მთავარი » ხატები და ფრესკები

“შენ ხარ ვენახი” – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.06.2010 24 კომენტარი | 24,545 ნახვა

შენ ხარ ვენახისასწაულმოქმედ ხატებს შორის ცნობილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – “შენ ხარ ვენახი“. მას მრავალი სასწაული უკავშირდება, რაც მართლმადიდებლურ სამყაროს დიდად აოცებს. რამდენიმე ხნის წინ კი ამ ხატის ასლებმა აღაფრთოვანეს რუსებიც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის – “შენ ხარ ვენახის” ავტორია პეტრე-პავლეს ტაძრის მრევლი ირაკლი ცინცაძე, ხოლო მისი მოძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი კი – ამ ხატის სულიერი ავტორი.

ხატის შექმნის იდეა კაბადოკიაში ჩაისახა. დაახლოებით ათი წლის წინ მამა არჩილის წინამძღოლობით კაბადოკიაში იმყოფებოდა მლოცველთა ჯგუფი. გამოქვაბულში ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკიდან ჩამოყრილ იყო ბათქაში და კედელზე თითქოს საქართველოს რუკა გამოსახულიყო. ამ გადარჩენილი ფრესკებიდან იმზირებოდა ღვთისმშობლის სახე, კერძოდ, მისი თვალები. მას იმდენად მეტყველი თვალები ჰქონდა, რომ მრავალი მნახველი დაატყვევა. მამა არჩილმა ირაკლი ცინცაძეს სთხოვა გონაბეში აღებეჭდა ღვთისმშობლის მზერა ან ჩანახატი გაეკეთებინა, რომლის მიხედვითაც დაიწერებოდა ხატი.

“შენ ხარ ვენახის” ხატის დაწერის შემდეგ, მისი კურთხევა მოხდა წმ. ბასილი დიდის ხსენებისა და უფლის წინადაცვეთის დღეს (14 იანვარს ახალი სტილით), ამიტომ ხატის ხსენების დღეც 14 იანვარია. კურთხევის დღესვე ხატმა პირველი სასწაული მოახდინა. ტაძრში სალოცავად უამრავი ხალხი მოსულიყო. ერთ-ერთი მრევლს ძალით მიუყვანია უკურნებელი სენით შეპყრობილი მეუღლე, რომელსაც ხალხის ტალღამ გადაადგილების საშუალება არ მისცა. იგი “შენ ხარ ვენახის” ხატთან შეჩერდა და იძულებული შეიქმნა სხვებთან ერთად ხატისთვის ამბორ ეყო. მან იმწამსვე იგრძნო განკურნება და ტაძრიდან გასვლის შემდეგ მეტად მორწმუნე გახდა.
ხატმა კიდევ უამრავი სასწაული მოახდინა: განკურნა მრავალი დაავადება, მათ შორის ონკოლოგიურიც და რაც ყვალაზე მნიშვნელოვანია – უშვილობა. (ყოფილა ასეთი შემთხვევაც: კაცი წყალში იხრჩობოდა. იგი ამ ხატს შევედრებია გადარჩენას და რაღაც ზებუნებრივ ძალას ნაპირზე გამოუყვანია).

ხშირად ხატის ასლებიც ახდენს კურნებას. ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც უნაყოფო ვაზთან ამ ხატის ასლი გაუბრძანებიათ და ვენახს ყურძენი მოუსხამს.

“შენ ხარ ვენახის” ასლები 2002 წლის ზაფხულში პერტე-პავლეს ეკლესიის წიმანძღვარმა რუსეთში წააბრძანა. ერთ-ერთი ფსკოვის, პეჩორის მონასტერში დაუტოვა მამა ვასილს, რომელიც მხცოვანი მოძღვარია (დაახლოებით 90 წლის). მამა ვასილს წმინდა ცხოვრების გამო უფალმა სასწაული მოუვლინა და მის ყველა ხატს მირონი წამოუვიდა, მათ შორის – “ივერიის ღვთისმშობლის” ხატსაც. ყველაზე მეტი მირონი “შენ ხარ ვენახის” ხატს წამოუვიდა. ის ისე იღვრებოდა, როგორც წყალი ოდნავ მოშვებული ონკანიდან. საერთო ჯამში ხატებს 200 ლ-მდე მირონი გადმოედინათ.

მანამდე საქართველოში ამ ხატის ფოტოასლებიდანაც მომხდარა მირონდენა, კერძოდ, ზემო ბეთლემის ტაძარსა და კიდევ ორ ადგილას. ერთ-ერთი ასლიდან ხატის კონტურები გადავიდა მუყაოს ქაღალდზე. ერთმა დაბრმავებულმა მორწმუნემ, როდესაც აღნიშნული მუყაო და ხატი ერთად მიიდო სახეზე, ოქროსფერი სინათლე დაინახა.
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ “შენ ხარ ვენახი” ჭეშმარიტად ქართული ხატია, რომელშიც ნათლად ჩანს ქართული სული.

ნიშანდობლივია ისიც, რომ წმ. დამიანემ ანუ დემეტრე მეფემ (დავით აღმაშენებელის ძე, რომელიც ბერად აღიკვეცა) დაწერა საგალობელი “შენ ხარ ვენახი” და ამ საგალობლის დაწერას მოჰყვა ივერიაში “ოქრის ხანის” (წმ. თამარ მეფის ხანის) დადგომა, ანუ ქვეყნის გაბრწყინება. შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების წინათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობელი “შენ ხარ ვენახი” გახდა საქართველოში “ოქრის ხანის” დადგომის წინამორბედი. იმედი ვიქონიოთ, რომ ხატი “შენ ხარ ვენახი”, რომელიც ახლახან დაიწერა, იმ ბედნიერი ხანის წინამორბელი გახდება, რომელსაც ივერიის გაბრწყინება ჰქვია. ა მ ი ნ !


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

24 კომენტარი »

  • ლიკა says:

    მაინტერესებს,საქართველოში რომელ ეკლესიაშია დაბრძანებული ამ ხატის ასლი?
    გმადლობთ წინასწარ

  • რუსუდან says:

    shen xar venaxis asli dabrzanebulia wminda mociqulebis petre-pavles saxelobis tazarshi, avlabarshi. winamzgvari mama archil mindiashvili.

  • ამინ! მე საკუთარი თვალით ვირწმუნე ამ ხატის სასწაულებრივი ძალა, ამას ცალკე ისტორია აქვს. გმადლობთ, სტატიისთვის.

  • მორის says:

    პეტრე-პავლეს ტაძარში დაბრძანებულია თვითონ ხატის ორიგინალი, რომელიც არის სასწაულთმოქმედი და კაბადოკიაში არსებული ერთ-ერთი ფრესკის მიხედვით არის შექმნილი.

  • სალომე says:

    მართლაც დიდი დზალა აქვს ამ ხატს. აქამდე არ ვიცოდი ამ ხატის შესახებ. გმადლობთ სტადიისთვის. ძალიან დამეხმარა..

  • ნანა says:

    დიდება უფალს! წმიდა ღვთისმშობლის ხატი “შენ ხარ ვენახი” შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს!

  • დიანა says:

    დიდება უფალს! “შენ ხარ ვენახი”-ს ხატმა ჩემ ოჯახში დიდი სასწაული მოახდინა.ჯერ იყო და ხატის მოსალოცად მისულს დაკეტილი კარები გამიღეს და ავადმყოფი შვილიც გამომიჯამრთელა.შეგეწიოტ მისი მადლი

  • nona says:

    mainteresebs am xatis shecena sad sheicleba?

  • ნანა says:

    წმიდაო ღვთისმშობლის ხატო “შენ ხარ ვენახი” შეგვეწიე, დაგვლოცე და აკურთხე სრულიად საქართველო და ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი!

  • INGA says:

    შენ ხარ ვენახი,ახლადაყვავებული,მორჩი კეთილი,ედემს შინა ნერგული,ალვასურნელი,სამოთხით გამოსრული,ღმერთმან შეგამკო, ვერვინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული ღვთისმშობლის წყალობა არ მოგვკვლებოდეს სრულიად საქარტველოს. ამ ხატის” შენ ხარ ვენახის” ასლის შეძენა შესაძლებელია მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლეს სახელობის ტაძარში,რომელიც მდებარეობს 300 არაგველების მეტროსთან

  • გიორგი says:

    დაუჯდომელი, რომელიც ამ ხატისათვის (“შენ ხარ ვენახი”) შეიქმნა, თითქმის ზეპირად ვიცი… წლების განმავლობაშია მას თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი და უდიდეს სიხარულსა და მადლს მანიჭებდა. “შენ ხარ ვენახი” ნამდვილად მადლმოსილი ხატია, რითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კიდევ ერთხელ ავლენს თავის ძალასა და მზრუნველობას ჩვენდამი, ჩვენი მოქცევისა და გადარჩენის უწმინდეს სურვილს. შეუძლებელია, შეხედო მას და არ იგრძნო დიდი სიყვარული,თანაგრძნობა,გულმოწყალება; შეუძლებელია, შეხედო მას და არ გაგიჩნდეს საკუთარი უღირსებობის შეგრძნება, არ გაგიჩნდეს სინანული…
    ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგუეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ!..

  • ბექა says:

    ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!!!

  • Giorgi says:

    Dideba upal yovladwminda samebasa, deda gvtisas, wminda mtavarangelozebsa da angelozebs,wminda mparvel angelozs,wminda giorgisa da yvela wmindanebsa.amin!!!

  • ნამდვილად გიორგი ყველაზე ტკბილი და ნუგეშის მომცემი დაუჯდომელიაქ და უზომოდ მრწამს მისი!!!ყველას შეეწიოს და ანუგეშოს განკურნოს!!!!!

  • nanik says:

    am xats dzalian didi dzala aqvs, mec vici <3 dedachemi damiyena pexze roca eqimebi ertidan 6 tvemde meubnebodnen mis sicocxles, 3 weliwadi kidev machuqa da micocxla :( dideba shenda tkbilo shenxar venaxis xato, dideba upals, shegvewios yvelas misi dzala da madli

  • marika says:

    martla dzalian bevri saswauli aqvs am xats moxdenili…chemi axloblis shvilishvili 10wlis bavshvi virusit dabrmavda verafers vegar xedavda da mivaswavle am xatis arseboba,bebia mivida xattan iloca da meore dges bavshvs mxedveloba daubrunda… dideba ufals da dideba deda gvtisas…

  • გიორგი says:

    დიდება უფალსა და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელსა, ამინ!!! ამინ!!! ამინ!!!

  • giorgi says:

    erterti asli aris dabrzanebuli moskovis olkshi kalak klimovskshi,cminda camebuli sergeis saxelobis eklesiashi.

  • ანა says:

    მოგესალმებით! ხომ ვერ მეტყვით ამჟამად ხატი სად არის დაბრძანებული? დიდი მადლობა წინასწარ

  • მანანა says:

    ტროპარ-კონდაკად იგულისხმება ამ უმშვენიერესი ხატის დაუჯდომლის შესავალში წმ.დამიანეს საგალობელი “შენ ხარ ვენახი” და კონდაკი 1 ?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი