატიება სჰემიდზლია,იმას ვამბობ გჰმერტმა სჰეუნდოს,მაგრამ მეგობრობას აგჰარ ვაგრდზელებ,არ ვიცი სჰეიდზლება სწორი არ არის მაგრამ ადამიანი ტუ ერტხელ გიგჰალატებს ის მეორეტაც გიყალატებს. მიტუმეტეს ტუ ფულსჰი გიყალატა,ის ისებ ტხასავიტ გაგყიდის ფულის გულისტვის.ამიტომ მასეტი მეგობარი არ მწჰირდება,გჰმერტმა კარგად ამყოფოს,მაგრამ ცჰემს გარესჰე.

  • ანა says:

    თუ ადამიანი არ მიუტევებს სხვას,მაშინ ჯობია არც ილოცოს,იმიტო რომ მამაო ჩვენოში როა,ვითარცა ჩვენ მიუტევებთ,ისე მოგვიტევეო,წევლად დაუბრუნდება

  • ანა says:

    ვეთანხმები ლიას,იუდამ ჯერ ფული მოიპარა და მერე გასცა უფალი,უუკვარდა ფული მეტად და მაგიტო

  • taamo says:

    dzalian kargoo saitia…es bevr adamians daexmareba swori gzit svlisken…

  • nino says:

    ikneb vinmem mitxrat,sad aris cmida demetres saxelobis eklesia????winaswar didi madloba.

  • თეონა ნოზაძე says:

    ნინო, წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია მდებარეობს თბილისში, სვანეთის უბანში, ტერენტი გრანელის ქუჩაზე.

  • გიორგი(გრატო) says:

    თეონა ნოზაძესთვის. ჩემი კმაყოფილი კომენტარი არა ერთხელ მიგიღია მაგრამ ამ შემთხვევში მომიტევე თეო, მინდა შენი ყურადღება შენი სტატიის ბოლო ფრაზას მივაპყრო: “რისიც გვწამს, იმაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება”.
    ამ ფრაზას როდესაც ურწმუნო ადამიანი წაიკითხავს დამიჯერე უფრ მეტად გაცუდიდმედდება, ანუ უფრო მეტად დაიჯერებს თავის სიცრუეს, იმედია ვცდები, მაგრამ გულის კარნახით ვციტირებ.
    მემგონი ადამიანის დანიშნულებაც ისაა (როგორც შედგენილი არსების, სულისა და ხორცისაგან), რომ ეძიოს შეშმარიტება სწავლით, სიყვარულით, სიკეთით და სხვა მისთანა სათნოებებზე დაყრდნობით, რაც მისცემს მას საშუალებას სწორი არჩევანის გაკეთებაში, ჭეშმარიტებასა და სიყალბეს შორის.
    ჩვენთვის ხომ ცოდვის ბუნებაც საკმაოდ ცნობადია, ხოლო ღვთიური, მხოლოდ სულში გვაქვს დამარხული, მათ შორის ბრძოლაა ის პროცესი რაც ჩვენ ყოველთვის აღგვაშფოთებს და გვაწვალებს. ჩვენი მიზანიც ისაა რომ ვიპოვოთ ჭეშმარიტება იქ სადაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია რომ იგი იპოვებოდეს. მიტევების მადლი და ძალა რომელიც ადამიანს შესწევს, სწორედ ის მომენტია სადაც იგი ჰპოვებს იმ ღვთიურ ჭეშმარიტებას, რომელიც სხვებისთვის ესოდენ შეუწვდენელია.
    ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ამოცანა, ჭშმარიტების ძიებაშია, ჩვენი დასაბამიდან მოყოლებული და რწმენა იმისა რასაც ჩვენ ეს წარმავალი სამყარო გვთავაზობს დამღუპველია.
    ამიტომ, მე ვთავაზობ ყოველ მოკვდავს,სინდისის კარნახი ყოველთვის გადაამოწმოს და იგი მიხვდება, რომ ის, რაც მასში ღვთისაგან არს ჩანერგილი არასდროს არ ტყუის, სწორედ აქაა ჭეშმარიტება და სანამ ზოგიერთი ადამიანი ამას საკუთარი ნებით არ იხილავს არ მიიჩნევს ღვთიურ ჭეშმარიტებას ჭეშმარიტებად, რომლის ერთ-ერთი საფუძველიც მიმტევებლობაა.

    მომიტევე დაო ესოდენ კადნიერებისათვის.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.