“საზრდელი – ხორცისათვის და მარხვა – სულისათვის”
“ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: „წმიდა ჰყავთ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება“. ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არის მარხვა მოცემული; თუ მარხვა მოცემული არ იყოს, „წმიდა ჰყავთ მარხვა“ ამას არ იტყოდა, მაგრამ მარხვა უფლისაგან არის მოცემული.

როგორც ხორცისათვის საზრდელი მოცემული არის, აგრეთვე სულისთვის მარხვა საზრდელად არის მოცემული. ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს შეამტკიცებს, და მათდა შესაწევნელად საზრდელი მოსცა ღმერთმან. ოთხი სათნოების კავშირი სულს შეამტკიცებს, ესე იგი სიბრძნე, სიმხნე, სიწმიდე და სიმართლე. ამათდა შესაწევნელად, მარხვა მოსცა ღმერთმან.
როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, აგრეთვე თვინიერ მარხვისა სული მოკუდება, ესე იგი, წარსწყმდება, ვითარცა ნაყროვანებით ესავ მოკუდა და წარსწყმდა. მაშ ღმერთს ორივე მოუცემია: საზრდელი – ხორცისათვის და მარხვა – სულისათვის;”
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.