მთავარი » ჯანმრთელობა

შემოდგომის მკურნალი ხილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.11.2022 | 199 ნახვა

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა შემოდგომის იმ ხილის შესახებ ისაუბრა, რომელიც ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია:

„​ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს K ვიტამინს. ეს ვიტამინი არაჩვეულებრივია, რადგან კალცის შეწოვას უწყობს ხელს, ძვლის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას, გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, სისხლძარღვის კედლის მდგრადობაზეც. შევთანხმდით, რომ ბროწეული არის მეტად სასარგებლო.“

ქეთი ასათიანის თქმით, ფეიხოას მირთმევა სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს:

„ძალიან ხშირად გვსმენია კითხვა: როგორ უნდა დავირეგულიროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება? ის პირები, ვისაც ფარისებრივი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ, გვეკითხებიან: ​კივი და ფეიხოა რომ მივირთვათ, იოდის დეფიციტი აღმოიფხვრება? მხოლოდ კივის და ფეიხოას მირთმევით ჰიპოთირეოზი არ აღმოიფხვრება, მაგრამ ფეიხოა ძალიან მდიდარია იოდით. ეს არის უჯრედისით მდიდარი პროდუქტი. ის ებრძვის ტოქსინებს და ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა მინარევებისგან, შლაკებისგან ათავისუფლებს. მის შემადგენლობაში შედის ფოლიუმის მჟავა. ფეიხოა მდიდარია C ვიტამინით…

„შემდეგი ხილი არის ხურმა. ხურმას აქვს 200-მდე სახეობა. მას აქვს შარდმდენი მოქმედება, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ხურმა მდიდარია A ვიტამინით. ის კარგად გამოიყენება სალათებშიც. ​ძალიან სასარგებლო ხილია კომშიც. მას ხშირად მკურნალ ხილსაც უწოდებენ. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ხურმა შეიცავს თუთიას“.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი