შეიძლება პატრიარქის ნათლულების დაოჯახება?
პატრიარქის კურთხევის შემდეგ შობადობა 18%-ით გაიზარდა
ნათლობა უდიდესი საიდუმლოა ქრისტიანისთვის, რის შემდეგაც შევუდგებით ღვთის სასუფევლისკენ მიმავალ გზას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივა სამ და მეტ შვილიანი ოჯახის შვილების მონათვლის შესახებ, არაერთი ქრისტიანული ოჯახისთვის გახდა გამრავლების საბაბი. არსებობს არაოფიციალური სტატისტიკა, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში შობადობამ იმატა. ანუ პატრიარქის ინიციატივა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე დადებითად აისახა.
მაია ქომეთიანი (“ძლევაის” თანამშრომელი): “იდეა უწმინდესისგან წამოვიდა. პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა, უკვე მეშვიდე ნათლობა იმართება. სულ მონათლულია 2800-მდე ბავშვი. ყველაფერი დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებს გამო გაკეთდა. პატრიარქის კურთხევის შემდეგ შობადობა 18%-ით გაიზარდა. თუ დასაწყისში 300-400 განაცხადს ვიღებდით, მათი რიცხვი 500-600-მდე გაიზარდა. ბავშვები სულიერთან ერთად მატერიალურ დახმარებასაც იღებენ. მისამართები ნაწილდება ტაძრების მრევლსა და სემინარიის სტუდენტებზე, მიდიან ოჯახში, ივსება სპეციალური ანკეტები, ამით ვიგებთ ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. ვისაც სჭირდება დახმარება და შეგვიძლია, ყველას ვეხმარებით, ძირითადად საკვებით და ექიმით. ნათლობის შემდეგ ბავშვები ეზიარებიან სამებაში, შემდეგ კი პატრიარქი ლოცავს მათ”.
ნათლობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები: ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობა, მშობლების პირადობის მოწმობები, სხვა შვილების ნათლობის მოწმობა. ასევე, პატრიარქის კურთხევაა, ბავშვს პატრიარქის გარდა, ჰყავდეს ერთი ან ორი ნათლია. ორივე უნდა იყოს ერთი სქესის და სრულწლოვნები.
იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქი უკვე უამრავი ბავშვის ნათლია გახდა, ბოლო დროს საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა: ხომ შეიძლება წლების შემდეგ უწმინდესის ნათლულებმა ერთმანეთს საკუთარი მომავალი დაუკავშირონ და დაოჯახდნენ. რამდენად შეიძლება ეს რელიგიური თვალსაზრისით? როგორც მაია ქომეთიანი ამბობს, აქ პრობლემა არ არის: “მონათლული ბავშვები ერთმანეთის ნათესავები არ გამოდიან და შესაბამისად, მომავალში არც ოჯახის შექმნისას შეეშლებათ ხელი”, ამბობს “ძლევაის” თანამშრომელი.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
მშვენიერი სტატიაა, ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა
ეს კითხვა მეც მაწუხებდა და ძალიან გამეხარდა რომ პასუხი მივიღე…
კარგი სტატიაა…
ჩემი შვილიც უწმინდესის ნათლულია. ძალიან ხშირად გამჩენია ეს კითხვა. მიხარია, რომ პასუხი მივიღე. გმადლობთ ამისთვის და წარმატებებს გისურვებთ.
ამ სტატიით კი გავიგე ის რაც მაინტერესებდა მარა მაინც დავსვავ კითხვას… ჩემ დაქალს უყვარს მამამისის ნათლულის ბიძაშვილი ბიჭსაც უყვარს მაინტერესებს აქვთ თუ არა უფლება სასიყვარულო ურთიერთობის?
Es vinme Nino ratomgac chergoleishvilis xelceras magonebs,tavisi vitom Da dzalian magali inteleqtis Da ganatlebis dedad rom moaqvs tavi, mecodeba dzaan vinc AR unda iyos,dzaan sasaciloa
მართლაც ძალიან მაიტერესებდა ეს თემა გაიხარე თეო…..
წმინდა სვიმეონ თესალონიკელი:არის ვიღაც ორი კაცი, რომელთა შორისაც არ არის რაიმე ნათესაობა. თუ მათი შვილები ერთიდაიგივე კაცმა მონათლა, აღარ შეიძლება მათი ცოლ-ქმრობა, ვინაიდან ორივე ერთი და იმავე კაცის მონათლულები არიან, ე.ი. ერთი სულიერ მამის ამოყვანილები წმიდა ემბაზიდან.
dideba da gamzleoba chvens patriarks,chvens sulier mamas da sakartveloze cheshmarit mzrunvels
როდის იქნება პატრიარქის შემდეგი ნათლობა? და რამდენი ხნით ადრე უნდა შევიტანოთ საბუტები.
დაუკავშირდით ლაზარეს ოფისს, ტელ: 858 65 11 59
ეს ბავშვები ერთმანეთის და_ძმანი არიან,თვალი გაახილეთ.8 თაობას არ შეუძლია დაქორწინება და თვითონ განსაჯეთ ამით გამრავლდება ერი თუ არა…
წმ. ნათლისღება არის საღმრთო შობა და სულის განახლება, და, რომელმაც ამოიყვანოს ჩვილი წმინდა ემბაზიდან (ანუ მონათლოს), იქნება ის ჩვილის სულიერი მამა და აღმომქმელი (ანუ ნათლია) ხორციელ მამაზე უფრო დიდი ნათესავი იქნება და ყოვლად წმ. სულის შუამდგომელობით ნათლია იქნება თავისი ნათლულის ხორციელი მამის ძმა და ხორციელი მამა და სულიერი მამა ითვლებიან ორ თავად, რადგან მისი ძმა არის. ხოლო ჩვილისათვის სულიერი მამა ითვლება ერთ თავად, ხოლო მისი ნათლულის ძმები ითვლებიან სამ თავად, როგორც მისი ძმისწულიები, რადგან მამა ძმა არის მათი სულიერი მამისა და ნათლიის შვილები მისი ნათლულებისთვის ითვლებიან ორ თავად.
მე ვარ მამა ჩემი შვილებისა, რომლებიც მე დავბადე ხორციელად და ზოგიც სულიერად წმ. ემბაზიდან (ანუ მოვნათლე). ჩემი სულიერი და ხორციელი შვილები ითვლებიან ორ თავად, ხოლო ჩემი ნათლიმამის (ანუ ნათლულის მამის) სხვა შვილები, რომლებიც არ მომინათლავს, ითვლებიან ხორციელად შობილი ჩემი შვილებისათვის მეოთხე თავად, როგორც ორი ძმის შვილები, რომელთაც ეწოდათ პროტა ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და ამათი შთამომავალნი აღირიცხებიან, როგორც სისხლით ნათესავები მერვე თავამდე, და არ შეიძლება მათი ქორწინება, ვიდრე არ დამთავრდება მერვე თავი, როგორც ამბობს მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონი – სისხლით ნათესაობაზე უფრო დიდი ნათლიაობითი ნათესაობაა. ვინაიდან რჯულისა და კანონისგან ასე გვებრძანა, მაშასადამე ვალდებულნი ვართ, რათა უმეტესად წმიდად და მკაცრად დავიცვათ ეს კანონი და მერვე თავამდე არ მოვახდინოთ შეერთება. და, როდესაც განსრულდება მერვე თავი, გახსნილი იქნება, როგორც სისხლით და შვილად აყვანის ნათესაობა, მხოლოდ ესეც აღმავალთა და შთამომავალთათვის აღირიცხება, ხოლო გვერდ განმავალთათვის დაუბრკოლებელია ქორწინება.
ჩემი ძმის შვილი მიერ მონათლულ ქალს ცოლად შეირთავს, აგრეთვე მეც შევირთავ ცოლად ჩემი ნათლიმამის დას.
ხოლო ვინც საკუთარი შვილი მონათლოს, უნდა დატოვოს თავისი ცოლი, იმიტომ, რომ სულიერი შვილი მონათვლის გამო ცოლი გახდა მისი სულიერი და. ამდენად შეუძლებელია მათი ცოლ-ქმრობა.
მითხარით საიდან არის ეს ამონარიდი?
მადლობა!
ხალხნო თქვენ რა პასუხიც მიიღეთ არაა სწორი.წმინდა მამის ეს ნაწერი ამაში დაგარწმუნებთ
საინტერესოა რატომ წაშალეთ ჩემი დაპოსტილი…რამე არ მოგეწონათ?
ალბათ იმიტომ რომ თქვენც კარგად იცით რომ ის რაც დავწერე სიმართლეა და ხალხს ატყუებთ
Adam da eva ikvnen pirveli adamianebi xo ar gavuckdebat?? Mat shvilebi gaamravles da mat kurtxeva hqondat ro gamravlebulikvnen. Upalma misca neba seits da kaens ro shtamomavloba gaegrdzelebinat.. dges patriarqs upleba aq akurtxos misi natlulebi da misces upleba gamravldenen.
ნინო, პირიქით, თქვენ შეგყავთ მკითხველი შეცდომაში. ის,რაც თქვენ დაწერეთ, ეწინააღმდეგება უწმინდესის კურთხევას. აღნიშნული საკითხი გარკვეულია, გადამოწმებული და შევეცდებით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ უკეთ გაგარკვიოთ მორიგი პუბლიკაციით, რომ პატრიარქის “მონათლული ბავშვები ერთმანეთის ნათესავები არ გამოდიან და შესაბამისად, მომავალში არც ოჯახის შექმნისას შეეშლებათ ხელი”.
პატრიარქის ნათლულების დაქორწინება შეძლება რათქმაუნდა, ეს დაუშვა უწმინდესმა რადგან, ერი გადაშენების პირას იყო მისული. ეკლესიაში არსებობს ასეთი გზა თუ არ ვცდები იკონომია ჰქვია, ანუ ეს ნიშნავს იმას რომ, სასულიერო პირს აქვს უფლება შეცვალოს ეკლესიის ესა თუ ის კანონი . არის რაგაც საკითხები რაზეც იკონომია არ ვრცელდება, მაგრამ პატრიარქის ნათლულებზე ეს დაშვებულია ერის გამრავლების მიზნით. პატრიარქის ეს კურთხევა რომ არა ამდენი ბავშვი ამ ქვეყანას ხომ არ მოევლინებოდა, ეს თვითონაც განაცხადა ერთ-ერთ ქადაგებაში “ეს ბავშვები ხომ შეიძლებოდა არ დაბადებულიყვნენო”
xalxi sheiyvanes shecdomashi ukve da am shecdomas ris pasad gvapatiebs gmerti aravin icis…gmeris kanonebi sheucvlelia,aravis akvs upleba shecvalos is(isedac bevri rame akvt shecvlili locvebi ikneba,wesebi tu sxva.adamianebs energias woven,imis magivrad rom aket gaadzlieron)….me wminda mamis naweri dagidet,gamgebi gaigebs da damnaxavi dainaxavs…gtxovt tvalebs nu daibrmavebt da im ubralo argumentebit nu dakmayopildebit,iseti droa dakvirvebaa mtavari da gtxovt didi gulisyurit daukvirdit yvelapers,mit umetes rac sakartvelos sakmes exeba..
ეშმას ჩივილი
ეშმაკობაში ვბერდები
და არც თუ ისე უიღბლოდ.
მე ვიყო მართლა ეშმაკი,
სხვაზე ეშმაკი თუ ვიყო.
სინამდვილეში მე რა ვარ?
ერთი რქიანი ქაჯი ვარ,
მულტფილმების და ზღაპრების
საწყალი პერსონაჟი ვარ.
ნაღდი ეშმაკი მაშინ ხარ,
თუ დრო-ჟამს შენთვის მოიხმარ,
თუ ქვეყნის ამომგდები ხარ
და ხალხს წმინდანი ჰგონიხარ.
გინახავთ მოწამევბრივი
მართლმმსაჯულების მსახურნი?
მაღალზღუდიან სკამებზე
ფრესკებად გამოსახულნი?
ისეთი შებერტყილია,
ისეთი, ზოგი მათგანი.
იმათთან, ღმერთო, მართლა ვარ
მამა აბრამის ბატკანი.
გინახავთ ჯინსებიანი,
წვეროსან-თმაგაჩეჩილი,
ბერად შემდგარი ჭაბუკი
პოპ-მუსიკაზე შეშლილი?
მე ვიყო საყდრის ზვარაკი,
შემყურე მღვდლის ნასუფრალის,
თუ მათზე უფრო არ მწამდეს
ეკელსისა და უფალი.
……………………….
წუთისოფელი ომია,
ომი ფუტკრის და კრაზანის
აქლემის ქურდი ნემსის ქურდს
ხდება, ციხეში აგზავნის.
შოთა ნიშნიანიძე
gamgebi gaigebs
ძველად როცა ერთი ვინმე, ვინმეს მონათლავდა, მათ შთამომავლობაში ტრადიციად ყალიბდებოდა, მომავალ თაობებშიც მომნათვლელი მხრიდან ნათლავდენ მოსანათლ მხარეს. მხარეთა ასეთი შენახვით ნათლობითი გაუგებრობებისგან დაცულნი იყვნენ. ანუ გვარის გარკვეული შტოები სამუდამოდ ნათესავები რჩებოდნენ.
teona madloba magram axali publikacia chemshi arapers shecvlis radgan is rasac vambob chemi mogonili araa….madloba gmerts rom girsi gagvxada gvyoloda wminda mamebi,romeltac saguldagulod umalaven xalxs,rata cota xnit mainc sheinarchunon tavianti mdgomareoba (cxvris tyavshi gaxveuli mglebi).magram droa axlosaa,dges me6 jamia,kartuli anbanis me6 aso aris v(bodishs gixdit kartulad rom ar vwer)anu vini da gamochndeba vin vinaa da risi maknisia….rogoricaa metauri iseti arian qveshevrdomebi,tkven ki kargad mogexsenebat ra xdeba dges eklesiashi
Nino, iqneb isi c gvitxrat,, Rom Martlmadidebloba seqtaa da marto qven xar t cheshmariti religiis mimdevari? Sanam vinmes sheuracyofas miayenebt , jer tqven gulshi chaixede , ara mgonia rame ufleba gqondet patriarqis sheuracyofis . An vinmes gankitxvis tundac isev tsminda mamebis gamonatqvamebze dayrdnobit. .ar ganikitxoo eg mainc gagonili geqneba .
Drtsmunebuli var ertrti septic tsarmomadgeneltangvaqvs same.
ქალბატონო ნინო,ჯერ დავიწყოთ იმით რომ წმინდანიც ისეთივე ადამიანი როგეც ნებისმიერი სხვა და ისინც მრავლ შეცდომას უშევებენ :)არვიცი ის ამონარიდი საიდან მოიტანეთ მაგრამ უნდა იცოდეტ ერთი რამ ნათლიის და ნათლულის ურთიერთობა ეს ეკლესიის აკრიბიაა(ტრადიციის და სამართლის ერთობა) აკრიბია კი მუდმივად ექვემდებარება იკონომიას(შეწყალებას,შეჩერებს) ყველა ერს საკუთარი ნათულულობის ისტიტუნტი გააჩნია ესე ვთქვათ :) არანაირი შთამომავლობითი ხაზი არ არსებობს და ვერც იარსებებს რადგან მირონ ცხება ხდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირვენბაზე და არა მის შთამომავლობაზე.საქართველოს ეკლესიის წეს განგებით არ შეიძლება ცოლქმარმა მონათლოს ერთი ბავშვი :) თუმცა სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ეს სრულებით დასაშვებია :) მოციქულთა სწავლებით მხოლოდ და მხლოდ ნათლულის მამის (ან დედის) შეუღლება იკრძალება ნათლიაზე :) სხვა ყოველივე ამათუ იმ ერის ტრადიცია (რომელსაც პატივი უნდა ეცეს რათქმაუნდა) თუმცა მისი დარღვევით არანაირი საღვთისმეტყველო სწავლება არ ილახება :)
ra vici,me ase mesmis-mozgvari(am shemtxvevashi patriarqi)natlavs,magram natliebic xom yavt am bavshvebs?anu am shemtxvevashi patriarqi asrulebs natlobis saidumlos,rogorc chveulebrivad-modzgvari da realurad am bavshvebs natliebi yavt.ase araa?
me mgoni jobia qalbaton ninos komentarebi sulac washalot..)) ragdan chvens eklesias da tavad patriarqs ayenebs sheuracxofas da xalxis shecdomashi shehyavs!!!!!!!!
ragdan ragac seqtantur ideebs qadagebs..
icit ra mxevalo nestan me seqtanti var tu cheshmariti martmadidebeli gmertma ici da sxva ras ipikrebs didad ar mainteresebs…ra tkma unda simartle yvelastvis cudi mosasmenia magram roc saqme qveynis beds exeba cota tvali unda gavaxilot da azrovnebas movuxmot….me sheuracxyopas aravis vayeneb,me tu vinmes vamxel mxolod chveni kveynis ketildgeobisatvis da siyvarulis gamo..ise tkveni argumentebi sainteresoa am temaze..ise minda gitxrat rom sakmes gakcevit da ragacebis ashlit ver gamoasworeb..yvelas tavisi simartle gonia martali..getyvit erti wmindanis natkvams daaxloebit:3 simartle arsebobs erti sheni,erti gmertis da 1 sheni mtris,tu sheni simartle tanxvedrashia gmertisastan dzalian kargia,magram tu masshi mtris simartlec urevia wmindani xar…..ipikret
maka mat ki yavt natliebi magram patriarqi marto natlobis ceremonias ki ar atarebs natliacaa…tvitonve ambobs amas: chemi natlulebi…simartle gitxrat getyobat rom zogiertebisgan gansxvavebit sakmes yuradgebit akvirdebit da pikric giyvart,matsavit uceb ar aketebt daskvnebs da es dakvirveba namdvilad dasapasebelia…icit ra gmertma damiparos rame chemi mogonili vtkva,minda gitxrat rom amastan dakavshirebit sapatriarqostan kondat dava da mat sabolood tkves mashin marto bichebs movnatlavto,e.i icodnen rasac aketebdnen,ar metanxmebit….?tu akvirdebit xalxi charchoebshi moeqca,zombis qveshaa titkos da agar axsendebat arc is rom gmerti yovel droshi ugzavnida xalxs wmindanebs.isini dgesac arian,didi beri gabrielis(urgebadze)dzalis da udidesi madlis matarebeli wminda mamebi da merwmunet mat saguldagulod umalaven xalxs.rom icodet isini ramdens aketeben chveni kveynistvis,rogor tanjvas gadian titoeuli adamianisatvis..xalxi ki titkos mdzinaredaa da arc uchndebat kitxva:nutu dges agar arian wmindanebi?..edziet gulit.gmerti wrpel txovnas ismens.”itxovdet da mogecet,irekdet da gangeghot”.waikitxet chemi dadebuli wminda mamis werili natlobastan dakavshirebit?
mainteresebs seqtanturi idea romelia ,gtxovt nestan tkveni siyvebi argumentit gaamyaro…ise arasodes unda tkva is rac ar ici,mit umetes masze visac arc icnob
აბა ეხლა გეყოფა აქ შენი სექტანტური აზრების ფრქვევა და ხალხის დაბოლება.
:D:D hahahaaa.. nu me ar vapireb polemikashi agyvet,, isedac yvelaferi natelia, tanac mapatiet , magram, chemtvis patriarkis da sapatriarqos kurtxevaa misagebi da mnishvnelovani da ara tqveni azrebi, romelsac ase uxvad da mikib-mokibulad afrqvevt, rogorc es seqtantebs schveviat.. ))
xalxs vin abolebs eg sakitxavia…..me aravis ar vaxvev tavs chems azrebs,arc ki mipikria.tkven ragac ise xshirad axsenebt am seqtantebs albat tviton xart mati wevri an sheidzleba winamdzgolic ki.isic gecodinebat vin uwyobs xels mat gamravlebas da pexis mokidebas chvens qveyanashi pirdapiri tu iribi gzit..me tkengan argumentebs velodebi,romelic daadasturebs chems seqtantobas,magram meechveba ipovnot….mama gabrielisa ar iyos ,leninis surati rom dawva,idzaxodnen suleliao da daaxloebit aseutxra aba damimtkicet suleli vat tu solomon brdzeni,magram gmertis wyaloba swored magashia rom ver gaigebt vin var suleli tu solomon brdzenio…magram tkven albat arc mama gabrielis pasi icit,albat isic seqtanti ggoniat(mapatios amis tkmac ki)…
martali xar nin. y elam shensavit nateli gonebit unda iazrovnos
tornike mgoni uadgilo komentari gaakete,,,,temastan dakavshirebit tu sheidzleba da gtxov roca ar ici vin vinaa tavi sheikave,gmerti xedavs vin rogori seqtantebi da martlmadideblebi vart
სიცრუეს რაგაც საეჭვო მდუმარებაც დაერთო……..
სექტანტობას, პროვოკატორობაც დაემატაა:))))
ნინო გენაცვალე აქ ფორუმი კი არაა მსჯელობები რომ გამართე, გამოთქვი შენი აზრი, დიდი მადლობა. აღარ არის საჭირო აქ ამდენი პოლემიკა.
მე ველოდები სექტანტობის დამადასტურებელ არგუმენტებს…რაც შეეხება გიორგის კომენტარს,სტატია იმისთვის იწერება რომ ცოტა ტვინი გავანძრიოთ და ვიმსჯელოთ..და შენ თუ ამ თემასთან დაკავშირებით აზრი არ გაქვს არავის უთხოვია ჩემი საქციელის შესაფასებლად შენი აქ შემოსვლა
შენ ცოტა შენ ტონს დაუკვირდი და ვის რა აზრი აქვს, აქ კომენტარებს ნუ აკეთებ. და საერთოდ გითხრეს, რომ ახალი სტატია იქნებაო და იქნებ დაელოდო.
ხოლო ამ საკითხზე მსჯელობა-პოლემიკა იქნებ http://church.ge ზე გააგრძელო, რადგან კამათი ფორუმის ფორმატია და არა ინტერნეტ-ჟურნალის.
მადლობა რჩევისთვის….ისე ტონს შენ უფრო უნდა დაუკვირდე
მე მართლა აგარ ვაპირებ რამის თქმას…დრო გამოაჩენს ყველაფერს
ახალ სტატიას ველოოოდები დიდი გულისყურით…იმედია პირობას შეასრულებთ.საინტერესოა რა პასუხს გასცემთ დაინტერესებულ პირებს რომლებიც ჯერჯერობით სიფრთხილეს იჩენენ
რაც არ უნდა ილაპარაკოთ და დაასაბუთოთ მე პატრიარქის ისევე მჯერა როგორც საკუთარი თავის და რადგან ეს პატრიარქსი გადაწყვეტილება არის და თვითონ იძახის რომ ამაში შეცდომა არაფერია ესეიგი ესეც არის. და რომც ვიცოდე რო ჩვენი პატრიარქი ტყუილს იძახის ნებისმიერთემაზე მე მაინც მჯერა. თუ ეს ცოდვაა მას მოეკითხება და არა ჩვენ და ეს ჩვენი საქმე არ არის. ვისაც არ სურს რომ შვილი პატრიარქს მოანათლინოს ნუ მიიყვანს არავინ აძალებს! ამიტომ თქვენი აზრი თქვენთვის შეინახეთ…
mainteresebs dzvel droshic xdeboda anu gasul saukuneebshic, dzveli drois patriarqebisgan masiuri natlobebi!!!
არამგონია ადრე ყოფილიყო ასეთი შემთხვევა..მე არ გამიგია…ამ ხალხის პრობლემა სწორედ ის სიტყვებია რასაც ზაზა ამბობს…:,,თუ ეს ცოდვაა მას მოეკითხება და არა ჩვენ” განა ეს ნათქვამი სწორია?სწორედ ამიტომ მოგველითხება ჩვენც რომ სიმართლეზე თვალს ვხუჭავთ
mainteresebs. bavshvis natliebs ertmanetis siyvaruli tu ekrdzalebat?
rodis iqneba exla kidev natloba da rodis unda davaregistriro bavshvi?
ვინ არის მაია ქომეთიანი და მას რატომ უნდა დავუჯეროთ. წესიერად არც მას წარმოგვიდგენენ და პასუხიც ”ცალყბაა’. რატომ მოძღვარი არ პასუხოპბს ამ კითხვაზე?
ვინ არის მაია ქომეთიანი და მას რატომ უნდა დავუჯეროთ? წესიერად არც მას წარმოგვიდგენენ და პასუხიც ”ცალყბაა. რატომ მოძღვარს არ სურს ამ კითხვას გასცეს პასუხი?
აქამდე ვიცოდი რომ არ შეიძლებოდა. ეხლა თუ შეიძლება, მაშინ მაინტერესებს რა შეიცვალა წარსულსა და აწმყოს შორის, რომ შესაბამისად საეკლესიო წესებიც იცვლება? არ შეიძლებოდა რადგან ეს ხალხი ნათესავები გამოდიოდნენ. მსგავსი ლოგიკით მაშინ ბიძაშვილებში ქორწინებაც დასაშვები ყოფილა თუ დემოგრაფიაზე ვფიქრობთ. ამას კი კათოლიკებიც დიდი სიამოვნებით აკეთებენ.ეს ეკუმენიზმის გავლენაა?
მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ კითხვას სასულიერო პირი არ პასუხობს და საერთოდ ამ კომენტარებს თუ კითხულობს ვინმე? სასულიერო პირებმა იციან რომ მრევლს ეს კითხვები აწუხებს? იქიდან გამომდინარე, რომ პასუხს ვიღაც მაია ქომეთიანი იძლევა, რომლის შესახებ არაფერი არ ვიცით,ჩემი აზრით სასულიერო პირებს ვერ გადაუწყვეტიათ რა უპასუხონ. მდაბიო ენაზე რომ ვთქვათ არ იციან?! უკვე ოთხი წელია სტატია დევს ინტერნეტ სივრცეში და აქვს უამრავი კომენტარი და ათასობით ადამიანი კითხულობს. ოთხი წელია ეს კითხვა მრევლს აწუხებს, პასუხს კი ვიღაც უცნობი მაია ქომეთიანი იძლევა?!
ქალბატონო ნინო, გაეცანით სტატიას
http://www.ambioni.ge/dasasvebia-tu-ara-patriarqis-natlulebs-soris-qorwineba
თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.
მაინტერესებს რატომ უნდა იყოს ორივე ნათლული ერთი სქესის ,დიდი მადლობა სტატიისთვის ძალიან ბევრის კითხვას გაეცა პასუხი,
ბოდიშით არა ნათლული არამედ ნათლია ,ჩემს შვილს ჰყავს სამი ნათლია ერთი არასრულწლოვანი,ორი სრულწლოვანი ოჯახის მეგობრები კი სხვადასხვა სქესის რატომ არის აუცილებელი რომ ნათლიები იყვნენ ერთი სქესის.
აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნდა ედიშერ ჭელიძის ვრცელი (ექვსას გვერდამდე) წყაროთმცოდნეობითი ნაშრომი ‘სული-ცხოველი” (თბ. 2012 წ.), სადაც თავმოყრილია და მოტანილია უკლებლივ ყველა წყარო ყველა ენაზე ნათლისღებასთან დაკავშირებით და აურაცხელი რჯულდებითი დოკუმენტის (I-XVIII სს.) წარმოდგენის შემდეგ ცხადყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის შეუძრავი დოგმატური რჯულდებანი იმის შესახებ, რომ ყოვლითურთ ანტიმართლმადიდებლურ ქმედებად შეირაცხება და, შესაბამისად, აბსოლუტურად იგმობა: (I) მრავალნათლიობა (ნათლია ანუ მიმრქმელი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი), (II) მონაზონისგან, მღვდელმონაზონისგან, მღვდელმთავრისგან (რომელიც ასევე მონაზონია) და ასევე მღვდლისგან, ზოგადად ყველა იმისგან, ვინც ‘საკურთხევლისაგანია”, ნათლიად ანუ მიმრქმელად დადგომა (გარდა იმ შემთხვევვისა, როდესაც მოსანათლის სიკვდილის საფრთხეა) ანუ მათ არ აქვთ უფლება და ეკრძალებათ თუნდაც ერთი ნათლულის ყოლა (აღარაა საუბარი უფრო მეტ ნათლულზე), (III) ერთი ნათლიის ანუ ერთი მიმრქმელის სულიერ შვილთა ანუ სულიერ და-ძმათა შეუღლება. ეს უკანასკნელი მოვლენა (ერთი ნათლიის ნათლულთა შეუღლება) მართლმადიდებელი ეკლესიის რჯულდებათა მიერ ურყევად განსაზღვრულია როგორც ხორციელი და-ძმის შეუღლებაზე უფრო მძიმე ცოდვა, რადგან მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებით სულიერი ნათესაობა ხორციელზე აღმატებულია. ამ უეჭველ დებულებას (ანუ აბსოლუტურ აკრძალულობას ერთი ნათლიის სულიერი შვილების ქორწინებისას, რომლებიც უთუოდ ერთიმეორის სულიერი და-ძმები ანუ ‘მირონცხების და-ძმები” არიან) ზედმიწევნით მკაფიოდ და უმკაცრესად გვიდგენს ბერძნულ-სლავური საეკლესიო თუ სამოქალაქო სამართლის ძეგლები, ეკლესიის უწმინდეს მამათა ერთხმობითი კანონიკური განჩინებანი და ყველა ეპოქის ყველაენოვანი ‘სჯულისკანონის” უმკაფიოესი და პირდაპირი დებულებანი. უკლებლივ ყველა წყარო იხილეთ ზემორე პუბლიკაციაში, რაც იყიდება ‘ალილოს” ქსელის მაღაზიებში. რამდენადაც ვიცით, ზემორე საკითხებზე ედიშერ ჭელიძეს, წიგნის გამოქვეყნებამდე, არაერთი ვრცელი და დაწვრილებითი ზეპირი ლექცია-საუბარი აქვს ჩატარებული თბილისის სასულიერო აკადემიის ყველა კურსზე, ბოდბის დედათა მონასტერში, საკითხით დაინტერესებულ ყველა სამღვდელო პირთან თუ მღვდელთმთავართან. წყაროები იმდენად აშკარა და ერთმნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული აზრი გამოირიცხება
კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება ჩატარდეს ნათლობა თუ აუცილებლად შაბათს ან კვირას?
პატრიარქი როდესაც ნათლავს კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება ჩატარდეს ნათლობა თუ აუცილებლად შაბათს ან კვირას?
erti bavshvis natliebs shoris shesadzlebelia tu ara qorwineba ?
საერთოდ არ მიყვარს კომენტარის წერა, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა. ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტან. ნინო! შენ გგონია ფანატიკოსებს რამეს შეაგნებინებ? (თუმცა სიმართლე უნდა ითქვას.) ეს ჩემთვის უცხო არ არი, როდესაც შენი აზრი არ მოსწონთ, სექტანტად გნათლავენ.(არ აქვს მნიშვნელობა შენ უფლის ენით ლაპარაკობ თუ არა.) ჩემ ხალხს სიყვარულით იცნობთო და ერთი სული გვაქვს ერთმანეთს ყელი გამოვჭამოთ.თუ ვინმეს აზრი არ მოგვეწონა, ეგრევე შეურაცყოფაზე გადავდივართ და არ გვინდა გავიგოთ რა არის ჭეშმარიტება. მწყინს მხილება და განსჯა რომ ერევათ ერთმანეთში. არ უნდათ დაინახონ ფანჯრის გარეთ რა ხდება. რას ქვია მსვავ დოგმაში და მაიძულებ აზროვნება არ მქონდეს, როდესაც მე ვარ მამის ნაწილი. მე ვარ თავისუფალი ადამიანი და არ აქვთ უფლება კარიბჭესთან იდგნენ და არ შემიშვან.
რა უნდა გამლანძღოთ ხალხო ისეთი, გული რომ მატკინოთ,(მთელი ბავშვობა სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი მყავდა ირგვლივ და საწინააღმდეგოს რომ ვერ უმტკიცებდნენ, ბიბლიაშიც კი ცვლიდნენ სიტყვებს მომდევნო გამოცემაში.) მაგრამ ისევ თქვენთვის არ მინდა დავწერო ბევრი სიმართლე. სიყვარული გვაკლია ერს და სადაც უფრო მეტად უნდა ვიღებდეთ ამას, იქ გვხვდება სიცივე. 15წლის ბავშვი გამომაგდეს ტაძრიდან, კითხვა რომ დამებადა და ვერ გამცეს პასუხი. დამშვიდდით, ისევ მყავს მოძღვარი :) ოღონდ სხვა და ის ვისწავლე ამ ხნის განმავლობაში, თუ გინდა იყო ეკლესიაში მრევლად და გახდე უდიდესი რიტუალების თანამონაწილე, უნდა იყო ჩუმად და ზედმეტი კითხვები შენთვის დაიტოვო. :)
არ მოგწონთ მწარე სიმართლე-ები???! მაშინ დახუჭეთ თვალები და იყავით ბრმა ცხვრები. ამოიძახეთ ის რასაც ჩაგძახებენ და მოაზროვნე ხალხს მიეცით საშუალება იყვნენ :) სექტანტები :) არ მგონია უფალს უნდოდეს მონა როდესაც მოგცა გონი და გიწოდა მისი მეგობარი. ბოდიშით თუ აზრი დიდად არ არის დალაგებული, ეს ჩემი გულიდან ამოძახილია. :*
rodis iqneba exla kidev natloba da rodis unda davaregistriro bavshvi?
Me vfiqrob rom , es natloba aris shenigbuli ekumenizmi
Es chven wminda mamebs ar gadmouciat ,
Da arc msoflio krebebs ar daumtkicebiad,
Rogor sheidzleba ert kacs mouvides azri , absoliturad martali?,; tu es romis papi araa?
Sircxvilia qartvelebo , gagvibaxes rwmenaa? Sul gamovsterdit ? Rogor sheidzleba natlulebs shoris qorwili rva taoba?
Da chven amas vamartlebt jiuti ugnurebit .
Ra gviqna borotma ? rogor agvria ? rogor dagvachiava ? Sircxvili chven . Ras vetyvit chvens winaprebs ? Rom wminda mamebs agar usmendit, da wmindanad cocxlebi shevracxet ?
Zombebo gacocxldit, gaigvidzet!!!!!!!!!!!!!!!!!!!
me maqvs erti kitxva.mesame shvili shemedzina da minda patriarqs movanatlio.rodis tardeba natloba da tu shemidzlia meore natlia bavshvis gogo iyos?winaswar gixdit madlobas pasuxis gamcems.
mainteresebs sad unda movitanot es sabutebi.
chemi azrit ar sheidzleba… ilia meore patriarqis natlulebis sulieri mamaa..mas misi natlulis mimart mshobelze meti uflebebi aqvs…. aqedan gamomdinare calsaxad chans rom rogorc dadzma aseve gamodian patriarqis natlulebi ertmanetistvis…itvlebian natesavebad… rogor sheidzleba mati momavlis ertmanettan dakavshirebaa… !!
gamarjobat!! eseti shekitxva makvs. rogors visi natloba patriarktan esajiroebs jvrisceris sabuts, mash ratom zogi mamao rtavs nebas ro moinatlos bavshvma jvriscerismshoblis gareshe??
sad unda movitano natlobis sabutebi minda monatvla 19 ianvars an rodis.
დაუკავშირდით საორგანიზაციო ჯგუფს –
საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71