მთავარი » ქრისტიანობა

სეფისკვერი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.08.2017 | 3,404 ნახვა

სეფისკვერი

სეფისკვერის შეწირვის ტრადიცია უძველესია. პირველ ქრისტიანებს, ჩვეულებისამებრ, წმიდა ლიტურგიაზე მიჰქონდათ პური და ღვინო, რაც განკუთვნილი იყო ღვთისმსახურებისათვის. თანამედროვე ტრადიციით კი სეფისკვერი წარმოადგენს შესაწირს და წირვის ბოლოს ხდება მისი განაწილება მორწმუნეთათვის. სახლში სეფისკვერის მიღება ხდება უზმოზე, დილის ლოცვის შემდეგ. წირვის დაწყების წინ ქრისტიანენი შეიძენენ სეფისკვერს და აგზავნიან საკურთხეველში მოსახსენიებლებთან ერთად.

სიტყვა სეფისკვერი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

სეფისკვერი (პროსფორა) – ზიარებისათვის განკუთვნილი ლიტურგიული პური. იგი უნდა იყოს ხორბლის ფქვილისაგან და აუცილებლად გაფუებული. მას აქვს ორად გაყოფილი ფორმა, ქრისტეს ორი ბუნების აღსანიშნავად, ზემოდან აქვს ბეჭედი ჯვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით.

მღვდელი საზიარებლად იყენებს სეფისკვერის შუაგულს, რომელსაც აწერია ქართულად „იესო ქრისტე ნიკე“ (იესო ქრისტე ძლევა), როცა მღვდელი ამ ნაწილს ამოიღებს და ფეშხუმზე დაასვენებს, მას უკვე ტარიგი ეწოდება. სეფისკვერიდან ასევე ამოიღება ნაწილები ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, პატრიარქის, სამღვდელოთა, ცოცხალთა და მიცვალებულთა სულების სახელზე. წირვის შემდეგ დარჩენილი სეფისკვერი ურიგდება მორწმუნეებს.

წყარო: ჟურნალი „საყდარი“, №1, 2001 წ. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №51(204), 2002 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი